მასალის არქივი - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ორშაბათი, 06.09.2010, 01:45
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მედიის როლის მნიშვნელობაზე  აქტიური დისკუსიები გაიმართა ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე წყალტუბოში.

შეხვედრაზე მოწვეული იყო ადგილობრივი გაზეთ "წყალტუბოს” რედაქტორის მოადგილე - ეთერ დევიძე. მან ამომწურავი პასუხები გასცა შეკითხვებს  და თავის მხრივ რეკომენდაციებითაც მიმართა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რათა ქალს უფრო მეტი შესაძლებლობა მისცენ საკუთარი თავის რეალიზებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ რედაქციის მხრიდან იყო დიდი სურვილი მკითხველისთვის გაეცნო წყალტუბოში ყველა ქალი კანდიდატი, მათ მხოლოდ ერთმა ქალბატონმა მიმართა მხარდაჭერისთვის.  

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აუცილებელია მუშაობის გააქტიურება წყალტუბოში ინფორმაციული ვაკუუმის აღმოსაფხვრელად, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილად არ არის განებივრებული ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთებით.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 89 | დაამატა: admin | თარიღი: 05.07.2010 | კომენტარი (0)

"რიონის” პირდაპირ ეთერში გასული ტელეგადაცემა არჩევნების გენდერულ ანალიზს ისახავდა მიზნად. გადაცემაზე მოწვეულმა სტუმრებმა  - არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ფონდი "სოხუმის” ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული არჩევნების პროცესში, როგორც  კომისიის წევრები, თავმჯდომარეები, დამკვირვებლები - ისაუბრეს იმაზე, რამდენად აქტიურად ჩატარდა არჩევნები, შეიცვალა თუ არა ახალ თვითმმართველ ერთეულში გენდერული სურათი, რამდენად იქონია ამაზე გავლენა ქალი ელექტორატის  დამოკიდებულებამ.

გადაცემაზე გულისტკივილით აღინიშნა, რომ საზოგადოებაში არ არის ბოლომდე გაცნობიერებული ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და მნიშვნელობა, ალბათ ამით იყო გამოწვეული დაბალი აქტივობა არჩევნებზე.  კრიტიკა გაისმა პოლიტიკური პარტიების მიმართაც იმ კუთხით, რომ ვექტორი და ფოკუსი იყო დედაქალაქზე და რეგიონებში საარჩევნო კამპანია თითქმის არ ჩატარებულა, განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან.

"ისე გამოვიდა, რომ საინფორმაციო  მუშაობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ქალი კანდიდატების მხარდაჭერის კუთხით, არასამთავრობოების  მხრიდან ჩატარდა”. - აღნიშნა საიას წარმომადგენელმა.

როგორც გადაცემაზე აღინიშნა, ზოგადი გენდერული სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა ზოგიერთ რეგიონში (ონი, თერჯოლა, ხარაგაული, ხობი) სერიოზული წარმატებები იქნა მიღწეული ადგილობრივ ხელისუფლებაში  ქალთა მეტი ჩართულობის კუთხით.

 გადაცემის ორგანიზატორები მომდევნო გადაცემაზე მაყურებელს თავიანთ რჩეულებთან შეხვედრას შეჰპირდნენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 69 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.06.2010 | კომენტარი (0)

საზოგადოებრივი დებატებითემაზე: "განქორწინება გამოსავალი, თუ მორიგ პრობლემებთან შეჯახება" ჩატარდა ხონში, ფონდ "სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მასში მონაწილეობდნენ: პედაგოგები, სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, დევნილი ქალბატონები, მოწვეული ექსპერტები.

ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი იქნა განქორწინების სტატისტიკური მონაცემები

ხონის მაშტაბით. გაკეთდა ანალიზი განქორწინების მიზეზებსა და სოციალურ შედეგებზე. ხაზგასმული იქნა, რომ განქორწინებები ძალადობის შემთხვევაში იშვიათია. ის უფრო ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინებისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

დებატებში გამოიკვეთა, რომ განქორწინებისას უმეტეს შემთხვევაში დაზარალებული რჩება ბავშვი და ქალი. ქალისთვის განქორწინება ახალი პრობლემების, ხოლო ბავშვისთვის გაორებული ცხოვრების დასაწყისია.

სხვა საჯარო შეხვედრების მსგავსად, აქაც კრიტიკის ქარცეცხლში გატარდა უკონტროლო საინფორმაციო სივრცე და მისი მავნე სოციალური შედეგები.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადო დებატები | ნანახია: 50 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2010 | კომენტარი (0)

"ამ ნო­მერ­ში მო­გითხრობთ ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნებზე, რომე­ლიც 30 მა­ისს ჩა­ტარ­და.

გი­ამბობთ შე­დე­გებზე,

გენ­დე­რულ ას­პექ­ტებზე,

ზო­გი­ერთ დე­პუ­ტატ­ზე

აგ­რეთ­ვე ფონ­დი „სოხუმის" მი­ერ გა­წე­ულ წინასაარ­ჩევ­ნო მუ­შაობაზე"

მკითხველებისადმი ამ მიმართვით იწყება ჟურნალის ახალი, მესამე ნომერი. და მის 24 გვერდზე საუბარია ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობაზე არჩევნებში ქალთა მეტი მონაწილეობის მიზნით, სოციოლოგიურ გამოკვლევებზე, მასშტაბურ აქციაზე სლოგანით „თანასწორობა - ქვეყნის სიძლიერე!"

დე­პუ­ტატ­თა­გან ოთხი ქალბატო­ნი - ნა­ზიბრო­ლა ქობულაძე, ირი­ნა საჯაია, მა­ნა­ნა შუ­ლა­ია და და­რეჯან ცხვი­ტა­რია ფონდი „სოხუმის" კლუბების აქ­ტი­უ­რი წევ­რები არიან. ჟურნალი მათ პორტრეტებსაც  სთავაზობს მკითხველებს.

ჟურნალი უ­ლო­ცავს ყვე­ლა ქალს, რო­მელ­მაც უთა­ნას­წო­რო ბრძოლა­ში მო­ი­პო­ვა გა­მარჯვება. თუმ­ცა იმასაც აღნიშნავს, რომ ვერც ამ არ­ჩევ­ნებმა შეც­ვა­ლა გენ­დე­რუ­ლი სუ­რა­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში.
 

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 38 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2010 | კომენტარი (0)

გოგონათა კლუბმა „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" ქუთაისსა და წყალტუბოში გამართა შეხვედრები.

ერთ-ერთ შეხვედრას დაესწრო შვედი მოხალისე ტერეზა სვედბერგი. რომელმაც ინტერესით მოისმინა დევნილი გოგონების მონათხრობი აფხაზეთის კულტურაზე, ტრადიციებზე, სამზარეულოზე.

მონაწილეები კმაყოფილები აღნიშნავენ, რომ კლუბი „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" მნიშვნელოვანია. რადგან ბევრ საინტერესო ინფორმაციებს იგებენ აფხაზეთზე. ყოველი შეხვედრა ერთმანეთისაგან განსხვავებულია, რაც მუშაობას საინტერესოს ხდის.   

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 54 | დაამატა: admin | თარიღი: 29.06.2010 | კომენტარი (0)

თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში " სამდღიანი კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „იგპ-თა მიმართ სამოქმედო გეგმის ახალი მიმართულებები". ღონისძიება მიზნად ისახავდა იგპ-თა მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლებას და ამ ინფორმაციის დევნილებისთვის მიწოდებას.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ლტოლვილთა დანიის საბჭოს, ევროკავშირის  მხარდაჭერით. 

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, საჯარო პრეზენტაციები, იგპ-თა  წარმომადგენლებისა და დარგობრივ სამინისტროებს შორის საინფორმაციო შეხვედრები.

 კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები მერი გელაშვილი, ლარისა შენგელია, აგრეთვე იმერეთის რეგიონის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილთა წარმომადგენლები.

 ამავე დღეს ჩატარდა ცენტრალური ქსელური შეხვედრა ევროკომისიის, SIDA-ს, DRC -ის მიერ პარტნიორულ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. დევნილებს სამეგრელოდან, იმერეთიდან, შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან, თბილისიდან საშუალება მიეცათ კომპეტენტური პირებისგან მიეღოთ პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე. 

კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 67 | დაამატა: admin | თარიღი: 28.06.2010 | კომენტარი (0)

- სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით" წინგადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის დაწყებას აფხაზურ მხარესთან, - აღინიშნა ზუგდიდში გამართულ ფოკუს-ჯგუფის შეხვედრაზე. ჯგუფი შედგებოდა ფსიქოლოგის, ექიმების, პედაგოგების, პროფესორების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან.

 მონაწილეებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ ყველა სფეროში,ყველა მიმართულებით უნდა ჩაიდოს ქალთა აქტივობა, რადგან სამშვიდობო მოძრაობაში ქალთა ჩართულობა პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: კვლევები | ნანახია: 38 | დაამატა: admin | თარიღი: 28.06.2010 | კომენტარი (0)

ფსიქოლოგთან შეხვედრის დროს ხშირად წამოიჭრება ხოლმე ბავშვთა არასწორი აღზრდის საკითხი.

„ბავშვი დივანზე ხტუნავს, ეცემა და რაიმეს იტკენს. დედა კარნახობს: „ოჰ, რა ცუდი დივანი ხარ! რატომ ატკინე ჩვენს ლევანიკოს! ამისათვის მიგტყეპავთ!"  და ბავშვიც ხალისით აკეთებს ამას.

აწი ეცოდინება, რა უნდა უქნას იმას, ვინც აწყენინებს. სცემს.

ბავშვი მშობლებისაგან სწავლობს ბევრ რამეს, ღებულობს ინსტრუქციებს, აკრძალვებსა თუ ნებართვებს, შემდგომში კი იქმნება მისი ცხოვრების სცენარი.

ივნისში ქალაქ ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრში  6 ჯგუფური და 7 ინდივიდუალური შეხვედრა გამართა ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა 57 დევნილ ქალთან.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 24 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.06.2010 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი აგრძელებს მუშაობას. ივნისში ორი შეხვედრა გაიმართა. ერთი ქუთაისში, კერძო სკოლაში „გომი" და მეორე წყალტუბოს ცენტრალურ პარკში.

მაყურებლებმა თავიდანვე აუღეს ალღო ფორუმ-თეატრის სპეციფიკას  და თითოეული სცენარის განხილვაში აქტიურად ჩაერთნენ.

მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პროტესტი გამოხატოს ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ და აქტიურად იმოქმედოს მის წინააღმდეგ. ძალადობის პრევენციისაკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ჯანსაღი განვითარებისათვის.

წარმოდგენამ სერიოზულად დააფიქრა მაყურებელი. ფორუმ-თეატრის მიზანიც ეს არის: საზოგადოების გააქტიურება ძალადობის  პრობლემის მიმართ. 

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 53 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2010 | კომენტარი (1)

- მისასალმებელია, რომ ამდენი წლის შემდეგ გაჩნდა სახელმწიფო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე შესაძლებლი ხდება აფხაზურ მხარესთან ურთიერთობის დაწყება, - აღნიშნეს კვლევის მონაწილეებმა წყალტუბოში, რომელიც აქტიური დევნილი ქალებისაგან შედგებოდა.

ჯგუფი ძირითად რვა შეკითხვის გარშემო იყო ფოკუსირებული. კვლევა მიზნად ისახავდა ქალთა ხედვის, კონკრეტული წინადადებების დაფიქსირებას  სახელმწიფო სამშვიდობო სტრატეგიისა და სამშვიდობო პროცესების მიმართ. მათი პასუხებიდან აშკარად გამოიკვეთა, რომ აუცილებელია არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის კოორდინირებული მუშაობა, სამშვიდობო პროპაგანდის გაძლიერება, რათა საზოგადოებაში არ შესუსტდეს სამშვიდობო განწყობა.

 

 პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 106 | დაამატა: admin | თარიღი: 24.06.2010 | კომენტარი (0)

ივნისის თვეში რეპროდუციული ჯანმთელობის საკითხებზე ჩატარდა შეხვედრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები.

შეხვედრის თემა იყო: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, მედიკამენტოზური აბორტი, კლიმაქტერიული პერიოდი, ჰორმონალური დარღვევები, ვირუსული და ინფექციური დაავადებები და სხვა.

„ჩვენთვის, რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრები რეპროდუქციულ ჯანმთელობაზე. საშუალება გვაქვს ჩვენი პრობლემები გავუზიაროთ სპეციალისტს და მივიღოთ მისგან შესაბამისი რჩევები."- ითქვა შეხვედრაზე.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 32 | დაამატა: admin | თარიღი: 23.06.2010 | კომენტარი (0)

ტელეკომპანია "რიონის” პირდაპირ ეთერში ფონდი "სოხუმის” ექსპერტ-იურისტთა ჯგუფის მიერ ინიცირებული გადაცემა გავიდა, რომელიც ოჯახური ძალადობის თემას შეეხებოდა. გადაცემის დასაწყისში ნაჩვენები სიუჟეტი ორგანიზაციის საქმიანობას ასახავდა, რომელიც ბოლო წლების მანძილზე აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით.  

- რა მიზნით შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი,  რისკენ არის მიმართული მათი საქმიანობა - ამ კითხვებზე  სტუდიის სტუმრებმა უპასუხეს. მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მიიღო კანონის მონიტორინგის კუთხით, იმაზე, თუ როგორი მექაზნიმები გააჩნია კანონს და რამდენად ეფექტურად მუშაობს ისინი.

სტუდიაში გადაცემის მსვლელობისას არაერთი კითხვა დაისვა, რომელმაც მაყურებელი გაარკვია იმაში, რა სიახლეებია ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის კუთხით, არის თუ არა სინამდვილეში მოძალადის დასჯის  პრეცენდენტები, რა ცვლილებებს საჭიროებს კანონი, შესაძლებელია თუ არა მსხვერპლის რეალური დაცვა და როგორ?...

სატელეფონო ზარები მომდევნო დღესაც უწყვეტად ისმოდა ფონდში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მსგავსი ხასიათის გადაცემები ძალიან აქტუალურია.  

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 67 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.06.2010 | კომენტარი (0)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებას და ახლად არჩეულ საკრებულოსთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივას დაეთმო ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ხონში.

არჩევნების შეფასებისას აღინიშნა, რომ ხონში ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 61,09% (ცესკოს მონაცემებით).

მიუხედავად იმისა, რომ არჩეული საკრებულოს წევრებს შორის ვერცერთი ქალი ვერ მოხვდა, კლუბის წევრები გეგმავენ ადგილობრივ მთავრობაში მოსული მამაკაცების  წინაშე მეტი აქტიურობით დააყენონ  სოციალური და სხვა სახის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია ხონში მცხოვრები დევნილებისა და ასევე ადგილობრივებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 63 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.06.2010 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა წყალტუბოში სასიამოვნო ამბით დაიწყო - წყალტუბოს საკრებულოში ერთი ქალი იქნა არჩეული. ხათუნა წერეთელი, სოფ. მექვენას მაჟორიტარი კანდიდატი "თორთლაძე - დემოკრატიული პარტიიდან”.

კლუბის წევრები ადგილობრივ დონეზე ხელისუფლებაში გენდერული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდებოდნენ და ამის უმთავრეს მიზეზად დაასახელეს პარტიების მხრიდან სიებში ქალთა ნაკლები ჩართულობა. 

არჩევნების შეფასებისას აღინიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ქალთა აქტიურობა, როგორც ყოველთვის, მაღალი იყო. კლუბის თითქმის ყველა წევრი უშუალოდ მონაწილეობდა საარჩევნო პროცესებში  საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად, მდივნებად ან კომისიის წევრებად.  

კლუბის წევრებმა სურვილი გამოთქვეს,  ითანამშრომლონ წყალტუბოს საკრებულოს წევრ ერთადერთ ქალბატონთან. დაიგეგმა მისი მოწვევა კლუბის მომდევნო შეხვედრაზე.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 40 | დაამატა: moderatori | თარიღი: 22.06.2010 | კომენტარი (0)

რვა შეკითხვის გარშემო მიმდინარეობდა თვისობრივი კვლევა სენაკის ქალთა მხარდაჭერის  ცენტრში, რომელსაც სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.

 ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა წინგადადგმული ნაბიჯი უწოდეს ხელისუფლების მიერ შექმნილ სტრატეგიას „ჩართულობა თანამშრომლობის გზით".

თუმცა, ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ სტრატეგიაში საერთოდ არ ჩანს ქალთა ხედვა. მათი აზრით კარგი იქნებოდა სამოქმედო გეგმაში ქალის, როგორც მშვიდობისმყოფელის რესურსი ყველა სფეროში იქნეს გამოყენებული.

  

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 50 | დაამატა: admin | თარიღი: 22.06.2010 | კომენტარი (0)

სიყვარულის დეფიციტის პრობლემა აშკარა ხდება ჩვენს საზოგადოებაში.

ქალები ხშირად საუბრობენ ამ თემაზე ფსიქოლოგთან შეხვედრების დროს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ხურჩა, ქუთაისი, ხონი).

სულ ივნისში ჩატარდა 6 ჯგუფური და 4 საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც მონაწილეობა მიიღო 64 დევნილმა ქალმა.

ჩვენ ვასწავლით ბავშვებს ყველაფერს - კითხვას, წერას, სიარულს, ქარგვას, ცურვას, ცეკვას. მაგრამ ჩვენში გაოცებას იწვევს კითხვა, უნდა ვასწავლოთ თუ არა სიყვარული.

ყველას სხვადასხვაგვარად უყვარს, მაგრამ რატომ?

ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგი ურჩევს ქალებს, ბავშვებს ადრიდანვე ჩაუნერგონ სიყვარულის ნიჭი.

საყვარელი მოყვარული გახდება, პატივცემული - პატივისმცემელი, გარიყული კი ხშირად ცინიკოსია, ან მისი გრძნობები სხვა მტკივნეულ მახასიათებლებს იძენს.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 21 | დაამატა: moderatori | თარიღი: 22.06.2010 | კომენტარი (0)

რადიო "ძველი ქალაქის”  ეთერით მორიგი რადიოგადაცემა გავიდა ციკლიდან "ქალი და რაძალადობრივი საზოგადოება”.    

გადაცემის თემა იყო გენდერი და ოჯახური ძალადობა და, ძირითადად,   საზოგადოებაში ფონდის მუშაობის შედეგად გამოვლენილ მდგომარეობას ასახავდა.

ვორკშოპები ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის, რომელიც ფონდის ეგიდით ჩატარდა, მისი ორგანიზატორების აზრით, "ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს თემები მედიისათვის არც ისე პოპულარულია. კონკურსიც ასევე დიდი სტიმული იყო მათთვის ".

სენაკში გამართულ მრგვალ მაგიდაზე  რეგიონისთვის სპეციფიური არაერთი თემა გამოიკვეთა. რესპონდენტებმა  მათ შორის გამოყვეს საკითხები, რომელიც ქალის დაბალ უფლებრივ  მდგომარეობას განაპირობებს ოჯახში. "ქალი არ ფლობს კერძო საკუთრებას, მაგ. მშობლები მაშინაც კი, როცა ოჯახს საამისო საშუალება აქვს, არ ზრუნავენ ამაზე”.

გადაცემამ ვრცლად ასახა ფონდში გამართული მრგვალი მაგიდა, სადაც გამოიკვეთა ინტერესი ოჯახში ძალადობის მარეგულირებელი კანონის მექანიზმებისადმი. ინტერვიუებში საუბარი იყო კანონის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, ხარვეზებზე, რომლებიც უშლის ხელს კანონის ეფექტურ ამოქმედებას.        

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიო გადაცემები | ნანახია: 48 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.06.2010 | კომენტარი (0)

 

კვლევის ფარგლებში  კიდევ ერთი ფოკუს-ჯგუფი ბათმში შეიკრიბა. მონაწილეები: მედიის, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, იგპ ქალები თავის პოზიციებს აფიქსირებდნენ იმაზე - რა რესურსები იქნა გამოყენებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, რა შეიძლება დაედოს საფუძვლად თანამშრომლობის გაღრმავებას, მიაჩნიათ თუ არა, რომ  სახელმწიფო სტრატეგიით "ჩართულობა თანამშრომლობის გზით” ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყება.

საერთო განწყობით, არსებობს კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი ყველაზე უპერსპექტივო გზა - ომი. რაც შეეხება რესურსებს, გაჟღერდა , რომ ყველაზე ეფექტური რესურსი სწორი სახელმწიფო პოლიტიკაა, შემდეგ კი სახალხო დიპლომატიის მაქსიმალური გამოყენება.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 58 | დაამატა: admin | თარიღი: 21.06.2010 | კომენტარი (0)

გრძელდება იურისტის კონსულტაციები სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში. დევნილი ქალები სხვადასხვა საკითხებზე იღებენ კომპეტენტურ პასუხებს. შემოსული შეკითხვების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა როლი, სოციალურ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა, ბავშვის ინტერესების დაცვა საოჯახო ურთიერთობებში, განქორწინებისას ქონებრივი დავის გადაწყვეტა და სხვა.

შეხვედრები განხორციელდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში: ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკში, ხურჩაში. მოქალაქეებს მიეცათ სამართლებრივი კონსულტაციები ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 27 | დაამატა: admin | თარიღი: 20.06.2010 | კომენტარი (0)

ბორჯომში სასტუმრო „ბორჯომის ხეობაში"  ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებისათვის  ჩატარდა ტრენინგი თემაზე - სტრატეგიული დაგეგმარება.

 მონაწილეები სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ დაგეგმარების ფორმატზე, სტრატეგიის საერთო მიმართულებებზე, გარემოს სიტუაციურ ანალიზზე. დასასრულს,  საკმაოდ საინტერესო ნაშრომი გამოვიდა.

განისაზღვრა ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები,  გაკეთდა სვოტ ანალიზი, განისაზღვრა მთავარი სტრატეგიული მიზნები.

მონაწილეები ტრენინგს პროდუქტიულს უწოდებენ:

- ძალიან საინტერესო გამოდგა სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებზე მუშაობა. დავფიქრდით ორგანიზაციის სუსტ და ძლიერ მხარეებზე. გაჩნდა მოთხოვნილება, ვიმუშაოთ სუსტი მხარეების ძლიერად გარდასაქმნელად.

- სტრატეგიული დაგეგმარება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის. წინასწარ გაქვს გათვლილი მოსალოდნელი საფრთხეები, რისკები, რაც ხელს უწყობს მუშაობის ეფექტურობას.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 78 | დაამატა: admin | თარიღი: 20.06.2010 | კომენტარი (0)

ფონდმა „სოხუმმა" გამოსცა წიგნი „გენდერი და პოლიტიკური პარტი­ები". მისი ავტორი, დამოუკიდებელი ექსპერტი ეკატერინე გამა­ხარია მიმოიხილავს საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას და აჯამებს ფონდი „სოხუმის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.

მო­ცე­მუ­ლი კვლე­ვა მიზ­ნად ისახავს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიების ში­და სტრუქ­ტუ­რების გენ­დე­რუ­ლი მიდ­გო­მების შეს­წავ­ლას და გენ­დე­რუ­ლი კომ­პო­ნენ­ტების ანა­ლიზს მათ პო­ლი­ტი­კურ პროგ­რა­მებში. აგ­რეთ­ვე, პარ­ტიების­ მი­მართ კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დებების შე­მუ­შა­ვებას, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნებაც ხელს შე­უწ­ყობს გენ­დე­რუ­ლი ბალან­სის მიღ­წე­ვას და გენ­დე­რუ­ლი მიდ­გო­მების ეფექ­ტურ და­ნერ­გვას პროგ­რა­მულ დო­კუ­მენ­ტებსა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიების საქმიანობაში.

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
 

კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 38 | დაამატა: admin | თარიღი: 20.06.2010 | კომენტარი (0)

ჟურნალ „ქალთა ხმის"  ახალი ნომერი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ფონდი „სოხუმის" მუშაობა ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით.

შეხვედრები ფსიქოლოგთან, შეხვედრები ექიმ-გინეკოლოგებთან, ფორუმ-თეატრის მოგზაურობა, რადიოგადაცემა, დებატები მიგრაციის თემაზე, ვორკშოპები გოგონებთან გენდერული თანასწორობისა და ფემინიზმის თემაზე, ტრენინგი თემაზე „ოჯახში ძალადობის პრევენცია", მრგვალი მაგიდა ნარკომანიის თემაზე, იურისტის გაკვეთილი სკოლის მოსწავლეებთან, ახალი ბროშურის გამოცემა „ოჯახში ძალადობის პრევენცია", საინტერესო ისტორიები და ჩანახატები ქალების შესახებ...

ყოველივე ეს ასახულია ჟურნალის ახალ ნომერში.

მასალების მიხედვით განსაკუთრებით თვალშისაცემია ფონდი „სოხუმის" საქმიანობის მასშტაბი - ქუთაისი, ხონი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი, წყალტუბო და აფხაზეთის საზღვართან მდებარე, ზუგდიდის რაიონის სოფელი  ხურჩა, სადაც ახლახან გაიხსნა ქალთა მხარდაჭერის ცენტრი...

მკითხველი, რომელიც ყოველთვის მოუთმენლად ელოდება ჟურნალის გამოსვლას, კვლავაც ინტერესით გაეცნობა „ქალთა ხმის" მესამე ნომერს.

 Download>>>

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 55 | დაამატა: admin | თარიღი: 17.06.2010 | კომენტარი (0)

 

ფოთი. ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. ცხრა ქალბატონი, რომელიც გაეცნო სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ „ჩართულობა თანამშრომლობის გზით". და ფასილიტატორი - ფოკუს-ჯგუფისათვის მომზადებული რვა შეკითხვით.

მართალია, ისინი არასოდეს ყოფილან ამგვარი სოციოლოგიური კვლევის მონაწილენი, მაგრამ თავიდანვე შეიგრძნეს, რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეულის აზრი და ამიტომაც იყვნენ განსაკუთრებით გულახდილები და აქტიურები.

ჯანდაცვისა და განათლების სფეროს მუშაკები, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ეკონომისტი, იურისტი - მრავალფეროვანი იყო შეკრებილ ქალთა საქმიანობის მიმართულება და ამან ხელი შეუწყო საკითხის განხილვას სხვადასხვა რაკურსით: ქალთა როლი კონფლიქტის მოგვარებაში, შერიგების რესურსები, თანამშრომლობის პრიორიტეტები, ქალთა საჭიროებები და სტრატეგიის განხორციელებაში მათი აქტიური ჩართვის სფეროები.

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები თვლიან, რომ მათი აზრის გათვალისწინება კიდევ უფრო რეალურს გახდის სტრატეგიას.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: კვლევები | ნანახია: 42 | დაამატა: admin | თარიღი: 17.06.2010 | კომენტარი (0)

 

- 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით ოზურგეთის საკრებულოში სამი ქალი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ძველი და აქტიური წევრი  ირინა საჯაიაა -  ამ სასიხარულო ინფორმაციით დაიწყო კლუბის შეხვედრა ოზურგეთში.

აღინიშნა, რომ ირინა საჯაია საკრებულოში მუშაობის პერიოდში გამოირჩეოდა ინიციატივებითა და აქტიურობით. სასიხარულოა, რომ მას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი გააგრძელოს წინა წლებში დაწყებული მუშაობა. კლუბის წევრები მისგან  სიახლეებს ელოდებიან სხვადასხვა სფეროებში.

კლუბის შეხვედრაზე მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაანალიზეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები.  მიიჩნევენ, რომ საზოგადოება გენდერული თვალსაზრისით უფრო აქტიური გახდა, რაც მათი აზრით, წინასაარჩევნოდ გაწეული აქტიური მუშაობის შედეგია.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 89 | დაამატა: admin | თარიღი: 16.06.2010 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლამ, საკუთარი ისტორიის პირველი ფურცელი შეავსო.

პირველ დღეს ჩატარებულ მრგვალი მაგიდის შეხვედრას ორდღიანი ტრენინგი მოჰყვა, რომლის თემა იყო ქალთა ლიდერობა. 24 აქტიური  გოგონა მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. ჯგუფური მუშაობებით, სხვადასხვა სახის როლური თამაშებით, დისკუსიებით, პრეზენტაციებით ტრენინგის ყველა მონაწილეს საკუთარი პოზიციების და შეხედულებების დაფიქსირების საშუალება მიეცა.

ტრენერის შეფასებით,  საინტერესო ჯგუფი შეიკრიბა.

„კარგად გამოჩნდა, რომ მათ აქვთ საღი ამბიცია გახდნენ ლიდერები, მაგრამ ამავე დროს უნდა გააცნობიერონ, რომ ყველაფერი არ არის მატივი და ადვილი. ლიდერთა სკოლა მისცემს მათ შესაძლებლობას საკუთარი პოტენციალი სწორი მიმართულებით აამოქმედონ."

კმაყოფილებას ვერ მალავდნენ მონაწილეებიც. ტრენინგიდან მათ ბევრი რამ წაიღეს:

შეიძინეს მეგობრები სხვადასხვა ქალაქებიდან და გაეცნენ მათ შეხედულებებს, ისწავლეს ერთმანეთის მოსმენა და სხვისი აზრის შეფასება, გაეცნენ გუნდური მუშაობის წესებს.

 

ტრენინგის დასასრულს ლიდერთა სკოლის წევრებმა პირველი დავალებაც მიიღეს, უნდა ჩაატარონ რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევები თავიანთ ქალაქებში. დავალება ივლისის ბოლოს უნდა წარმოადგინონ.

 

 პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 67 | დაამატა: admin | თარიღი: 13.06.2010 | კომენტარი (0)

 

ხალისიანი განწყობით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში. შეხვედრის მონაწილეებმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრს, პროფესიით ჟურნალისტ  ქალბატონ ნაზიბროლა ქობულაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. აღსანიშნავიას, რომ ქალბატონი ნაზიბროლა ერთი წელია ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გენდერული თვალსაზრისით პროგრესი შეინიშნება.  ბათუმში წინა მოწვევის საკრებულოში  არც ერთი ქალი არ იყო წარმოდგენილი, წელს კი სამი ქალი იქნება.

- ჩემი საზრუნავი ბათუმის საკრებულოში იქნება ის, რომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და განათლება იყოს უზრუნველყოფილი.  სახელმწიფოსთვის უმთავრესი განათლებული და ჯანსაღი მომავალი უნდა იყოს - აღნიშნა ნაზიბროლა ქობულაძემ.

ამომრჩეველ ქალთა კლუბს ესწრებოდა შვედი მოხალისე სტუდენტი - ტერეზ სვედბერგი (ის ფონდ „სოხუმში" სტაჟირებაზე იმყოფება), რომელმაც დამსწრე საზოგადოებას თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.  შვედეთში როგორ მიაღწიეს ქალებმა  პოლიტიკურ წარმატებებს, რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ქალთა რიცხვი გაიზარდა მმართველობით თუ თვითმმართველობით ორგანოებში.

მონაწილეთა აზრით, შვედი ქალების გამოცდილება ქართულ პოლიტიკას მართლაც წაადგება. გედერული თვალსაზრისით საქართველო 120-ე ადგილზეა, შვედეთი კი მეორე ადგილს იკავებს!

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 56 | დაამატა: admin | თარიღი: 12.06.2010 | კომენტარი (0)

სენაკში გამართული მრგვალი მაგიდის თემა იყო „სოციო-კულტურული ფონი და ფსიქოლოგიური კლიმატი ოჯახში." თემის შერჩევა რეგიონში გამართულ ტრენინგ-სემინარზე წამოჭრილი საკითხებიდან მოხდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ( პედაგოგები, ფსიქოლოგი, იურისტი).

შეკრებილებმა ცხარე დისკუსიით განიხილეს ოჯახური ძალადობის პრობლემა. ის ფსიქოლოგიური კლიმატი, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ოჯახის ყველა წევრზე, მათ შორის ბავშვებზე.

საუბარი შეეხო აგრეთვე რეგიონის სოციო-კულტურულ თავისებურებებს, კერძოდ ქალის ადგილს ოჯახსა და საზოგადოებაში, რაც რიგ შემთხვევებში მისი დისკრიმინაციის საფუძველი ხდება.

დასასრულს, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემის მოგვარების პრევენციულ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული იმ ინიციატივებში, რომელიც ძალადობის  პრევენციას გულისხმობს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადო დებატები | ნანახია: 54 | დაამატა: admin | თარიღი: 11.06.2010 | კომენტარი (0)

- ვიყავი ამაყი, როგორც დევნილი, როცა ვუსმენდი ქალებს, რომლებმაც აფხაზეთის კონფლიქტი გადაიტანეს, მაგრამ არ დაცემულან - პირიქით თავიდან დაიწყეს კარიერის შექმნა  და წარმატებულები გახდნენ, -  ასე გამოხატეს საკუთარი განწყობა მრგვალი მაგიდის დასასრულს ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა. 

 მრგვალი მაგიდა ქუთაისში, სასტუმრო „ტირიფებში„ მოეწყო. მასში ის ახალგაზრდა გოგონები მონაწილეობდნენ, რომლებიც ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ფოთში, სენაკში ჩატარებული  ტრენინგებიდან შეირჩნენ.

  გზა წარმატებებისაკენ, დაბრკოლებები და მათი გადალახვის მეთოდები, მიზნები, რომლის მისაღწევად შრომისმოყვარეობა და ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო - მონაწილეები სულგანაბული ისმენდნენ ლიდერი ქალბატონების  - მერი გელაშვილის, ნანული რამიშვილის, იზოლდა ხასაიას, ნატო ბენდელიანის საინტერესო ისტორიებს, დეტალებს მათი ცხოვრებიდან.

დასასრულს გაიმართა დისკუსია, დაისვა არაერთი შეკითხვა ლიდერთა მისამართით.

წარმატებული ქალების მოსმენამ დადებითად დამუხტა დარბაზი, ლიდერთა სკოლის წევრებმა ბევრი რამ ჩაინიშნეს, დაიმახსოვრეს და აითვისეს მათგან.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 68 | დაამატა: admin | თარიღი: 11.06.2010 | კომენტარი (0)

 

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი დარეჯან ცხვიტარია, უკვე მეორედ გახდა ფოთის საკრებულოს წევრი. მას წარმატება მიულოცეს კლუბის წევრებმა - მისმა თანაქალაქელებმა, თანამოაზრეებმა, მეგობრებმა.

- ჩემთვის პრიორიტეტი ადამიანებთან ურთიერთობაა. ყველაფერს გავაკეთებ მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა სამომავალოდ უფრო დიდი განაცხადის გაკეთებას პოლიტიკაში, მისი  პასუხი ასეთია:

 -  ჯერჯერობით ამაზე ფიქრი ნაადრევია. თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ.  როგორ შეიძლება ჯარისკაცი იყო და გენერლობაზე არ ფიქრობდე.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ მისი აქტიურობა ადგილობრივ თვითმმართველობაში გადამდები და სტიმულის მიმცემი იქნება კლუბის დანარჩენი წევრებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 59 | დაამატა: admin | თარიღი: 10.06.2010 | კომენტარი (0)

- რას ნიშნავს ოჯახური ძალადობა, რა იციან ამ საკითხებზე და რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა მათ რეგიონში - ამ საკითხებზე გამართა მსჯელობა  სენაკის მესამე საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებთან, რომელიც ფონდი „სოხუმის" ექსპერტთა ჯგუფმა მოაწყო.

მონაწილეებმა საინტერესო დისკუსია გამართეს აღნიშნულ საკითხებზე. მათი აზრით, პრობლემა საგანგაშოა და ზიანი მოაქვს არა მარტო კონკრეტული ადამიანებისათვის, არამედ ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს მთელს საზოგადოებაზე.

მოსწავლეები განსაკუთრებით გულახდილები იყვნენ, როცა საუბრობდნენ იმ ბავშვებზე, რომლებით იზრდებიან ოჯახური ძალადობის ფონზე. ცოცხალი მაგალითებით საუბრობდნენ ძალადობის ნეგატიურ გავლენაზე.

მოსწავლეებმა იურისტებისაგან ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები ბავშვთა უფლებებზე, მოვალეობებზე. მათი აზრით, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინფორმირებულობას ძალადობის პრობლემის ირგვლივ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 40 | დაამატა: admin | თარიღი: 05.06.2010 | კომენტარი (0)

მშვიდობისმყოფელობა და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო საქმიანობაში, საერთოკავკასიური ფორმატი და  მისი მნიშვნელობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. ფონდი "სოხუმის” ეგიდით ქუთაისში ჩატარებული საერთაშორისო ახალგაზრდული ტრენინგ-სემინარი და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები...

"რიონის” სტუდიაში ფონდის წარმომადგენლები, ტრენინგის მონაწილეები, ფორუმ-თეატრის მსახიობები შეიკრიბნენ. ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებულმა ტელესიუჟეტმა მაყურებელს ტრენინგის მსვლელობაზე, ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი ახალგაზრდების ერთობლივ მუშაობაზე მოუთხრო, რის შემდეგაც გადაცემის მონაწილეებმა საკუთარ შთაბეჭდილებებზე, ახალშეძენილ მეგობრებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს...

 "ძალიან გვიხარია, რომ ამ ტრენინგში მონაწილეობის  შესაძლებლობა მოგვეცა, გვიხარია ისიც, რომ შეგვიძლია, ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ მეგობრებს შორის შემაერთებელი ხიდის როლი შევასრულოთ”.

"აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო, როგორც ახალგაზრდებს, როგორც პოსტკონფლიქტურ თაობას. გვაქვს ჩვენი საკეთებელი საქმე, რომლის გამოც საკუთარ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ”. - ითქვა  ტრენინგზე.

ფონდი "სოხუმი” ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდების ჩართულობას სამშვიდობო საქმიანობაში და მიაჩნია, რომ საერთოკავკასიურ ფორმატს ამ  კუთხით დიდი დატვირთვა  აქვს. ამიტომ ახალგაზრდების სამშვიდობო  ინიციატივებს მომავალშიც მხარდაჭერა ექნება. - ითქვა გადაცემაზე.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაციაEED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 423 | დაამატა: admin | თარიღი: 03.06.2010 | კომენტარი (3)

 

ფონდ „სოხუმში" სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე, „ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა და მედია", რომელსაც ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. ტრენინგზე განიხილებოდა შემდეგი საკითხები: ჟურნალისტური ეთიკა, ქართული მედია, გენდერი და ძალადობა, მსხვერპლთან მუშაობის პრაქტიკული ჩვევები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ჩატარდა კონკურსი თემაზე „გზის გაგრძელება...".

ნამუშევრებში კარგად ჩანს ავტორთა დამოკიდებულება პრობლემისადმი, ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას დაამსხვრიონ სტერეოტიპები და უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ მის აღსაკვეთად.

პირველი-მესამე ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით. მონაწილეებს შორის გამოვლინდნენ ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 59 | დაამატა: admin | თარიღი: 01.06.2010 | კომენტარი (0)

 

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეკრებილმა ქალებმა იურისტის კონსულტაციები მოისმინეს,რომელიც სხვადასხვა საკითხებს უკავშირდებოდა: განქორწინება, იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები,  ბავშვის ინტერესების დაცვა საოჯახო ურთიერთობებში და სხვა.

შეხვედრის მეორე ნაწილში ჩატარდა მასტერ-კლასი კულინარიაში, რომელსაც უძღვებოდა - ნათელა ლიპარტელიანი. მან მონაწილეებს ნამცხვრის მომზადება ასწავლა.

როგორ მზადდება ნამცხვარი „იდეალი", რა ინგრედიენტებია საჭირო მის მოსამზადებლად - თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ მომზადების პროცესში მონაწილეებიც ჩაერთნენ. ერთი საათის შემდეგ ყველა მონაწილემ დააგემოვნა ერთობლივად მომზადებული ნამცხვარი.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს მასტერ-კლასი და აღნიშნეს: „ძალიან კარგია, როცა გვაქვს საშუალება ერთმანეთს შევხვდეთ და გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, მოვუწყოთ ჩვენს თავს თუნდაც ერთდღიანი დღესასწაული, განვიტვირთოთ ყოველდღიური პრობლემებისაგან."

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 45 | დაამატა: admin | თარიღი: 31.05.2010 | კომენტარი (0)

ტრენინგის (ვორკშოპის) ჩატარების მეთოდიკა, კავშირი  ჯგუფთან და თემასთან, კომუნიკაცია აუდიტორიასთან - ამ და სხვა საკითხებზე საინტერესო მუშაობა წარიმართა  ფონდი „სოხუმის" ტრენერებთან. ტრენინგს უძღვებოდა გერმანიის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, პროფესორი, ეთნოკონფლიქტოლოგი მარინა გრასე.

- სამდღიანმა მუშაობამ ბევრი რამ დამანახა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტრენინგის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად გამოიყენებს ტრენერი იმ კონსტრუქციას, რომელიც გულისხმობს ტრენერის კავშირს აუდიტორიასთან დ განსახილველ თემასთან.  

- ძალიან ბევრი რამ იმ მიდგომებიდან, რომელიც ჰქონდა ტრენერს, ჩვენთვისაც პირველადი და ძირითადია: ნდობის ატმოსფეროს შექმნა ჯგუფში, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საკუთარი პიროვნების ფასეულობის აღქმა - მონაწილეთა მხრიდან. 

-ასეთი იყო მონაწილეთა შეფასება, 

- ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის არა მხოლოდ საკითხზე, ადამიანებზე(ქალებზე) მუშაობა. მათ აქვთ გამოცდილება, ჩვენ ვახდენთ მათზე გავლენას, ეს გავლენა უკავშირდება ცვლილებას, ცვლილებას უკეთესობისკენ,- ეს უკვე შედეგია -  მარინა გრასესგან მიღებულ რეკომენდაციას თითოეული ტრენერი საკუთარ საქმიანობაში დანერგავს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 70 | დაამატა: admin | თარიღი: 28.05.2010 | კომენტარი (0)

 ნონა თოლორაია, მაია შალამბერიძე, ლია გვენეტაძე, ირინა საჯაია …

ფონდი "სოხუმის” მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კანდიდატი ქალების პროგრამებს გვაცნობს და ამომრჩეველთან მათ შეხვედრებს აშუქებს.

მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამები, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, ორსულების პატრონაჟი…

 ეს იმ   საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც კანდიდატ ქალთა პროგრამებში აისახა.    

სიუჟეტში გაშუქდა ფონდი "სოხუმის” საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატ ქალთა პოპულარიზაციისათვის  - "ქალთა ხმის" სპეციალური გამოცემა დასავლეთ საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის კანდიდატ ქალთა პლატფორმების წარმოსაჩენად, საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები…

გაჟღერდა ინფორმაცია 27 მაისის აქციის შესახებ, რომელიც ჩატარდება საქართველოს 15 ქალაქში და სადაც ფონდი "სოხუმის” ინიციატივას საქართველოს სხვა ქალთა არასამთავრობო  ორგანიზაციებიც უერთდებიან.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 177 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, ფოთი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ხურჩა, ) ფსიქოლოგის შეხვედრებზე, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად მონაწილეობა მიიღო 58-მა სხვადასხვა ასაკის ქალმა.

- მთვრალ მეუღლეს არ უნდა შეეპასუხოთ, არ ეჩხუბოთ, არ ღირს მასთან კამათის დაწყება,  დილით, სიფხიზლეში შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხზე ესაუბროთ.

- ეცადე, მის წინაშე ემოციების მოთოკვას. რაც დაგეხმარებათ ურთიერთობის მოწესრიგებაში,  გაუგებრობის თავიდან აცილებაში. ამით თქვენ დაეხმარებით მას და საკუთარ თავსაც.  სიმთვრალეში ადამიანი იმას ამბობს, რასაც სიფხიზლეში ფიქრობს. ქალებს მეტი ყურადღება   და სწორი დასკვნების გამოტანა მოეთხოვებათ.

ასეთი რჩევები მიიღეს ფსიქოლოგისგან ქალებმა, რომლებიც ოჯახში მეუღლის სიმთვრალესთან დაკავშირებულ პრობლემებზე ყვებოდნენ.

 

 პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 64 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ჩვეული რიტმით აგრძელებს მუშაობას.

ქუთაისში, წყალტუბოში,ხონში, სენაკში, ფოთში, ხურჩაში ყოველთვის ხალხმრავლობაა გინეკოლოგთან შეხვედრისას. რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს დიდი ინტერესით ისმენენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები.

 შეხვედრების თემა იყო - ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ორსულობა, საშვილოსნოს ყელის სიმსივნეების პრევენცია და ა. შ.

მონაწილეებს დაურიგდათ თემის ამსახველი საინფორმაციო მასალები.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 63 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 ... 6 7 »
2009 წლის არქივი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 36
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0