მოახლებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადება უკვე დაეტყოქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბს.
საიას- ქუთაისის ფილიალის დირექტორმა ნინო თვალთვაძემ, რომელიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრიცაა, შეხვედრის მონაწილეებთან ვორკშოპი ჩაუტარა თემაზე: „საარჩევნო კანონი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები".
დისკუსიისას ბევრი შეკითხვა გაჩნდა არჩევნებთან დაკავშირებით: რამდენი წევრით იქნება დაკომპლექტებული საკრებულო, რამდენად სანდოა საარჩევნო სიები,როგორ მიდის მუშაობა პარტიებში ქალიკანდიდატების გამოსავლენად.
კლუბის წევრები შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებენ და თვლიან, რომ საარჩევნო კანონის ცოდნა მისცემს მათ საშულებას იმუშაონ ამომრჩევლებთან, რათა მათი ცნობიერების დონე ამაღლდეს და ხელი შეუწყონ ქალთა რიცხვის გაზრდას ადგილობრივ თვითმმართველობაში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ხუთ მარტს თბილისში, სასტუმრო „ძველ თბილისში"ჩატარდაკონფერენცია თემაზე: „დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობათა დარეგულირების საკითხებზე".
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია", საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია.
გამომსვლელთა შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმისა" და მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლებმა.
იმ ფონზე, როცა საქართველოში ოფიციალურ დონეზე თითქმის შეწყვეტილია დიალოგი ქართულ -აფხაზურ, ქართულ- ოსურ საზოგადოებებს შორის, როცა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ახალი სამშვიდობო გზების ძიება და სამშვიდობო საქმიანობაში ქალთა აქტიური მონაწილეობა, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ქალები ერთიანდებიან და აქტიურ მუშაობას იწყებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის, ნდობის აღდგენისათვის.
4 მარტს ქუთაისში, ფონდი „სოხუმის" ოფისში მრგვალი მაგიდა მოეწყო თემაზე „ქალის როლის ამაღლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში". შეხვედრის ორგანიზატორი იყო „საქართველოს ინვალიდ-მეომართადა დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი" და კულტურულ- ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი".
- ჩვენ ერთი ტკივილი გვაერთიანებს, ერთი სატკივარი გვაწუხებს, მხოლოდ ერთობლივად, ერთად დგომით უნდა მოვნახოთ გზა აფხაზებთან და ოსებთან შესარიგებლად. მხოლოდ სოლიდარობით მიიღწევა მშვიდობა და უსაფრთხოება, -ითქვა შეხვედრაზე.
მრგვალი მაგიდის დასასრულს, შეიქმნა მემორანდუმი, რომელზე ხელის მოწერითაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა ქალებმა ცალსახად გამოხატეს მზადყოფნა შეურთდნენსაზოგადოებრივ მოძრაობას „ქალებიმშვიდობისადაუსაფრთხოებისათვის".
მემორანდუმი
ჩვენ, ქალები, იძულებით გადადგილებული პირები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, 2010 წლის 4 მარტს ქუთაისში,„საქართველოს ინვალიდ-მეომართადა დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირისა" და კულტურულ- ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის" ინიციატივით ჩატარებული მრგვალიმაგიდის,„ქალის როლის ამაღლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში" მონაწილეებივაცნობიერებთ, რა ქალთა მონაწილეობის უცილებლობას საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში;
მიგვაჩნია, რა, რომ ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოზიტიურად იმოქმედებს საზოგადოების შემდგომ განვითარებაზე;
ვაცნობიერებთ და ვადასტურებთ, რა ქალების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის უსაფრთხოების, ნდობის აღდგენის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, პრევენციისა და მშვიდობისმშენებლობის საქმეში;
ხაზს ვუსვამთ, რა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ხელშეწყობისაკენ მიმართულ ძალისხმევაში ქალების თანასწორ მონაწილეობას და მათი როლის გაზრდის აუცილებლობას კონფლიქტების თავიდან აცილებასა და მოგვარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში;
ვადასტურებთ , რა ქალთა რესურსის ინტეგრაციის აუცილებლობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე
ვაფუძნებთ ქალთა მოძრაობას „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის, რომლის მიზანია ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების და ნდობის აღდგენის პროცესებში ქალების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა
და გამოვთქვამთ სურვილს, შევუერთდეთ ქალთა მოძრაობას „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის" და ჩვენი გამოცდილება, ცოდნა და უნარი მოვახმაროთ ქვეყნის უსაფრთხოებასა და მშვიდობისმშენებლობას.
ქალთა მოძრაობა „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის" ეფუძნება თანასწორუფლებიანობის პრინციპებს და ამ მოძრაობას შეუძლია ნებისმიერი ქალი, რომელსაც სურვილი აქვს, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამშვიდობო პროცესებში და ხედავს ამ მიმართულებით ქალთა რესურსების ინტეგრაციის აუცილებლობას.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
ხონში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ლიდერთა სკოლისათვის შესარჩევი მორიგი ტრენინგი ჩატარდა. სამდღიან ტრენინგზე გოგონებს საშუალება ჰქონდათ გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები. პრაქტიკული სავარჯიშოების, როლური თამაშებისას კარგად გამოიკვეთა მათი ლიდერული უნარ-ჩვევები.
-ბუნებრივია, ლიდერთა სკოლაში ყველა ვერ მოხვდება, მაგრამ თვითონ ტრენინგი კარგი სკოლაა იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები მოვსინჯოთ, გავაანალიზოთ რისი გაკეთება შეგვიძლია -აღნიშნავდნენ მონაწილეები.
ტრენინგი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიდერთა სკოლისათვის ახალი სახეები შეირჩევა, რომლებიც მომავალში აქტიურ სამშვიდობო საქმიანობას გაშლიან ახალგაზრდებთან.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
გაცნობისას გამოიკვეთა მონაწილეთა პოზიცია. შეკრებილებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ აუცილებელია ქალთა გააქტიურება და მათი აქტიური ჩართვა პოლიტიკაში.
- მივესალმები კლუბის დაფუძნებას წყალტუბოში, ამ ქალაქში ქალთა არაჩვეულებრივი რესურსია თავმოყრილი. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, წინ წამოვწიოთ ის პრობლემები, რომელიც წყალტუბოს მოსახლეობას აწუხებს და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მათ გადაჭრაში, - აღინიშნა შეხვედრაზე.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ფონდი „სოხუმის"ფორუმ-თეატრი თებერვლის თვიდან განახლებული სცენებით იწყებს მოგზაურობას: ოჯახში, და-ძმას შორის არსებული დაძაბულობა, რომელიც ჩაცმასა და მაკიაჟს ეხება; ძალადობა სკოლაში, როცა ერთ-ერთ მოსწავლეს აიძულებენ სიგარეტი მოსწიოს. ფსიქოლოგიური ზეწოლა სათვალეებიან გოგონაზე, რომელსაც თანაკლასელები აბუჩად იგდებენ.
გაახლებული სცენარით წარმოდგენა ჩატარდა ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში და ხობის №1 საჯარო სკოლაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
წარმოდგენამ სერიოზულად დააფიქრა მონაწილეები. მათი აზრით, აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პროტესტი გამოხატოს ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ და აქტიურად იმოქმედოს მის წინააღმდეგ.
ფონდი „სოხუმის" მიერ თებერვლის თვეში მოეწყო სამი შეხვედრა ქუთაისის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში არსებულ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ დევნილი ქალები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები.
იურისტის მიერ გაცემულ იქნა კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე. კერძოდ, როგორ ხდება დაჩქარებული წესით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მომსახურება დაზღვევის სავალდებულო და ნებაყოფლობით ფორმებზე.
გაიცა კონსულტაცია, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი დევნილთა იძულებით გამოსახლებამათ მიერ დაკავებული ობიექტიდან და ვინ არის გამოსახლების განმახორციელებელი ორგანო.
იურისტისგან მოსწავლეებმა მიიღეს კონსულტაცია მშობელთა უფლებებზე და მოვალეობებზე. ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვანთა დაცვის სპეციფიკურ ღონისძიებებზე.
შეხვედრებზე ასევე ძირითადი ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი.
თებერვლის თვეში პოლიტიკურ პარტიებთან ჩატარებული შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამომრჩეველ ქალთა კლუბებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების მზადებისშეფასება.
შეხვედრები ჩატარდა შემდეგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ფოთი, ბათუმი), რესპუბლიკური პარტია (ფოთი), ახალი მემარჯვენეები (ბათუმი).
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა პოლიტიკაში პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივ დაკვეთასთან. ვინაიდან ამომრჩეველთა 56% ქალები არიან, არსებობს უფრო მეტიშანსი პოლიტიკური პარტიების წინაშე ამ მოთხოვნის წარმოსაჩენად. ამისათვის საჭიროა ამომრჩეველი ქალების მობილიზება და მათთან მუშაობის გაძლიერება ერთი საერთო მიზნის მისაღწევად.
ახალი მემარჯვენეების ბათუმის საქალაქო ორგანიზაცია დიდ იმედებს ამყარებს მათი პარტიის წევრ ლიდერ ქალებზე, რომლებსაც გააჩნიათ წარმატებული პოლიტიკოსისთვის საჭირო ყველა თვისება: პროფესიონალიზმი, ავტორიტეტულობა, პასუხისმგებლობა და სხვა. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი, სოფო კახაძე ხელმძღვანელობს ქალთა საბჭოს ამ პარტიაში. ახალ მემარჯვენეებიდან საარჩევნო კომისიების წევრების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ.
რესპუბლიკურ პარტიის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრთა სიაში დაახლოებით 40%-ს ქალები წარმოადგენენ. აცხადებენ, საარჩევნო სიების შედგენა ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს კანდიდატების თავისუფალ შერჩევას, ქალებს და მამაკაცებს უფლება აქვთ თანაბრად იყვნენ წარმოდგენილები საარჩევნო სიებში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ქალები. შვიდმა მათგანმა წარმატებით გაიარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირება.პარტიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ დონეზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა ხელს შეუწყობს სოციალური სახის პრობლემებზე ყურადღების უფრო მეტ გამახვილებას. თუმცა ამისათვის საჭიროა მოტივირებული, კონკურენტუნარიანი და მიზანდასახული ქალი კანდიდატების წარმოდგენა საარჩევნო სიებში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
რეზოლუცია 1325, 1820,პეკინის პლატფორმა - რამდენად იცნობენ ამ საერთაშორისო დოკუმენტებს ახალგაზრდა ქალები, რამდენად აუცილებელია მათი ცოდნა და როგორ მუშაობს ეს დოკუმენტები პრაქტიკულად - სწორედ ეს საკითხები განიხილეს თებერვლის თვეში ქუთაისში (22.02.10), ხონსა (24.02.10) და სენაკში (26.02.10) შეკრებილმა გოგონებმა.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტების არსებობა არ არის ყველაზე მთავარი, -მნიშვნელოვანი მათი შესწავლა და ამუშავებაა.
21-ე საუკუნეში არ უნდა გვჭირდებოდეს ქალის უფლებებზე საუბარი, მაგრამ თუ დაგვჭირდა, ამ დოკუმენტების ცოდნა დაგვეხმარება საზოგადოებაში თანასწორობა დავამკვიდროთ, - დარიკო კვარაცხელია.
ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა თავიანთი წინასაარჩევნო განწყობა დააფიქსირეს. კლუბზე აღინიშნა, რომ ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ჯერ-ჯერობით არ არიან გამოკვეთილი ქალი კანდიდატები.
ოზურგეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ნანაგაგუამ, რომელიცკლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრია, შეხვედრის მონაწილეებს ბრიტანული შთაბეჭდილებები გაუზიარა. იგი ერთი თვით მანჩესტერში იმყოფებოდა. პროექტი, რომელიც ევრო კავშირმა დააფინანსა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას და პიროვნების თემში ჩართვას ისახავდა მიზნად.
კლუბის წევრებმა საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს და დაამატეს, რომ ბრიტანულ გამოცდილებას ქალბატონი ნანა საკუთარი სკოლის განვითარებაში გამოიყენებს.
შეხვედრას ადგილობრივი პრესის წარმომადგენელი - „გურია-ნიუსის" ჟურნალისტიც ესწრებოდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაზეთის უახლეს ნომერში დაიბეჭდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (ვაშინგტონი) მიერ (NED).
თებერვალის თვეში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა 16 კოლექტიური შეხვედრა მოაწყო იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია). ფსიქორეაბილიტაცია გაიარა 144 -მაქალმა. მათ შორის ინდივიდუალურ შეხვედრაზე ფსიქოლოგს დახმარებისათვის მიმართა 18 ქალმა.
ფსიქოლოგიაღნიშნავს, რომქალებიყველარეგიონშიძირითადადგანსახლებისსაკითხზეარიანორიენტირებული. გარდა ამისა, ხშირად საუბრობენ ოჯახურ პრობლემებზე, რომ მცირე შემოსავალი ოჯახში ხშირად ხდება კონფლიქტის საფუძველი. არის შემთხვევები, როცა დედები დახმარებას ითხოვენ ფსიქოლოგისგან იმის გამო, რომ საკუთა შვილებს ვეღარ ცნობენ, ვერაფრით ხვდებიან, რატომ გახდნენ ისინი აგრესიულები.
- ბევრ სასიკეთო რჩევებს ვიღებთ, ბევრად უფრო დაწყნარებულები გამოვდივართ ამ შეხვედრიდან.
- ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთის მხარდაჭერას ვგრძნობთ. ფსიქოლოგი სწორ მიმართულებას გვაძლევს, როგორ მივხედოთ საკუთარ პრობლემებს.
- ესიმ ქალების შეხედულებებია, რომელიც ფსიქოლოგის შეხვედრებს ესწრებიან. ფსიქორეაბილიტაცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
„სამოქალაქო დიალოგის პროცესი ადამიანური უსაფრთხოების და საომარი მოქმედებების განუხლებლობის გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში"- გრძელდება საინფორმაციო შეხსედრები ამთემაზე საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან.
ბოლო სამი შეხვედრა მოეწყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტში (ქუთაისში,19.02.10), ანასეულის სამეცნიერო კვლევით ცენტრში (ოზურგეთი,23.02.10), ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში (26.02.10).
მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ქართველი და აფხაზი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევებზე „ომის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში ".
შეხვედრების მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, ომის განუახლებლობაზე ხელისმოწერა უნდა არსებობდეს, მაგრამ ამავდროულად დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები.
პროექტიხორციელდება „საერთაშორისოგანგაშის" (International Alert, დიდიბრიტანეთი) მხარდაჭერით.
23-25 თებერვალს ფონდ „სოხუმში" სამდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე : ოჯახური ძალადობის პრევენცია", რომელშიც მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, უფროსკლასელები.
ოჯახი- როგორც სოციალური ინსტიტუტი; ოჯახის წევრთა ურთიერთობები; მოვალეობათა გადანაწილება; გენდერული სტერეოტიპები; კონფლიქტები ოჯახში, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ელემენტი.
ეს და სხვა თემები იყო ტრენინგზე განხილვის საგანი.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები ოჯახური ძალადობის საკითხებზე. დასახელდა არაერთი რეალური მაგალითი, როცა ქალი მსხვერპლად გვევლინება. მონაწილეთა აზრით, ამის მიზეზი ხშირად საკუთარი უფლებების არცოდნაა.
სტრესი, მისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები; რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა, მისი გამოვლინებები; იმ ადამიანების ემოციები და გრძნობები, რომელთაც სტრესი გადაიტანეს;- ეს საკითხები ტრენინგის ბოლო ბლოკში იქნა განხილული.
მონაწილეთა სიტყვით, ბევრი ახალი, სასარგებლო ინფორმაციები მიიღეს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.
მორიგი რადიოგადაცემა ციკლიდან "ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება” რადიო "ძველი ქალაქის” მსმენელს სპეციალისტების,უბრალო ადამიანების,თვითონ ძალადობის მსხვერპლი ქალების მოსაზრებას სთავაზობს ოჯახში ძალადობის საზოგადოებისათვის მეტად მტკივნეულ თემასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
...ფონდი "სოხუმის” ფსიქოლოგი ფსიქო-რეაბილიტაცის პროგრამაზე საუბრობს, რომლის ფარგლებში არაერთი ქალის პრობლემა ხდება საცნაური. მისასალმებელია, რომ ფსიქოლოგის ინსტიტუტი თანდათან მკვიდრდება.
...იურიდიული კონსულტაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხება, რომელთა მეტი წილი 2010 წლის აპრილიდან შედის ძალაში.
...რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემა პირდაპირ უკავშირდება ქალის ოჯახში ძალადობისაგან დაცვის საკითხს, - ასე თვლიანსპეციალისტები, რომლებიც ფონდის თაოსნობით არიან ჩართულიპროგრამაში.
...ფორუმ თეატრი საუკეთესოდ ასრულებს თავის მისიას: წარმოდგენის შემდეგაც არ წყდება დისკუსიები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ამ პროცესში კი ერთნაირად აქტიურად ერთვება ახალგაზრდობა, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანები. მთავარი აქცენტი, ინტერვიუერთა მოსაზრებით,ზოგადი სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე, ოჯახის თითოეული წევრის პიროვნულ პასუხისმგებლობაზე, გვერდით მდგომის თანაგრძნობასა და მისი მისწრაფებებისპატივისცემაზე უნდა გაკეთდეს.
„ქალი პოლიტიკაში - რთული არჩევანი"- ფონდი „სოხუმის" მიერ გადაღებული ფილმის განხილვით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ქუთაისში. ფილმის ჩვენების შემდეგ მონაწილეებმა მსგავსი ფილმებისმნიშვნელობაზე ისაუბრეს.
-ქალისთვის პოლიტიკაში მოსვლა მართლაც რომ რთული არჩევანია. ფილმი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ საუბარია წარმატებულ ქალებზე, რომლებსაც ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ მოვიდნენ პოლიტიკაში, მაგრამ უჭირთ არჩევანის გაკეთება, რაც კიდევ ერთხელ მინიშნებს იმაზე, რომ ქალებს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ.
-ფილმი ბევრ ქალს მისცემს სტიმულს უფრო თამამად გააკეთოს არჩევანი და მოვიდეს პოლიტიკაში.
ფილმის გარჩევის შემდეგ არასამთავრობო ორგნიზაცია „სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე თეონა გოგიშვილმა, რომელიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია, უკრაინაში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
- კვოტირების სისტემამ ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში გაამართლა, ურიგო არ იქნებოდა ეს მეთოდი ჩვენთანაც დაგვენერგა -ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა დიდი ნაწილი კვოტირების მომხრეა. წინასაარჩევნო განწყობაამაღლებული და ოპტიმისტურია. ქალბატონები მზადყოფნას გამოხატავენ მხარი დაუჭირონ ქალ-კანდიდატებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი ელზა კვარაცხელია, რომელიც ნაციონალური პარტიის წევრია, აცხადებს, რომ მისი მარტის ბოლოს უკვე გამოქვეყნდება სიები, რომლებშიც ქალები უფრო მეტი რაოდენობით იქმნიშვნელოვან ადგილზე იქნებიან.
იმ დღეს, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მათი ქალაქისათვის მნიშვნელოვანი პრობლემა დასვეს- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც თავისი უნიკალური მცენარეებით მსოფლიო მნიშვნელობისაა, თითქმის განადგურების პირასაა.
კლუბის წევრებმა ამ საკითხის გადასაჭრელად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები დაგეგმეს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე, კლუბის წევრთა მოთხოვნით,მოწვეულნი იყვნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები - უფროსის მოადგილე ჯანო ზოსიაშვილი და უფროსი სპეციალისტი ნუკრი ლეთოდიანი.
სტუმრებმა ის ძირითადი პრობლემები მოისმინეს, რომელიც ხონში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ. საუბარი იყო კერძო კომპანიების მიერ გაჭიანურებულ და უხარისხოდ შესრულებულ სარემონტო სამუშაოებზე, ფართის არასწორად განაწილებაზე.
შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ დევნილები მეტ ყურადღებას მოითხოვენ როგორც დევნილთა ადგილობრივი სამმართველოს, ასევე დევნილთა სამინისტროს მხრიდან, რადგან განსახლების პროგრამის ამოქმედება არ ნიშნავს პრობლემების სრულად გადაწყვეტას.
მონაწილეები შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებენ, რადგან ბევრ მათთვის საჭირო შეკითხვებზე მიიღეს პასუხი.
დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლებმა თავის მხრივ პირობა დადეს, რომ წამოჭრილპრობლემებზედროულად მოხდება რეაგირება.
დევნილთა ინტერესებიდან გამომდინარე ამომრჩეველ ქალთა კლუბი მსგავსი შეხვედრების მოწყობას მომავალშიც შეეცდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED).
ლიდერთა სკოლისათვის შესარჩევი ტრენინგები ამჯერად წყალტუბოში ჩატარდა. სამდღიან ტრენინგ-სემინაზე მონაწილე გოგონებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. ქალთა ლიდერობა, კონფლიქტის არსი, ტიპები, სახეები, კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა.
მუშაობის პროცესში გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდები, ჯგუფური სავარჯიშოები, სიტუაციური ამოცანები, როლური თამაშები. გოგონებს საშუალება ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში და საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ აღნიშნული საკითხების გარშემო.
- უკვე ვოცნებობ იმაზე, რომ მოვხვდე ლიდერთა სკოლაში, ტრენინგზე კარგი გარემო შეიქმნა იმისათვის, რომ ყველას წარმოეჩინა საკუთარი თავი" - მარი კოპალიანი.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს საშინაო დავალება მიეცათ. ერთ კვირაში უნდა წარმოადგინონ „ესსე" შემდეგ თემებზე: „მინდა გავხდე მშვიდობისმყოფელი", „მე ლიდერი ვარ".
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ფოთის ქალთა კლუბზეც მსჯელობენ.
ქალბატონები იმედოვნებენ, რომ წლევანდელ არჩევნებში კანდიდატთა სიებში ქალები მეტი რაოდენობით მოხვდებიან და სათანადოადგილებსაც დაიკავებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა შორის უკვე გამოიკვეთა ქალი-კანდიდატი. საკრებულოს წევრის - დარეჯან ცხვიტარიას კანდიდატურას კლუბის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს. იმედოვნებენ, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მეტი ყურადღება დაეთმობა ქალაქის სოციალურ პრობლემატიკას, ქალთა უფლებებს, ჯანდაცვის სფეროს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კლუბის შეხვედრა ჩატარდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, მასში მონაწილეობა მიიღეს კლუბის მუდმივმა წევრებმა.
შეხვედრის თემა იყო: ადმინისტრაციული რაიონები აფხაზეთში.
კლუბის მუშაობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდები. ინტერაქტიული მუშაობა, ტვინის შტურმი, დისკუსია.
გოგონებს ბევრი შეკითხვები გაუჩნდათ აფხაზეთის გეოგრაფიასთან დაკავშირებით. რამდენი სოფელი, ქალაქი, მდინარე, ტბა არის აფხაზეთში. შესაძლებლობა ჰქონდათ აფხაზეთის ღირშესანიშნავი ადგილები სურათებით ენახათ.
„აფხაზეთის გეოგრაფია არ ვიცოდი და ძალიან შემრცხვა, როცა აღმოვაჩინე, რომ თურმე ყველა ქალაქის დასახელება არ მცოდნია" - ნათია ჩიხრაძე.
კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ შეხვედრები მათ ბევრ ინფორმაციას მისცემს საკუთარ კუთხეზე.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
გრძელდება შეხვედრები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მთელი თვის განმავლობაში სამი შეხვედრა ჩატარდა როგორც ქალებისათვის, ასევე გოგონებისათვის.
შეხვედრის თემა იყო: ფეხმძიმობასთან დაკავშირებული გართულებები, ექიმთან ვიზიტის აუცილებლობა ქალებისათვის, ინფორმაციები უფასო მამოგრაფიულ გამოკვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მკერდის კიბოს საწინააღმდეგოდ მიმართული პრევენციული ღონისძიებები.
მონაწილეებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ინდივიდუალურად მოისმინეს გინეკოლოგის კონსულტაციები, სხვადასხვა თემებზე.
„რეგულარულად ვესწრები ფონდი „სოხუმის" მიერ გამართულ შეხვედრებს. უფრო თვითდაჯერებული გავხდი, ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ, ყველა ქალმა უნდა იცოდეს საკუთარი უფლებები, ეს ბევრ რამეს შეცვლის ჩვენს ცნობიერებაში და სრულფასოვანი საზოგადოების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. - ასეთი პოზიცია ჰქონდათ წყალტუბოში გამართულიშეხვედრის მონაწილეებს.
გოგონებმა აქტიური დისკუსია გამართეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ქალისა და მამაკაცის სოციალური როლები, ქართული მენტალიტეტი და სტერეოტიპები.
განხილულ იქნა ის საერთაშორისო დოკუმენტები, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება - რეზოლუცია 1325, 1820, პეკინის პლატფორმა.
გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო თამამად საუბრობს ქალისა და მამაკაცის ფუნქციათა გადანაწილებაზე. გოგონები მიიჩნევენ, რომ არ უნდა ხდებოდეს სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია და თანასწორობის დამკვიდრება თითოეული ქალიდან, თითოეული ოჯახიდან უნდა დაიწყოს.
"...თქვენ უყურებთ ფონდი "სოხუმის” მიერ ინიცირებულ გადაცემას.
-რამდენად არიან მზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიები გამსვლელ სიებში ჩასვან ქალბატონები; დადგა თუ არა რეალურად ის დრო, როცა ქალთა აქტივობამ შედეგი უნდა გამოიღოს და საერთოდ, რამდენად კომფორტულია ქალბატონებისათვის გარემო ზოგადად ქართულ პოლიტიკაში...”
ამ მიმართულებით დაიწყო სატელევიზიო გადაცემა, რომელიც 18 თებერვალსტელეკომპანია "რიონის” ეთერში იხილა მაყურებელმა და სადაც ფონდის აქტივისტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები კიდევ ერთხელ შეეხნენ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის საკითხს.
ფონდის ტელეჟურნალისტების მიერ დახატულმა სურათმა კიდევ ერთხელ გახადა
თვალსაჩინო დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკურ პარტიებში ამ კუთხით არსებული სიტუაცია.
პარტიებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე, კლუბების სტრატეგიაზე ისაუბრესფონდის ასისტენტებმა. მონაწილეთ გამოთქვეს სურვილი, ფონდმა გააგრძელოს საქმიანობა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაში დაკავებული ქალების, ამომრჩეველ ქალთა კლუბების გაცვლით შეხვედრებს ითვალისწინებდა.
"თავისთავად საჭიროაპრობლემის გაჟღერება, მაგრამ საჭიროა სწორედ ასეთი კონკრეტული ნაბიჯები - საზოგადოებრივი განწყობის კვლევა, ანალიზი, მუშაიბა ელექტორატთან, პოლიტიკურ პარტიებთან, ქალ-კანდიდატებთან”.
"რას უნდა ველოდოთ არჩევნებისაგან: ალბათ ძალიან რადიკალურ ცვლილებებს არა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს ცვლილებები არასოდეს დადგება, ამიტომ ინტენსიური მუშაობა არ შეწყდება”, - ასეთი პოზიციები ჰგონდათ გადაცემის მონაწილეებს.
"მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ულაპარაკოდ მივიღებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას”, - ეს განცხადება გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა. არავის, მის გულწრფელობაში,ეჭვიარშეუტანია, რადგან რესურსი ამ კუთხით მართლაც არსებობს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
თბილისში, სასტუმრო „რედისონ ივერიაში" ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „მომავლის ხედვა - იგპ-თა მიმართ 2010 წლის სამოქმედო გეგმის განახლება".
კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერდა მასში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (დანიის ლტოლვილთა საბჭო, ევროკავშირი, შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი).
კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, დევნილები სხვადასხვა რეგიონებიდან. ფონდ „სოხუმს" წარმოადგენდა ორგანიზაციის თანათავმჯდომარე, ქალბატონი მერი გელაშვილი.
პლენარული სხდომა დაიწყო ვალერი კოპალეიშვილის (ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი) გამოსვლით, რომელმაც მონაწილეებს წარუდგინა ანგარიში სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების 2009 წლის მიღწევებზე.
კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო ჯგუფურ მუშაობას. მონაწილეებმა 2010 წლის სამოქმედო გეგმის განახლებაზე იმუშავეს. პრეზენტაციის შემდეგ შემუშავდა რეკომენდაციები მომავალი წლის სამოქმედო გეგმისათვის, რომლებიცეხებოდაიგპ-თაინფორმირებულობის გაზრდას სამართლებრივი საკითხების გადაჭრას, იგპ-თა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კონფერენცია დასრულდა დანიის სახელმწიფო დელეგაციასთან შეხვედრით.
17 თებერვალს ფონდი "სოხუმის” ოფისში შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეცაფხაზეთის მეხუთე და მეექვსე, ქუთაისის მეჩვიდმეტესაჯარო სკოლების პედაგოგები, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები შეიკრიბნენ. საუბრის თემა იყო ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევის "დიალოგის პროცესიუსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” განხილვა და მონაწილეთა პოზიციების დაფიქსირება უსაფრთხოების გარანტიებზე, ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების აქტუალობაზე და მისი დაცვის მექანიზმებზე.
"სამწუხაროა, რომ ამ საკითხების ირგვლივ დისკუსიები წლების წინათ არ შედგა. ბევრი ჩვენთაგანი დღემდე იმ განცდით მოვიდა, რომ ეს საკითხები ყოველთვის ჩვენგან შორს, ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე წყდება”. - ითქვა შეხვედრაზე.
"შეთანხმება ომის განუახლებლობაზე აუცილებელია, რათა მხარეებს შორის ნდობადამყარდეს”, -თვლიან მონაწილეები.თუმცა, ამასთან ერთად ყურადღებას ამახვილებენ იმ საშიშროებაზე,რომლებიცსაქართველოსთვის ფრიად რეალურია, თუ არ მოხდა გარანტიების სრულყოფილი მექანიზმების შემუშავება.
გამოიკვეთა საკითხები, რომელთაც მონაწილეებმა პრინციპული მნიშვნელობა მიანიჭეს:
"ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ქართული მხრიდან აფხაზეთის ნებაყოფლობით ჩაბარების ტოლფასი არ უნდა გახდეს”; "ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაში დევნილების საკითხი გვგონია. სანამ საქართველოში თუნდაც ერთი დევნილი იქნება, არ შეიძლება ლაპარაკი წარმატებაზე მოლაპარაკებების კუთხით, თუმცა ვთვლით, რომ გონიერ კომპრომისებზე ორივე მხარე უნდა წავიდეს”.
თექვსმეტ გვერდზე ბევრ რამეს გაეცნობა მკითხველი: ბათუმელ ქალთა შეხედულება ძალადობის პრობლემაზე, ხობში ჩატარებული ტრენინგის მონაწილეთა დამოკიდებულება თანასწორობისადმი... დაფიქრდება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, იმაზეც, რატომ გარბის სახლიდან 12 წლის ბიჭუნა. გაიგებს, რომ ზოგჯერ ფსიქოლოგსაც სჭირდება ფსიქორეაბილიტაცია.
საზოგადოებასთან მუშაობა, ქალები ჩვენს გვერდით, ინტერვიუ ფსიქოლოგთან, სარედაქციო ფოსტა - ამ ძირითად რუბრიკებზეა აგებული ჟურნალ "ქალთა ხმის" ახალი, 2010 წლის პირველი ნომერი.
ჟურნალი, წელსაც კვლავინდებურად ორ თვეში ერთხელ გამოვა. ქართული ვერსია - ნაბეჭდი სახით, რუსული კი - ელექტრონული ვერსიით გავრცელდება.
2010 წლიდან ფონდმა „სოხუმმა" დაიწყო მუშაობა პროექტზე „ახალგაზრდა ლიდერ გოგონათა სკოლის ფორმირება და განვითარება საქართველოში დემოკრატიისა და სამშვიდობო პროცესებში მათი როლის გაზრდის მიზნით". პირველ ეტაპზე იმერეთის 6 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ვანი, ხონი, სამტრედია, ზესტაფონი) დაგეგმილია შესარჩევი ტრენინგები. თითო ტრენინგიდან ოთხი საუკეთესო მონაწილე აირჩევა და სწორედ ისინი მოხვდებიან ლიდერთა სკოლაში (სულ 24 გოგონა).
პირველი შესარჩევი ტრენინგი ქუთაისში გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ ქალთა ლიდერობის თემას, განიხილეს კონფლიქტის არსი, ტიპოლოგია, კომუნიკაციის მნიშვნელობა.
როგორც მწვრთნელები აღნიშნავენ, საუკეთესო ჯგუფი შეიკრიბა. მონაწილეთა უმრავლესობა გამოირჩევა ლიდერული თვისებებით, კომუნიკაციის უნარით. ტრენინგის ბოლოს გოგონებმა საშინაო დავალებაც მიიღეს: ერთი კვირის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ ესე თემაზე - "ქალი და მშვიდობა”. ნაშრომი ყოველ მონაწილეს თავისი პოზიციის გამოხატვის საშუალებას.
მომდევნო შესარჩევი ტრენინგი წყალტუბოში გაიმართება.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კლუბზე მთავარი სადისკუსიო თემა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ქალები თავიანთ წინასაარჩევნო განწყობას ხმამაღლა აფიქსირებენ.
ეცნობიან ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ როგორია ქალთა აქტივობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ სფეროში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - რუსეთში, უკრაინაში, ამერიკაში, ბულგარეთში.
ქალთა კლუბის წარმომადგენლებითავიანთ აზრს გამოხატავენ კოსოვოს ადგილობრივი არჩევნებისა და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.
ერთხმად აღიარებენ, რომ უკრაინის არჩევნებში ქალ-კანდიდატს უჭერდნენ მხარს,გამოხატავენ სურვილს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რაც შეიძლება მეტი ქალი იხილონ კანდიდატებად. მათი აზრით, ქალები უკეთ დაიცავენსაკუთარი ხალხის ინტერესებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (ვაშინგტონი) მიერ (NED).
თებერვალს, ქ. ბათუმში, ფონდის მიერ გენდერული თანასწორობის პრობლემის კვლევის ფარგლებში, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ჩაღრმავებული ინტერვიუ შედგა. ინტერვიუს მიზანი რესპონდენტის პოზიციის გარკვევა იყოქალთა პოლიტიკური აქტივობის საკითხთან დაკავშირებით.
დასმული თოთხმეტი შეკითხვაინტერვიუერის მოსაზრებებს აფიქსირებდასაკითხებზე, რატომ არის ქალი - პოლიტიკოსი რიცხობრივად ნაკლები მამაკაც პოლიტიკოსზე; რატომ უჭერენ ამომრჩევლები მამაკაც კანდიდატსმხარს უფრო, ვიდრე ქალ კანდიდატს; არიან თუ არა პოლიტიკური პარტიები დაინტერესებული გენდერული თანასწორობით; როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკა იმ შემთხვევაში, თუ ქალთა მეტი რაოდენობა იქნება ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში; რა მექანიზმებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ხელშესაწყობადდა ა. შ.
რესპონდენტის აზრით, ქალთა წარმომადგენლობის გაფართოება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენაა, რომლის ხელშეწყობა სხვადასხვა სტრუქტურათა თანამშრომლობით უნდა იქნეს მიღწეული.
ყურადღება გამახვილდა არასამთავრობო სექტორის როლზე: "მათ თავისი რესურსებით სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლიათ პარტიებისათვის. მთავარია, სწორად ჩამოყალიბდეს და გაჟღერდეს პრობლემა”.
პროექტიხორციელდება „საერთაშორისოგანგაშის" (International Alert, დიდიბრიტანეთი) მხარდაჭერით.
9-11 თებერვლის ჩათვლით ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებისათვის სამდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.
რა უდევს საფუძვლად მოძალადის აგრესიას; რას ემყარება ჯანსაღი პიროვნებათშორისი ურთიერთობები; რა არის სწორი კომუნიკაცია,რომელი სტერეოტიპები არღვევს ოჯახურ ჰარმონიას; - ამ და სხვა საკითხების განხილვისას მონაწილეთა აქტიურობამ პიკს მიაღწია.
განსაკუთრებული ინტერესი ფორუმ-თეატრის ელემენტების მიმართ დაფიქსირდა, როცა როლური თამაშებით ხდებოდა კონფლიქტის არსის, მისი ფაზების, სხვადასხვა ეტაპზე კონფლიქტის შეჩერებისა და მართვის უნარის გაცნობა.
ფსიქოლოგის ბლოკი მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოლოგიის განსაზღვრას მიეძღვნა.იურისტმა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონზე, მსხვერპლის დაცვის ღონისძიებებზე ისაუბრა და დამსწრეთაშეკითხვებს უპასუხა.
ფონდელები სამდღიან მუშაობას პროდუქტიულს უწოდებენ:
- საშუალება მოგვეცა საკუთარი მოსაზრება ხმამაღლა გამოგვეხატა.
-აქ იყვნენ ტრენერები, ასისტენტები, ერთმანეთის საქმიანობაც შევაფასეთ.
- სხვა კუთხით შევხედეთ განხილულ საკითხებს. გამოცდილება მომავალ საქმიანობაში დაგვეხმარება.
- ეს იყო ადრენალინი მომავალი მუშაობისათვის, ბოლომდე დავიხარჯეთ.
ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა გასვლითი შეხვედრა სოფელ ბიის საჯარო სკოლაში მოეწყო.
შეხვედრას ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების გარდა ესწრებოდნენ ამავე სკოლის დირექტორი, პედაგოგები და უფროსკლასელები.
შეხვედრის მონაწილეებთან ერთადაქტიური დისკუსია გაიმართა თემაზე - ქალი და პოლიტიკა, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. განისაზღვრა ის ძირითადიხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას აფერხებს.
დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეები. გოგონების აზრით, ქალს სჭირდება ხელისშემწყობი გარემო იმისათვის, რომ საზოგადოებაში უფრო აქტიურად გამოჩნდეს. რადიკალურად განსხვავებული იყო ვაჟების პოზიცია, ისინი ქალებს ოჯახში, სამზარეულოში მოიაზრებენ, თუმცა ცხარე დისკუსიის შემდეგ საერთო შეხედულებებიც ჩამოყალიბდა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
აფხაზეთის გეოგრაფია, ქალაქები და სოფლები, ტურიზმი - რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სფერო იყო აფხაზეთში - ამ და სხვა საკითხების განსახილველად ფონდი „სოხუმის" გოგონათა კლუბი „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" მეხუთე საჯარო სკოლაში შეიკრიბა.
ინტერაქტიულმა სავარჯიშომ გამოავლინა, რომ მონაწილეთადიდი ნაწილი არ იცნობდა აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებს, ისტორიულ ძეგლებს.ამიტომ გოგონებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები საკუთარ მხარეზე.
- მე ქუთაისში დავიბადე, ამიტომ აფხაზეთს ცუდად ვიცნობ, კლუბის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ ინფორმაციებს ვიღებთ აფხაზეთზე. მინდა, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე საკუთარ კუთხეზე - ლიკა კოპალიანი.
გოგონებმა დასასრულს საშინაო დავალებაც მიიღეს „რა ვიცი აფხაზეთზე".
გოგონათა კლუბი მორიგი შეხვედრისთვის ემზადება.
პროექტი დაფინანცებულია შვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
5 თებერვალს ფონდი "სოხუმის” ოფისში შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სტუდენტი საზოგადოების ინფორმირება კვლევის
"დიალოგის პროცესიუსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” გარშემო და მათი პოზიციების დაფიქსირება კოფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის გზებზე, კერძოდ, ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე.
შეხვედრას წერეთლისა და სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ესწრებოდნენ. დისკუსიების შედეგად მონაწილენი შეთახმდნენ, რომ შეთანხმება ომის განუახლებლობის ირგვლივ აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის დამყარების კუთხით. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ იმ საფრთხეებზე, რომელსაც ის შეიცავს საქართველოსთვის. "სანამ არ მოხდება ნეიტრალიზება იმ საფრთხეებისა, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის, არ შეიძლება საუბარი უსაფრთხოების სრულყოფილ გარანტიებზე’’;
"საჭიროა რეალური ინფორმაციის გავრცელება არსებული სიტუაციის ირგვლივ და აქ თავისი სიტყვა ახალგაზრდებმაც უნდა თქვან”;
"რუსეთი აწარმოებს პერმანენტულ საინფორმაციო ომს საქართველოს წინააღმდეგ და შეცდომაში შეყავს, პირველ რიგში, საკუთარი საზოგადოება. ამიტომ ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას”.
შეხვედრისბოლოს მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები.
პროექტიხორციელდება „საერთაშორისოგანგაშის" (International Alert, დიდიბრიტანეთი) მხარდაჭერით.
4 თებერვალს ფონდი "სოხუმის” წარმომადგენლები წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს, მამუკა ლაღაშვილს შეხვდნენ. საუბრის თემაგანსახლების საკითხს ეხებოდა. განსახლების პროგრამის ფარგლებში წყალტუბოში პირველ ეტაპზე ათი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რომელიც სავარაუდოდ, ორი წლის შემდეგ უნდა დასრულდეს და დაახლოებით 350 ოჯახს დააკმაყოფილებს.
ფონდის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რა ელოდებათ იმ კოლექტიურ ცენტრებს, სადაც განსაკუთრებით ავარიული მდგომარეობაა.
ადგილობრივ ხელისუფალთა განმარტებით, მართლაც, არის ისეთი ცენტრები, სადაც საგანგაშო მდგომარეობაა სახურავის, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის კუთხით. შეუძლებელია ადამიანები ამ პირობებში კიდევ ორი წელი ცხოვრობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად ცდილობსამ პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
„სამოქალაქო დიალოგის პროცესი ადამიანური უსაფრთხოების და საომარი მოქმედებების განუხლებლობის გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში"- ამ თემაზე ფონდი „სოხუმის" მიერ საინტერესო ვორკ-შოპი გაიმართა ბათუმში, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი და ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, იურისტები და იძულებით გადაადგილებული პირები.
ვორკშოპის მონაწილეები გაეცნენ ამ თემაზე ექსპერტების მიერ მოკვლეულ მასალებს, დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება თემისადმი და კვლევების შედეგებისადმი. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება საომარი მოქმედებების განუახლებლობის გარანტიებზე მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებს მოიტანს, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, მსგავსი ხელშეკრულება ვერ შეცვლის არსებულ რეალობას.
დისკუსიის შემდეგ მოეწყო მუშაობა ჯგუფებში. მონაწილეებმა მოახდინეს სამოქალაქო საზოგადოებისადა ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციების მოდელირება აღნიშნულ საკითხზე, გამოიმუშავეს წინადადებები და რეკომენდაციები.
პროექტიხორციელდება „საერთაშორისოგანგაშის" (International Alert, დიდიბრიტანეთი) მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმი" აწყობს ყოველთვიურ საინფორმაციო შეხვედრებს დასავლეთ საქართველოს ქალაქებში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან.
იანვარში პარტიებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდისმიზნებზე - ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა და მათი როლის გაძლიერება პოლიტიკურ პარტიებში. ასევე მნიშვნელოვანი იყო პარტიების მხრიდან ინფორმაციის მიღება, როგორ ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და რა შანსები არსებობს ქალებისათვის საარჩევნო სიებში მოსახვედრად.
შეხვედრები ჩატარდა შემდეგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია.
რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, საარჩევნო სიების შედგენა ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს კანდიდატების თავისუფალ შერჩევას, ქალებს და მამაკაცებს უფლება აქვთ თანაბრად იყვნენ წარმოდგენილები საარჩევნო სიებში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საქალაქო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარტიის წევრ ქალბატონებს აუცილებლად მიეცემათ საკუთარი გამოცდილებისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნებში.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლაშა ბერაიამ განაცხადა, რომ ათკაციან სიაში მეორე და მესამე ადგილზე ის ქალბატონები იქნებიან წარმოდგენილნი, რომლებიც ხელმძღვანელობენ ჯანდაცვისა და განათლების შიდაპარტიულ კომიტეტებს.
რაც შეეხება კვოტირების სისტემას, პარტიების ხელმძღვანელები სიების გენდერული ნიშნით შედგენას მხარს არ უჭერენ. მათი აზრით, უმჯობესია ყურადღება გაამახვილონ კანდიდატის პროფესიონალიზმზე, შრომისმოყვარეობაზე, ცნობადობასა და გამოცდილებაზე.
პროექტი ხორციელდება: გერმანიისორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათაგანვითარებისსამსახურისმხარდაჭერით.