მასალის არქივი - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ორშაბათი, 06.09.2010, 02:18
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი
 

სიმბოლური იყო, რომ ახალციხეში ქალთა მდუმარე აქცია დაიწყო თამარ მეფის ძეგლთან. მონაწილეებმა გააკრეს პლაკატები, დაარიგეს სააგიტაციო მასალები.

შემდეგ ქალები გაემართნენ ქალაქის ოთხი სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ნაწილი - უნივერსიტეტისაკენ, ნაწილი - ადმინისტრაციული ცენტრისაკენ.

აქციაზე იყვნენ ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენლები და, მათი თქმით, დღეს გავა სიუჟეტი აქციის შესახებ. 

ტელევიზიით ორი დღის წინათაც  გავიდა სიუჟეტი, რომელიც აქციის მომზადების პროცესს ასახავდა.

აქციას ესწრებოდა მოხალისე შვედი ქალი, რომელიც აქტიურად ჩაერთო პროცესში, ის გამვლელ მანქანებსაც კი  აჩერებდა და მგზავრებს სთავაზობდა საინფორმაციო ფურცლებს.

აქციები გაიმართა ადმინისტრაციულ ცენტრებში - ადიგენი, მინაძე და სხვილისი.

დღეს ათობით ქალმა შეახსენა ამომრჩევლებს, რომ ქვეყნის სიძლიერისათვის აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ხმა მივცეთ ღირსეულ კანდიდატ  ქალებს.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით
კატეგორია: აქციები | ნანახია: 171 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

 

საქართველოს დედაქალაქში ორი აქცია მოეწყო. ერთი პარლამენტის წინ გაიმართა, მეორე კი - რუსთაველის ქუჩაზე.

ქალებს განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალგაზრდებმა, რომელთაც დახმარების დიდი სურვილი გამოხატეს. აქციის გასაშუქებლად მოვიდნენ ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლები.

 

აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც:

 

გორში - გამგეობის წინ

მცხეთაში - გამგეობის წინ და მცხეთა-მთიანეთის საკრებულოს წინ

გურჯაანში - საკრებულოს წინ

 

ქალების მდუმარე აქციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ყველგან ერთნაირი იყო - დადგა დრო, დავუჭიროთ მხარი ქალთა მოსვლას პოლიტიკაში. აქციის მთავარი სლოგანი - თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა - მარტოდენ ლოზუნგი კი არა, ცხოვრებით ნაკარნახევი ჭეშმარიტებაა.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით
კატეგორია: აქციები | ნანახია: 139 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

ბათუმის ყოფილ საკრებულოში არცერთი ქალი არ იყო, ამჟამად რამდენიმე კანდიდატია, მათ შორის - ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები.

ამიტომაც ბათუმში აქციის ჩატარება ყველაზე აქტუალური იყო.

აქცია ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ბულვარში გაიმართა.

გამვლელებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს. „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა" - უმეტესობა დაეთანხმა ამ სიტყვებს.

დარიგდა სააგიტაციო მასალა. გაზეთები და საინფორმაციო ფურცლები.

აქციას ესწრებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, სტუდენტები. იყვნენ მასმედიიდანაც - გაზეთი „აჭარა", აჭარის რადიო, „25-ე არხი".

40-მდე  ქალის დუმილით ნათქვამი სწორად გაიგო ამომრჩეველმა - მხარი დაუჭირონ ქვეყნის პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდას.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 85 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

50-მდე  ქალი შეიკრიბა  ხონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ შორის იყვნენ ფონდის "სოხუმის” ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, პედაგოგები, მეწარმე ქალები და უფროსკლასელი გოგონები.   

 "თანასწორობა ქვეყნის სიძლიერე” - ამ სლოგანით ხელში, ქალბატონებმა მიიპყრეს ყურადღება გამვლელებისა, რომლებიც  დიდ ინტერესს გამოხატავდნენ აქციის მიმართ. მათთვის მსგავსი ღონისძიება ხონში იშვიათობაა. 

ინტერვიუებში ქალბატონებმა ამომწურავი პასუხები გასცეს ტელეკომპანია "მეგა-ტვ”-ს ჟურნალისტს, რომელიც  აქციას დასაწყისშივე შეუერთდა.

შეკრებილები ერთხმად აღნიშნავდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აქციის ჩატარება წინასაარჩევნოდ, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ღირსეული ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 94 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

 

აქციაზე შეიკრიბნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, ახალგაზრდები, ზუგდიდის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქ იყვნენ რადიო „ათინათის", ჟურნალ „ზუგდიდელების", ტელეკომპანია „ოდიშის" ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ მედიასაშუალებებში ასახავენ აქციის მიმდინარეობას.

აქციას აქტიურად გამოეხმაურა სამეგრელოს ქალთა ქსელი, რომელშიც 15 ქალთა ორგანიზაციაა გაერთიანებული. ამ ორგანიზაციებმა თავიანთი ინიციატივით ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ჩაატარეს აქციები იგივე სლოგანით „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა!"

აქციის მიმართ დიდი დაინტერესება გამოიჩინა საზოგადოებამ. აღინიშნა, რომ ეს მასშტაბური აქცია უთუოდ გამოიღებს ნაყოფს - ამომრჩევლები მხარს დაუჭერენ ღირსეულ ქალ კანდიდატებს.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 102 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

 

აქცია ქალაქის ცენტრალურ პარკში 11 საათზე დაიწყო.

თავდაპირველად მასში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა ქალმა.

- აქცია მასშტაბური გამოვიდა, -  გვატყობინებენ აქციის ორგანიზატორები. - შემოგვიერთდნენ გამვლელები, მოვიდნენ დაინტერესებული ადამიანები, განსაკუთრებით ბევრია ახალგაზრდობა. აქციაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოხატეს ახალგაზრდა მამაკაცებმაც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თანასწორობა  მართლაც ქვეყნის სიძლიერეა.

ადგილობრივი გაზეთების კორესპონდენტები, რომლებიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური წევრები არიან, და ტელევიზია „ოზურგეთის" წარმომადგენლები აქციას გააშუქებენ თავიანთ მედიასაშუალებებში.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 84 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

 

ხობის ცენტრში ადრიანად  დაიწყეს შეკრება ქალებმა. აქციას შეუერთდნენ სენაკიდან ჩასული დევნილი ახალგაზრდებიც. მონაწილეთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა.

ისინი თავდაპირველად კინოთეატრთან  შეიკრიბნენ, შემდეგ კი მემორიალ „მზეჭაბუკისკენ" გადაინაცვლეს და შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი - ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლო.

აქციაში ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა. ისინი დაინტერესდნენ იმით, რაც ხდებოდა და თავისებური სოლიდარობა გამოხატეს  - პლაკატები დაიჭირეს ხელში. აქციის მონაწილეთა შორის საოცარი ერთსულოვნება იგრძნობოდა.

დიდი ინტერესი გამოიჩინეს მამაკაცებმა, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მიზანს.  აქციის მიმართ საზოგადოებამ, ძირითადად, პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა.

აქციაში მონაწილეობა მიიღო ორმა სტუდენტმა შვედეთიდან. ქვეყნიდან, სადაც თანასწორობა რეალურადაა მიღწეული და ეს კარგად აისახება სოციალურ პოლიტიკაზე.

აქციით დაინტერესდნენ და ინტერვიუები ჩაიწერეს ხობის გამგეობის პრესსამსახურის და ფოთის ტელევიზია „მეცხრე ტალღის" წარმომადგენლებმა.

 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 82 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

ქუთაისის მერიის გვერდით, შრომის მემორიალთან ფონდი „სოხუმი" წლების განმავლობაში აწყობს მდუმარე აქციას სხვადასხვა საკითხებზე.

დღესაც აქ შეიკრიბა 50-ზე მეტი ქალი. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს  თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატმა ქალებმა ნატო ქათამაძემ („ალიანსი საქართველოსთვის") და ლია გვენეტაძემ (ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება), რომლებიც ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური წევრები არიან.

აქციას შემოუერთდნენ თბილისიდან ჩამოსული ქალბატონები -  წარმომადგენლები ასოციაციისა „ლიდერები დემოკრატიისათვის", გერმანიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროფესორი მარინა გრასე და შვედი სტუდენტი ანია ვესტბერგი.

განსაკუთრებით მრავლად იყვნენ მასმედიის წარმომადგენლები - გაზეთი „P.S", „იმერეთის მოამბე", ტელეკომპანიები „რიონი", „მეგა-ტვ", „იმედი", საქართველოს პირველი არხი, „რუსთავი 2".

აქციამ მიზანს მიაღწია - მიიპყრო საზოგადოებისა და მასმედიის ყურადღება.
 
 პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 77 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

 

ფოთში, ნაბადას შემოსასვლელში, 40-ზე მეტმა ქალმა საზოგადოების  ყურადღება მიიპყრო დუმილით და თვალშისაცემი სლოგანით „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა".

ჩერდებოდნენ სამარშრუტო ტაქსები, სხვადასხვა ტიპის მანქანები.

- ვინა ხართ, რა ხდება, - ეს იყო ცნობისმოყვარეთა პირველი შეკითხვა.

აქციის ორგანიზატორები პასუხობდნენ:  - ჩვენ ვართ ქალები და მდუმარე აქციით გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცენ ქალებს.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოვიდნენ ტელევიზია „მეცხრე ტალღის" წარმომადგენლები. მათი თქმით, აქცია აისახება გადაცემაში „კურსორი".

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მხარს დაუჭერენ კანდიდატ ქალებს, რომ ეს არის სიგნალი საზოგადოების გამოსაფხიზლებლად, რათა ყველამ გაიგოს: მეტი ქალი ადგილობრივ თვითმმართველობაში არის  სოციალური  საკითხების მოგვარება, სტაბილური მომავალი და ქეყნის სიძლიერე.
 

პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 73 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

 

ქალაქის ცენტრალურ ადგილზე შეიკრიბა 54  ქალი.

აქცია მდუმარეა. მაგრამ აქციის მიზანი ჩანს სლოგანში „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა".

აქციის მონაწილეები არიგებენ ასობით საინფორმაციო ფურცელს,  ვრცელდება პრეს-რელიზი. აქციას იღებს რეგიონული ტელევიზია "მეგა-ტვ"

აქციას შემოუერთდა საქართველოს პარლამენტის წევრი მამუკა სანებლიძე, აპარატის უფროსი გოჩა უგულავა. მათ აღნიშნეს, რომ ფონდი „სოხუმი" პერიოდულად ატარებს ასეთ აქციებს და ეს მეტად მნიშვნელოვანია თანასწორობის მისაღწევად.

აქციის მონაწილეები დარწმუნებულნი არიან, რომ აქციის მიზანი მიღწეულია - ყველა, ვინც აქციას შემოუერთდა, მხარს დაუჭერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაწილე  ღირსეულ ქალ კანდიდატს. 

 

პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 74 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

 

ძველი ქალაქის ეთერით გასული მორიგი რადიოგადაცემა ციკლიდან " ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება” ქუთაისში ფონდი "სოხუმის” მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ახალგაზრდული ტრენინგის შესახებ ინფორმაციით იწყება.

"ჩვენ, საერთოდ, ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ჩვენს კონფლიქტებზე და იშვიათად განვიხილავთ მათ  კავკასიურ კონტექსტში. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეხვდნენ ერთმანეთს, იმუშაონ საერთოკავკასიურ ფორმატში. მოხარული ვართ, რომ ეს მოვახერხეთ. ახალგაზრდებმა გამოხატეს თავისი ხედვა უამრავ საკითხზე, გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები. ვფიქრობ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა ”. -ალლა გამახარია, ფონდი "სოხუმის” თავმჯდომარე.

ინტერვიუ ტრენინგის მონაწილეებთან ცხადყოფს  მათ დაინტერესებას ტრენინგის თემატიკისადმი. "ვისაუბრეთ ჩვენს კონფლიქტებზე, ანალიზის მეთოდებზე. ყველაფერი ეს საშუალებას მოგვცემს, ვიმუშაოთ კონფლიქტების მოგვარებაზე”.

"ასეთ ტრენინგებს უზარმაზარი დატვირთვა აქვს, ინფორმაციულადაც, შემეცნების კუთხითაც, გამოცდილების მიღების თვალსაზრისითაც. ძალიან გვიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა”.

ტრენინგის მონაწილეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა "ფორუმ თეატრის” წარმოდგენამ. როგორც მათ აღნიშნეს, ოჯახი პატარა სახელმწიფოა დ თუ იქ არა არის მშვიდობა, სახელმწიფოსაც უჭირს და პირიქით - სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია გავლენას ახდენს ოჯახზე...

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიო გადაცემები | ნანახია: 54 | დაამატა: admin | თარიღი: 25.05.2010 | კომენტარი (0)

 

პრეს-რელიზი

ქუთაისი,  2010 25 მაისი  

         

                               ადგილობრივი ხელისუფლება -

              თანაბარი მონაწილეობით!

 

 

2010 წლის 27 მაისს, 11-დან 12-საათამდე, საქართველოს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ხობი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, ახალციხე, ადიგენი, გორი, მცხეთა, დუშეთი, გურჯაანი, თბილისი) საქართველოს ქალთა ორგანიზაციების ქსელი აწყობს ქალთა ერთობლივ მდუმარე აქციებს.. 

 

 აქციას სოლიდარობას უცხადებენ და სხვადასხვა ღონისძიებებით უერთდებიან: ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრი, ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი, ქალები დემოკრატიისათვის, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი.

 

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში ქალთა რიცხვი 6%-ა.        
ადგილობრივ თვითმმართველობაში - 11%.

საქართველო 120-ე ადგილზეა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მდგომარეობით.

 

გენდერული თანასწორობის მისაღწევად საქართველოში უკვე  არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა - კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ - თუმცა მის ეფექტურობას მხოლოდ რიგითი ამომრჩევლის კეთილი ნება განაპირობებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბედი უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში 30 მაისის არჩევნებით გადაწყდება. ამომრჩეველზეა დამოკიდებული, მიეცემათ თუ არა  ღირსეულ ქალ კანდიდატებს საშუალება, თავიანთი ნიჭი, შესაძლებლობა თანამოქალაქეთა სასიკეთოდ გამოიყენონ.

 

 კანდიდატ ქალთა მხარდასაჭერად, მთელი საქართველოს მასშტაბით, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმის" ინიციატივით,  საქართველოს ქალთა ორგანიზაციების ქსელის მიერ გამართული სოლიდარობის აქცია შეახსენებს ამომრჩეველს, რომ                      

 

თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა!

 

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 118 | დაამატა: admin | თარიღი: 25.05.2010 | კომენტარი (0)

- მიღებული ინფორმაციები დამეხმარება დავიცვა საკუთარი უფლებები, ვიბრძოლო   პრობლემების მოსაგვარებლად, ეს  შეხვედრები მეხმარება ვისწავლო ადამიანებთან ურთიერთობა, ვიყო თავისუფალი ყოველგვარი კომპლექსებისაგან.

-  ჩემი ახლობლები და ნაცნობები მეუბნებიან, რომ ძალიან შევიცვალე, უფრო თავისუფალი და საინტერესო გავხდი. მაინტერესებს ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივ ხდება, რაც მე მეხება.

- ეს მოსაზრებები იმ გოგონებს ეკუთვნის, რომლებიც ფონდი „სოხუმის" მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობდნენ.

შეხვედრები ჩატარდა ხონისა(21.05.10.) და სენაკის(25.05.10) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

ახალგაზრდა გოგონები ამ შეხვედრებზე ეცნობიან ასევე საერთაშორისო დოკუმენტებს, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 35 | დაამატა: admin | თარიღი: 25.05.2010 | კომენტარი (0)

საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ", რა იცით ამ კანონზე, როდის იქნა მიღებული, რა გინდათ იცოდეთ - ამ შეკითხვებით დაიწყო „გაკვეთილი"  ფონდი „სოხუმის" იურისტმა ინგა მაღლაფერიძემ ხონის მე-4 საჯარო სკოლაში, რომელსაც  უფროსკლასელები ესწრებოდნენ.

მონაწილეთა უმრავლესობას მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა კანონის არსებობაზე, რის გამოც განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს კომპეტენტური ინფორმაციები როგორ იცავს კანონი ოჯახური ძალადობის მსხვერპლს.

მსგავსი გაკვეთილების მიზანია გაიზარდოს ინფორმირებულობის დონე მოზარდებში, რათა კარგად გააცნობიერონ რას ნიშნავს ოჯახური ძალადობა და როგორია მისი სამართლებრივი დარეგულირების მექანიზმები.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 29 | დაამატა: admin | თარიღი: 21.05.2010 | კომენტარი (0)

იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა როლი სოციალურ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის საქმეში, ბავშვის ინტერესების დაცვა საოჯახო ურთიერთობებში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები  და დამატებები, განქორწინებისას ქონებრივი დავის გადაწყვეტა - ეს ის საკითხებია, რომელთა მიმართ მოქალაქეებმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინეს იურისტთან შეხვედრისას.

შეხვედრები განხორციელდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში: ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკში, ხურჩაში. მოქალაქეებს მიეცათ სამართლებრივი კონსულტაციები ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 38 | დაამატა: admin | თარიღი: 20.05.2010 | კომენტარი (0)

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა სოფელ ბიაში გაიმართა.

კლუბის ლიდერმა, მაჟორიტარობის კანდიდატმა  ქალბატონმა მანანა შულაიამ. რომელიც ამავე სოფელში იყრის კენჭს, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს, სოფლის მკვიდრ ქალბატონებს, საკუთარ სახლში უმასპინძლა.

-საკუთარ სახლში მოგიწვიეთ, რათა გაჩვენოთ, რომ მეც თქვენნაირი ქალი ვარ, იგივე პროლემები მაწუხებს, რაც თქვენს ოჯახებს. ჩვენ დღეს არ ვისაუბრებთ ზოგად საკითხებზე,  იმ კონკრეტულ პრობლემებზე შევჩერდებით, რომელიც ჩვენი სოფლის მოსახლეობას აწუხებს და დროულ გადაწყვეტას საჭიროებს.

შეხვედრაზე მანანა შულაიამ დამსწრეთ თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო. აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში  პრიორიტეტი დასაქმება იქნება. რადგან როგორც დანარჩენ საქართველოში, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას სოფელ ბიაში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 91 | დაამატა: admin | თარიღი: 20.05.2010 | კომენტარი (0)

ზუგდიდში საარჩევნო თემაზე ოთხი ვორკშოპი ჩატარდა. შეხვედრების მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ადგილობრივი თვითმმართველობის ფუქციებზე, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე და, ზოგადად, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის აუცილებლობაზე. ვორკშოპები სულ 61-მა ქალმა გაიარა და მათ შორის იყო სამი მაჟორიტარი ქალი კანდიდატი.  

თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ, ვორკშოპებზე გამოყენებულმა პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა დიდი ინტერესი გამოწვია. აღსანიშნავია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კომპეტენციებიგამიჯნა და  დისკუსიები საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

ვორკშოპებზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალ-კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ წინასაარჩევნო პროგრამა. საუბარი შეეხო ქალთა  მხარდაჭერის აუცილებლობას და იმ დადებით შედეგებს, რაც შეიძლება მოიტანოს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდამ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში, ასევე მთლიანად ქართულ პოლიტიკაში.  

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 55 | დაამატა: admin | თარიღი: 20.05.2010 | კომენტარი (0)

- ბავშვობაში ჩემი მშობლები ხშირად მადარებდნენ სხვა ბავშვებს. არასდროს მომისმენია მათგან შექება. როცა განვაცხადე, რომ მინდა გავხდე პარიკმახერი, ჩემზე გაეცინათ და მითხრეს, რომ ჩემით არ ამაყობენ. ყოველთვის დამჯერე, მორცხვი ბავშვი ვიყავი. ყველაფრის  მეშინოდა, რადგან დედას შეეძლო ჩემი ცემა, - ასეთი რამ უამბო ფსიქოლოგს თავის ბავშვობაზე  ერთ-ერთმა მონაწილემ.

 შეხვედრაზე შექმნილმა ნდობის ატმოსფერომ უბიძგა მას ბოლომდე გახსნილიყო და ესაუბრა ბავშვობაში გადატანილ განცდებზე.

ფსიქოლოგმა მაისის თვეში 11 ინდივიდუალური და ექვსი ჯგუფური შეხვედრა მოაწყო სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილ ქალებთან.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 48 | დაამატა: admin | თარიღი: 19.05.2010 | კომენტარი (0)

წინასაარჩევნო ეიფორია ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბზეც აისახა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა,  ქალთა კლუბის ლიდერმა ქალბატონმა, დარეჯან ცხვიტარიამ კლუბის წევრებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

 ადამიანების დასაქმება, სოციალური საკითხების უზრუნველყოფა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა , - დარეჯან ცხვიტარიას პროგრამაში  პრიორიტეტეული საკითხებია. კანდიდატი მიიჩნევს, რომ საკრებულოში მუშაობისას უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და მომავლში, გამარჯვების შემთხვევაში, უფრო ეფექტურად გააგრძელებს მუშაობას აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად.

- ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედით ეგებებიან მოახლოებულ არჩევნებს. მიიჩნევენ, რომ ქალების რიცხვი საკრებულოში გაიზრდება და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 61 | დაამატა: admin | თარიღი: 19.05.2010 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმის" ოფისში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წინასაარჩევნო შეხვედრა შედგა.  კანდიდატებმა - ნატო ქათამაძე („ალიანსი საქართველოსთვის") და ლია გვენეტაძე („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"), რომლებიც ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბსაც წარმოადგენენ, თავიანთი საარჩევნო პროგრამებით წარსდგნენ კლუბის წევრების წინაშე.

პროგრამების წარდგენის შემდეგ კანდიდატებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატი ქალბატონებისათვის პრიორიტეტულია სოციალური სფერო, ჯანდაცვა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ბიუჯეტის სწორად განაწილებას.

გარკვეული საკითხების მიმართ შეხვედრის მონაწილეებს სხვადასხვა პოზიციები აღმოაჩნდათ, რაც ცხარე დისკუსიების საბაბი გახდა.

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ ამომრჩეველთა ინფორმირებულობის დონე გაიზარდა, როგორც საარჩევნო კანონმდებლობასთან, ასევე გენდერულ საკითხებთან მიმართებაში, რაც, მათი აზრით, არჩევნების შემდეგ გამოჩნდება და წინა წლებთან შედარებით საკრებულოში ქალების რაოდენობა გაიზრდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 223 | დაამატა: admin | თარიღი: 18.05.2010 | კომენტარი (0)

- რომელი ისტორიული ძეგლები იცით აფხაზეთში, რა გსმენიათ ამ ძეგლების შესახებ  - ამ შეკითხვით დაიწყო გოგონათა კლუბმა „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" მუშაობა, რომელიც ფონდ „სოხუმში" ჩატარდა.

მონაწილე გოგონები ყვებოდნენ მშობლებისგან გაგონილსა თუ სხვადასხვა ჟანრის  ლიტერატურაში წანაკითხ ისტორიებს ილორის, ბედიის ტაძარზე, ახალ ათონზე.

 აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრებს ადგილობრივი გოგონებიც შეუერთდნენ.

- მე არა ვარ აფხაზეთიდან, მაგრამ ბევრი დევნილი მეგობარი მყავს. აფხაზეთი ჩემი სამშობლოს ნაწილია და მინდა, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე მასზე. კლუბის შეხვედრას სიამოვნებით ვესწრები, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თაობას ამის საშუალება აქვს.

 მომდევნო შეხვედრაზე, 17 მაისს,  კლუბის წევრებმა ფოტოგამოფენა მოაწყვეს: „ფოტოგრაფიები საოჯახო ალბომიდან".

აფხაზეთში სხვადასხვა დროს გადაღებულმა შავთეთრმა სურათებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს წარსული, ის ბედნიერი წლები, რომელიც აფხაზებისა და ქართველების თანაცხოვრებას უკავშირდებოდა.

 კლუბი მომდევნო თვეში კვლავ შეიკრიბება, შეხვედრის თემა ისევ აფხაზეთი იქნება.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 84 | დაამატა: admin | თარიღი: 17.05.2010 | კომენტარი (0)

..."ეს ტრადიცია არ არის”

 

..."ოჯახური ძალადობა ხშირად ია არის, რაც თქვენ ჩვეული ყოველდღიურობა გგონიათ!”

 

... "ქალები უფრო მეტად არიან მზად საკუთარი უფლებების დასაცავად”.

 

... "ხშირი სტრესი მძიმე დაავადების მიზეზი ხდება”

 

... "დაეხმარე საკუთარ თავს

                                              და

                                              ჩვენც დაგეხმარებით!”

 

                                             ფონდი "სოხუმი”

 

ეს ტექსტი ფონდი "სოხუმის” დაკვეთით შექმნილი სოციალური რგოლიდანაა, რომელიც ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის ინფორმირების, პრობლემებისადმი საზოგადოებრივი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზნით რეგიონალური ტელეკომპანიების "მგ-ტვ-ს”, "რიონის” ეთერით მაისიდან დეკემბრის ჩათვლით იტრიალებს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: სოციალური კლიპები | ნანახია: 59 | დაამატა: admin | თარიღი: 15.05.2010 | კომენტარი (0)

„ყველა მდინარეს აქვს მშვიდი და ბობოქარი ნაპირი, ამიტომ გაღმა ნაპირზე გასვლას თუ დააპირებ, სწორედ ეს მშვიდი ადგილი უნდა მოძებნო", - ეს სიტყვები ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ ტრენინგზე ითქვა, როდესაც ერთ-ერთი სავარჯიშოს დროს კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსავალს ეძებდნენ.

ფონდი „სოხუმის" ტრენერთა ჯგუფი სამი დღის განმავლობაში მუშაობდა ისეთ თემებზე,  როგორიცაა ქალისა და მამაკაცის ფუნქციათა გადანაწილება ოჯახში, დიდი ოჯახის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები, გენდერული თანასწორობა საზოგადოებაში, ოჯახური კონფლიქტები როგორც ძალადობის საფუძველი...

მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა ჯგუფი 13-14 წლის მოზარდებისაგან შედგებოდა, ისინი კარგად ჩაწვდნენ მსხვერპლისა და მოძალადის ფსიქოლოგიას, დიდი ინტერესით მოისმინეს ძალადობის პრობლემის იურიდიული ასპექტები. ერთად იფიქრეს გამოსავალზე და ძალადობის პრობლემის მოგვარების მექანიზმებზე.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 87 | დაამატა: admin | თარიღი: 15.05.2010 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში სასიამოვნო სიახლით დაიწყო - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების  კანდიდატი, სიით მეორე ნომერი, ნაზიბროლა ქობულაძე სერიოზულ პოლიტიკურ კარიერას იწყებს. უნდა აღნიშინოს, რომ ნაზიბროლა ქობულაძე 2010 წლიდან ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრიცაა.

კლუბის ლიდერებმა ინგა მებონიამ და ნონა ჩხეიძემ მონაწილეებს გააცნეს ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით,  რა მდგომარეობაა წინასაარჩევნოდ აჭარაში, რა რაოდენობით არიან  წარმოდგენილები საარჩევნო სიებში ქალები.

კლუბის წევრები თვლიან, რომ წინა წლებთან შედარებით ქალთა ჩართულობა გაიზარდა და სამომავლოდ უკეთეს შედეგებს უნდა ველოდოთ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 75 | დაამატა: admin | თარიღი: 14.05.2010 | კომენტარი (0)

კატეგორია: სოციალური კლიპები | ნანახია: 28 | დაამატა: moderatori | თარიღი: 14.05.2010 | კომენტარი (0)

14 მაისს, ფოთში ახალგაზრდა ქალები შეიკრიბნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ ვორკშოპში თემაზე, - გენდერული თანასწორობა და ფემინიზმი. მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ფემინიზმის საკითხებთან დაკავშირებით.

- მე მომწონს როცა გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობ,  საინტერესო იყო ის, რომ აქ პირველად განვიხილეთ მიზანი და სტრატეგია - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ ვორკშოპის შეფასებისას.

ვორკშოპის წამყვანი იყო ანია ვესტბერგი - სტაჟიორი შვედეთიდან. მან მონაწილეებს ესაუბრა ფემინიზმის ისტორიაზე და მოუთხრო ცნობილ ფემინისტ ქალებზე.

ვორკშოპის მსვლელობისას მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ დისკუსიებში და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება გენდერულ სტერეოტიპებთან მიმართებაში.

ინტერაქტიული სავარჯიშოებით მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 55 | დაამატა: admin | თარიღი: 14.05.2010 | კომენტარი (0)

კატეგორია: სოციალური კლიპები | ნანახია: 35 | დაამატა: moderatori | თარიღი: 13.05.2010 | კომენტარი (0)

 

„სამგურალი", „მედეა", „გეოლოგი"-  ეს ის კოლექტიური ცენტრებია, სადაც ფონდმა „სოხუმმა" საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა პროექტის „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში" ფარგლებში.  მოსახლეობაში ნიჰილისტური განწყობა შეინიშნებოდა არჩევნებთან დაკავშირებით.  წყალტუბოში მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი დღემდე გაურკვეველია. რის გამოც გაღიზიანებულები და აგრესიულები არიან. 

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საქართველოსა და უცხო ქვეყნების მაგალითზე გენდერული თვალსაზრისით არსებულ მონაცემებს, ქალთა მოძრაობის გამოცდილებას.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურისა და ფუნქციების გაცნობა. გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ადგილობრივი დონის არჩევნებში არც ერთი დევნილი ქალი არ მონაწილეობს, რასაც იმითი ხსნიან, რომ ჭკვიანი, განათლებული ქალების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ არის სამუშაოდ გასული. რის გამოც აუცილებელია მეტი ხელშეწყობა ქალებს, რათა მათ საკუთარ ქვეყანაში მოახერხონ შესაძლებლობების რეალიზება.

 

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების”  (CR) (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 100 | დაამატა: admin | თარიღი: 13.05.2010 | კომენტარი (0)

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბზე წინასაარჩევენო განწყობაა.

შეკრებილებმა  მაჟორიტორობის კანდიდატებისაგან საარჩევნო პროგრამები მოისმინეს. აღნიშნული კანდიდატები ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები არიან.  

პროგრამების გაცნობის შემდეგ მონაწილეებმა შეკითხვებით მიმართეს კანდიდატები: რამდენად პრიორიტეტულია დევნილთა საკითხები, რას გააკეთებენ კანდიდატები საკრებულოში მოსვლის შემთხვევაში.   

შეხვედრის მონაწილეებმა განათლების სისტემაში არსებული პრობლემებიც წამოჭრეს და კანდიდატებისაგან მოისმინეს ინფორმაციები გამარჯვების შემთხვევაში რა სახის ცვლილებებს შეიტანენ ამ სფეროში.

მაჟორიტარმა კანდიდატებმა წამოჭრილ საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს, ისინი ვარაუდობენ, რომ წინა წლებთან შედარებით ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების რიცხვი გაიზრდება, რაც იმის დასტურია, რომ ქალთა საკითხები უფრო პრიორიტეტული გახდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 67 | დაამატა: admin | თარიღი: 12.05.2010 | კომენტარი (0)

 

კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, კანონის მიზანი, ძალადობის სახეები, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები, დამცავი და შემაკავებელი ორდერი,  ძალადობის მსხვერპლის დროებითი საცხოვრებელი, მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები - ამ და სხვა საკითხებზე იძლევა პასუხებს ფონდი „სოხუმის" იურისტთა ჯგუფის მიერ მომზადებული ბროშურა „ოჯახში ძალადობის პრევენცია".

ეს ბროშურის მეორე, შევსებული გამოცემაა, რომელიც უფასოდ დაურიგდება ახალგაზრდებს.  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 231 | დაამატა: admin | თარიღი: 11.05.2010 | კომენტარი (0)

6-8 მაისს, შევედეთის  ქალთა ორგანიზაციამ Kvinna till Kvinna მოაწყო კონფერენცია თემაზე

ცვლილებების მიღწევამონტენეგროში, ბალკანეთის ქალთა ორგანიზაციების წარმომადგელებისთვის, სადაც ასევე მოწვეულები იყვნენ ქალები ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ კავკასიიდან და ლიბერიიდან.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბალკანეთის და მსოფლიო ქალთა მოძრაობების წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვა, ახალი კონტაქტების დამყარება და დაგროვილი გამოცდილების გაზიარება. საუბარი ასევე  შეეხო ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების ახალი თაობისთვის შესაძლებლობების გაზრდას.

ლიბერიის ელჩმა სამხრეთ აფრიკაში, ლოუს ბრუტუსმა, შთამბეჭდავი მოხსენება გააკეთა ლიბერიის ქალთა მოძრაობაში მისი გამოცდილების შესახებ და მონაწილეებს გააცნო მათ მიერ გამოყენებული სტრატეგიები პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად.

საინტერესო დისკუსიები გაიმართა ქალთა მოძრაობების მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის გამოყენების შესახებ. კონფერენციის ბევრმა მონაწილემ იმედგაცრუება გამოხატა რეზოლუციის პრაქტიკაში არასათანადოდ განხორცილების გამო.  სანამ ანდერლინიმ, გაეროს ექსპერტმა ირანიდან, უპასუხა მონაწილეების მხრიდან ყველა დასმულ შეკითხვას. იგი შეეცდება ყველა შენიშვნა წარადგინოს  რეზოლუციის მიღების ათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბერში.  

კონფერენციის დასასრულს, Kvinna till Kvinna- გენერალურმა მდივანმა ლენა იაგმა შეაჯამა ჩატარებული სამუშაო.  

კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 56 | დაამატა: admin | თარიღი: 10.05.2010 | კომენტარი (0)

ფორუმ-თეატრი თავის მოგზაურობას გურიაში აგრძელებს,

წარმოდგენა ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში იმართება...

ლანჩხუთის თვითმმართველობის ახალგაზრდული დეპარტამენტის ორგანიზებით პარკში   მრავალფეროვანი აუდიტორია იკრიბება: საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, ცნობისმოყვარე გამვლელები...

- როგორ ვიპოვოთ გამოსავალი, ვის ხელშია პრობლემის მოგვარების გასაღები, როგორ, რა მეთოდებით დავეხმაროთ მსხვერპლს? -  პრობლემის განხილვაში მაყურებლები აქტიურად ერთვებიან და განსხვავებულ ვარიანტებს გვთავაზობენ:

- თავშესაფარი უნდა არსებობდეს, მსხვერპლს მხოლოდ აქ შეუძლია, თავი დაცულად იგრძნოს.

- ძალადობის პრობლემის მიმართ გულგრილი არ უნდა იყოს საზოგადოება, მოძალადეს არავის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს!

 - არასოდეს არ უნდა ვთქვათ, "ეს ჩემი საქმე არ არის, ეს მე არ მეხება”. არავინ იცის, მსხვერპლს ამ დროს თანადგომა როგორ სჭირდება.

წარმოდგენა მთავრდება.  ფიქრი, მსჯელობა ძალადობის პრობლემის გარშემო არ წყდება, ის უკვე ცალკეულ ადამიანებს შორის, ადამიანთა ჯგუფებში გაგრძელდება.

 იმავე დღესვე წარმოდგენა ოზურგეთის მე-3 სკოლაში იმართება. მოსწავლეები და პედაგოგები ფორუმ-თეატრის სპეციფიკას კარგად ითავისებენ. მსახიობებს როლებს უცვლიან და თითოეულ წარმოდგენას პოზიტიურ  დასასრულს აძლევენ... აქაც გრძელდება მსჯელობა, როგორ ვებრძოლოთ ძალადობას, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი...   

დღის ბოლოს მიკროავტობუსი გეზს ქუთაისისკენ იღებს. ფორუმ-თეატრის მსახიობები  მომდევნო შეხვედრის სურვილით ემშვიდობებიან გურიას.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 74 | დაამატა: admin | თარიღი: 10.05.2010 | კომენტარი (1)

გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები პროექტის „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში" ფარგლებში, რომელიც  მიზნად ისახავს დევნილი ქალებისათვის ინფორმაციის მიწოდებას და საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვევას.

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში სამი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.  მონაწილეობდნენ დევნილი ქალები, უფროსკლასელი გოგონები, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში. შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა, რომ მონაწილეებს არა აქვთ ინფორმაციები არჩევნებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, არც კი იცნობენ საარჩევნო სიებს, არ იცნობენ ქალ კანდიდატებს და მათ საარჩევნო პროგრამებს.

მონაწილეებმა ინტერესით მოისმინეს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული  ცვლილებები. სურვილი გამოთქვეს, ანალოგიური საინფორმაციო  შეხვედრები სხვა კოლექტიურ ცენტრებშიც ჩატარდეს, რათა დევნილი მოსახლება კარგად იცნობდეს საარჩევნო კანონმდებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურას, ფუნქციებსა და დანიშნულებებს. 

 

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი)(CR) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 74 | დაამატა: admin | თარიღი: 10.05.2010 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმი"  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების რესურსების " მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში".  შეხვედრების მიზანია საქართველოში და მთელს მსოფლიოში გენდერული თვალსაზრისით არსებული სიტუაციის გაცნობა, საარჩევნო კანონდებლობაში და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე იგპ ქალთა ინფორმირულობის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 18 საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოში.

შეხვედრები შვიდ მაისს ქუთაისში დაიწყო. დევნილთა მე-5 სკოლაში  ორი შეხვედრა მოეწყო პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან. მონაწილებმა მიიღეს ინფორმაციები საარჩევნო კანონმდებლობაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე და ფუნქციებზე. დისკუსიების დროს გამოიკვეთა რატომ არის აუცილებელი ქალთა რიცხვის გაზრდა პოლიტიკაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ანალოგიური შეხვედრები ჩატარდა 11-13 მაისს ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში ჩასახლებულ დევნილებთან.

შეხვედრის მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ინფორმაციული თვალსაზრისით  ეს შეხვედრები მათთვის სტიმულის მიმცემი იქნება, აქტიურად ჩაერთონ არჩევნებში და მხარი დაუჭირონ ქალ კანდიდატებს.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) (CR) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 73 | დაამატა: admin | თარიღი: 07.05.2010 | კომენტარი (0)

რა იწვევს სადღეისოდ არსებული მიგრაციის ბუმს, რა პოზიტიური და ნეგატიური შედეგები მოაქვს მას, რა გავლენას ახდენს ის ქვეყნის, ოჯახების აწმყოსა და მომავალზე, - ამ საკითხების ირგვლივ ფოთში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ღია დებატები გაიმართა.

"რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანას საზღვრები დახურული არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, საქართველოს პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებით ზედმეტად ლიბერალურია.  ვთვლით, რომ  ჩვენთან საერთოდ  არ არსებობს არანაირი პოლიტიკა ამ მიმართულებით, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ოჯახების სიმყარეს, მის წევრებს შორის ჯანსაღ ურთიერთობას, ერის გენოფონდს,  რომ არაფერი ვთქვათ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე,” - ითქვა შეხვედრაზე .

"უცხოეთიდან ჩამოსულ მშობლებს სახლში გაუცხოებული შვილები ხვდებათ, - ეს დიდი ტრაგედიაა”.

"ბევრი ქალი ვიცი, რომელთაც საზღვარგარეთ იძულებით მიგრაციამ ოჯახი დაუნგრია, რადგან ქმარი გამუდმები ეჭვიანობდა. ბევრი მხოლოდ გარეგნულად ინარჩუნებს ოჯახის სახეს, სინამდვილეში  ის ერთმანეთის მიმართ გულგრილი, დათრგუნვილი ადამიანებით არის სავსე... ”

 "ამდენი წელია, სწავლა დავამთავრე და სამსახურს ვერ ვშოულობ. რა თქმა უნდა, უკანმოუხედავად წავალ, თუ მომენტი მომეცა! ”- ასეთი პოზიციაც იყო.

სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე სიტუაციის  შესწავლა და კონტროლი, დაინახოს საფრთხეები, განსაზღვროს პოლიტიკა, რადგან ეს ერის მომავალს ემუქრება პირველ რიგში, - ითქვა დებატებზე.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადო დებატები | ნანახია: 90 | დაამატა: admin | თარიღი: 07.05.2010 | კომენტარი (0)

წინასაარჩევნო პერიოდში ქალთა კლუბებს განსაკუთრებული გამოცოცხლება ეტყობათ. კლუბის წევრები ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ იმ პროცესებში, რომელიც ქალთა გააქტიურებას უკავშირდება. 

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ზუგდიდში წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლისაგან მიიღეს ინფორმაცია 28 აპრილს, თბილისში ჩატარებული კონფერენციის შესახებ, რომელიც გულისხმობდა  - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას.  განხილულ იქნა  - ამავე კონფერენციაზე მიღებული სამოქმედო გეგმა.

 მონაწილეებმა მოისმინეს აგრეთვე ინფორმაციები ახალციხეში ჩატარებული ტრენინგის შესახებ,  რომელიც  კვინას მხარდაჭერით ჩატარდა და გენდერულ საკითხებს მოიცავდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა არაერთი მაგალითი  უცხო ქვეყნების გამოცდილებაზე, მათ შორის გამოიყო - შვედეთი, - რომელმაც ეტოპობრივად, დაახლოებით 100 წლის შემდეგ მიაღწია გენდერულ  თანასწორობას და რუანდა, - მან დაახლოებით 3 არჩევნების შემდეგ  56 პროცენტამდე გაზარდა ქალთა წარმომადგენლობა.

- თუკი უცხო ქვეყნების გამოცდილებას დავეყრდნობით, საქართველომ რაღაც ახალი, თავისი გზა უნდა აირჩიოს- აღნიშნეს კლუბის წევრებმა.

შეხვედრას კლუბის წევრი და მაჟორიტარი კანდიდატი - „ალიანსი საქართველოსათვის" ნონა თოლორაია ესწრებოდა. მან კლუბის წევრებს თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 116 | დაამატა: admin | თარიღი: 05.05.2010 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 7 »
2009 წლის არქივი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 36
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0