კლუბები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ორშაბათი, 06.09.2010, 02:13
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

ერთი წელიწადია რაც წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბმა თავისი საქმიანობა დაიწყო. კლუბის მორიგ შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები - შეხვედრები თუ ტრენინგები ძალიან საინტერესო იყო.

კლუბის წევრებმა გასული ერთწლიანი მუშაობა ასე შეაფასეს:

- ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრები გვქონდა.

- საშუალება მოგვეცა საკუთარ პრობლემებზე გვესაუბრა.

- უკეთ გავეცანით ჩვენს უფლებებს. მივიღეთ ინფორმაციები საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობებზე.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კლუბმა მომავალშიც გააგრძელოს თავისი საქმიანობა, რაც ქალთა გააქტიურებას და მათი შესაძლებლობების  რეალიზებას შეუწყობს ხელს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 3 | დაამატა: admin | თარიღი: 25.08.2010 | კომენტარი (0)

ერთწლიანი მუშაობის შეფასება,რეზულტატები,პლიუსები და მინუსები -  თავის არსებობის მეოთხე წილიწადს ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბი გასული წლის მუშაობის შეფასებას შეეცადა.

- მიმდინარე წელი გამორჩეული იყო წინა წლებისაგან. შეხვედრების თემატიკა გახდა მრავალფეროვანი, გავაფართოვეთ საქმიანობის არეალი, გადავახალისეთ ჯგუფები - ინგა მებონია, ბათუმის ქალთა კლუბის ლიდერი.

- ასეთი ტიპის შეხვედრები თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების ძალიან კარგი შესაძლებლობაა -  ცისო ჩხეიძე.

კლუბის წევრთა აზრით ეს წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. კლუბის მუშაობა ამ  თვალსაზრისით საგრძნობლად გააქტიურდა. წინა წლებში ბათუმის საკრებულოში არცერთი ქალი არ იყო წარმოდგენილი - წელს კი მათი რაოდენობა ოთხია. ერთ-ერთი მათგანი - ნაზიბროლა ქობულაძე ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია.

კლუბის წევრთა სურვილია მუშაობა პროექტის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდეს, რაც ხელს შეუწყობს ქალთა კიდევ უფრო გააქტიურებას პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 7 | დაამატა: moderatori | თარიღი: 24.08.2010 | კომენტარი (0)

ქუთაისში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრას  არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოწვეული იყო   ქუთაისის საკრებულოს ერთადერთი წევრი ქალბატონი მანანა კიკაბიძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა - ნინო თვალთვაძემ ფონდი „სოხუმის" მიერ ქობულეთში ჩატარებული ტრენინგის შესახებ   გააკეთა ინფორმაცია. თავის მხრივ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს ტრენინგის მონაწილეებმაც. დალილა თამაზოღლის თქმით ტრენინგი იყო ინფორმაციულად დატვირთული:

- მივიღეთ ინფორმაცია ევროპულ ქარტიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაზე, ბიუჯეტის მართვაზე.

კლუბის ერთ-ერთმა  წევრმა მერი ლობჟანიძემ მისი უბნის პრობლემა - მოუწესრიგებელი წყალსადენი - დასვა განსახილველად. საკრებულოს წევრმა მანანა კიკაბიძემ სამომავლო გეგმებზე იაუბრა.

კლუბის შეხვედრაზე გაკეთდა განცხადება მრგვალი მაგიდის შესახებ, რომელიც სამ სექტემბერს ქუთაისში, „იმპერიალის" საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება. შეხვედრას  ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები და სხვადასხვა საკრებულოების წევრი ქალბატონები დაესწრებიან.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 3 | დაამატა: admin | თარიღი: 24.08.2010 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა შეაფასეს ერთწლიანი მუშაობა და ყურადღება გაამახვილეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან და სასარგებლო ღონისძიებაზე მათი აქტიური მონაწილეობით.

საინტერესო რეკომენდაციები გაჟღერდა ამომრჩეველ ქალთა ლიგის სამომავლო საქმიანობასთან მიმართებაში - გაცვლითი შეხვედრები კლუბებს და საკრებულების წევრ ქალებს შორის, კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიებები, თანამშრომლობის გაძლიერება და შეხვედრები ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, კლუბის წევრების ცნობადობის ამაღლება ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 71 | დაამატა: moderatori | თარიღი: 06.08.2010 | კომენტარი (1)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა  სასიამოვნო სიახლის გაცნობით დაიწყო - საკრებულოს წევრი ქალბატონი მაგდა მენაბდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს. კლუბის წევრებმა გამოხატეს სურვილი, რომ მაგდა მენაბდის მსგავსად, მმართველ თანამდებობებზე უფრო მეტი  ქალბატონი იყოს წარმოდგენილი.

ორსაათიანი შეხვედრა ფოთში კლუბის მუშაობის ერთწლიან შეჯამებას დაეთმო.

ქალბატონებმა დადებითად შეაფასეს განვლილი ერთი წელიწადი. მათი თქმით, კლუბთან თანამშრომლობის შემდეგ არაერთ ქალს გაუჩნდა ამბიცია პოლიტიკაში მოსვლის, ბევრმა ქალმა დაინახა საკუთარ თავში ლიდერი!

კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ ფონდი "სოხუმის" ხელშეწყობით კიდევ არაერთ საინტერესო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 241 | დაამატა: admin | თარიღი: 04.08.2010 | კომენტარი (1)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა მორიგი შეხვედრა ხონში აგვისტოს ცხელ დღეს  გაიმართა.

თაკარა მზიანი დღის მიუხედავად, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები მაინც აქტიურად ჩაებნენ კლუბის მუშაობაში. ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად ნაყოფიერი იყო ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობა ხონში ერთი წლის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბმა თავისი არსებობა ხონში ერთი წლის წინ დაიწყო. მისი წევრები აღნიშნავენ, რომ ამ ხნის განმავლობაში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაემდიდრებინათ საკუთარი ცოდნა სხვადასხვა ინფორმაციით (კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და მასში შესული ცვლილებები), ესაუბრათ საჭირბოროტო საკითხებზე (სოციალური თუ განსახლების), ემსჯელათ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის აუცილებლობაზე, გენდერზე, კვოტირებაზე, შეხვედროდნენ მათთვის საინტერესო ადამიანებს - იმერეთის რეგიონში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს, დასწრებოდნენ ტრენინგ-სემინარს ქობულეთში (რომელი ერთი ჩამოთვალონ).

კლუბის წევრები მოხარულები არიან ფონდ "სოხუმთან" თანამშრომლობით, მათი თქმით, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკაში ქალთა მოსვლას აქტიურად უჭერს მხარს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 43 | დაამატა: admin | თარიღი: 02.08.2010 | კომენტარი (0)

 

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გაეცნენ სახელმწიფო სტრატეგიას -  ჩართულობა თანამშრომლობის გზით.

აღნიშნულმა დოკუმენტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია - ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ სტრატეგია იქნება საფუძველი ნდობის აღსადგენად, მიიჩნევენ, რომ დიდია სახალხო დიპლომატიის როლი, ნათესაური კავშირების გამოყენება,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის ჩართვა - ასევე შაოსანი,  დედების ჩართვა მოლაპარაკებებში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 32 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.07.2010 | კომენტარი (0)

- არასამთარარობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებმა, თუნდაც ჩვენმა კლუბმა მეტი ინიციატივები უნდა გამოიჩინოს ქართველი და აფხაზი ხალხის დასაახლოებლად! ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ერთმანეთის მტრები, ქართველებსა და აფხაზებს შორის განხეთქილება მესამე ძალამ გამოიწვია! - ამომრჩეველ ქალთა კლუბზე ამჯერად სტრატეგიის - შერიგება ჩართულობის გზით განხილვა მოეწყო, აღნიშნულმა დოკუმენტმა დამსწრე საზოგადოების დიდი დაიტერესება გამოიწვია - გაიმართა დისკუსია თემაზე - ქართულ-აფხაზური ურთიერთობები.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ნდობის აღდგენაში განსაკუთრებით დიდი სახალხო დიპლომატიის მისია - ნათესაური კავშირების, შერეული ოჯახების, ქალთა როლი.

უფრო მეტიც ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გამოხატავენ სურვილს ითანამშრომლონ აფხაზეთში მცხოვრებ ქალებთან - რაშიც მათ პირადი კონტაქტები დაეხმარებათ - მათი სურვილია სასკოლოდ ენგრუსიქეთ მცხოვრებ პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება სასწავლო ინვენტარის გადაცემით მიულოცონ, კლუბის წევრები აცხადებენ, რომ მხარდაჭერისათვის თავად  საქართველოს პრეზიდენტსაც კი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმის" ხელმძღვანელობას მიმართვენ.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 37 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.07.2010 | კომენტარი (0)

21 ივლისს ფონდი "სოხუმის" საკონფერენციო დარბაზში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები შეიკრიბნენ - მოწვეულები იყვნენ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.

კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაციები ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრას  ქუთაისის საკრებულოს ერთადერთი წევრი ქალი მანანა კიკაბიძე ესწრებოდა. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა მისი მოსვლა პოლიტიკაში, რომელი სფეროები იქნება მისთვის პრიორიტეტული და რა მიმართულებით აპირებს ის თავის შემდგომ საქმიანობას.

ორსაათიან შეხვედრაზე ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა გარკვეული დრო დევნილთა პრობლემების განხილვასაც დაუთმეს.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 26 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.07.2010 | კომენტარი (0)

კლუბის შეხვედრა ფონდი „სოხუმის" ოფისში გაიმართა რვა დევნილი გოგონას მონაწილეობით.

შეხვედრის თემა -  „ქართველთა და აფხაზთა სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ-კულტურული ერთიანობა". ეს საკითხები საინტერესო, მაგრამ ამასთანავე რთულიც იყო კლუბის მონაწილეთათვის.

„შეხვედრაზე შევიტყვე ქართველთა და აფხაზთა ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ  ერთიანობაზე. ამ ერთიანობას საფუძვლად გეოგრაფიული და ეკონომიკური ერთიანი სივრცე დაედო.  ეს თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის,"- თამუნა სუბელიანი.

კლუბის მორიგი შეხვედრისათვისაც საინტერესო თემაა შერჩეული.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 16 | დაამატა: moderatori | თარიღი: 13.07.2010 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მრავალპარტიულ შემადგენლობას კომუნისტური პარტიის წარმომადგენელიც შემოუერთდა. შორენა ბარამიძემ ამჯერად უფრო ახლოს გააცნო საკუთარი თავი დამსწრე საზოგადოებას - მისი თქმით, ამ პარტიაში გაწევრიანება სხვადასხვა ინტერესებით იყო გამოწვეული - მათ შორის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაასახელა. კლუბზე 2010 წლის არჩევნებიც მიმოვიხილეთ - კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა აუცილებელია, რადგან ქალი თავისი ბუნებით უფრო მგრძნობიარეა და ის უკეთ რეაგირებს სოციალურ, ჯანდაცვის, განათლებისა თუ კულტურის საკითხებზე.

ოზურგეთის საკრებულოში არჩევნების შედეგებით 3 ქალბატონია წარმოდგენილი.  კლუბის წევრები - ჟურნალისტები, პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ 3 ქალი ვერ შეცვლის არსებულ სურათს ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა, დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი მთელი ძალისხმევით იშრომებენ.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 39 | დაამატა: moderatori | თარიღი: 13.07.2010 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა ხონის სამხედრო დასახლებაში შედგა.

ფონდი "სოხუმის" წარმომადგენელმა აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გააცნო არჩევნების შედეგები, რომლის ირგვლივაც დისკუსია გაიმართა, ქალებმა აღნიშნეს, რომ ხონის საკრებულოში არც ერთი ქალი არ არის წარმოდგენილი, რაც ცუდ შედეგზე მიუთითებს.

კლუბის წევრებმა  სოციალურ პრობლემებზეც ისაუბრეს - კიდევ ერთხელ დასვეს განსახლების საკითხი - რომ დევნილთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს არასაკმარისი ფართის და უხარისხოდ შესრულებული  სარემონტო სამუშაოების გამო.

ქალებმა ყურადღება თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაზეც გაამახვილეს - აღნიშნეს, რომ დევნილი ქალების ცხოვრება ერთფეროვანია, მსგავსი შეხვედრები კი ახალი ინფორმაციის მიღების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 44 | დაამატა: admin | თარიღი: 07.07.2010 | კომენტარი (0)

„ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები" - ასეთი იყო თემა გოგონათა კლუბისა  „აფხაზეთი - მინდა ყველაფერი ვიცოდე" , რომელიც ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა.

კლუბის მონაწილეთათვის თემა მახლობელი აღმოჩნდა. მათ ბევრი მაგალითი მოიყვანეს შერეული ოჯახების ცხოვრებიდან.

„ახლახან ჩემმა ბიძამ აფხაზი ქალი შეირთო. ძალიან ბედნიერები არიან. ასეთი მაგალითი ბევრია ჩვენს ირგვლივ, ეს ჩვენი ხალხების მშვიდობიანი მომავლის იმედს იძლევა," - აღნიშნა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა.

  

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 16 | დაამატა: moderatori | თარიღი: 05.07.2010 | კომენტარი (0)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მედიის როლის მნიშვნელობაზე  აქტიური დისკუსიები გაიმართა ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე წყალტუბოში.

შეხვედრაზე მოწვეული იყო ადგილობრივი გაზეთ "წყალტუბოს” რედაქტორის მოადგილე - ეთერ დევიძე. მან ამომწურავი პასუხები გასცა შეკითხვებს  და თავის მხრივ რეკომენდაციებითაც მიმართა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რათა ქალს უფრო მეტი შესაძლებლობა მისცენ საკუთარი თავის რეალიზებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ რედაქციის მხრიდან იყო დიდი სურვილი მკითხველისთვის გაეცნო წყალტუბოში ყველა ქალი კანდიდატი, მათ მხოლოდ ერთმა ქალბატონმა მიმართა მხარდაჭერისთვის.  

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აუცილებელია მუშაობის გააქტიურება წყალტუბოში ინფორმაციული ვაკუუმის აღმოსაფხვრელად, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილად არ არის განებივრებული ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთებით.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 89 | დაამატა: admin | თარიღი: 05.07.2010 | კომენტარი (0)

გოგონათა კლუბმა „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" ქუთაისსა და წყალტუბოში გამართა შეხვედრები.

ერთ-ერთ შეხვედრას დაესწრო შვედი მოხალისე ტერეზა სვედბერგი. რომელმაც ინტერესით მოისმინა დევნილი გოგონების მონათხრობი აფხაზეთის კულტურაზე, ტრადიციებზე, სამზარეულოზე.

მონაწილეები კმაყოფილები აღნიშნავენ, რომ კლუბი „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" მნიშვნელოვანია. რადგან ბევრ საინტერესო ინფორმაციებს იგებენ აფხაზეთზე. ყოველი შეხვედრა ერთმანეთისაგან განსხვავებულია, რაც მუშაობას საინტერესოს ხდის.   

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 54 | დაამატა: admin | თარიღი: 29.06.2010 | კომენტარი (0)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებას და ახლად არჩეულ საკრებულოსთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივას დაეთმო ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ხონში.

არჩევნების შეფასებისას აღინიშნა, რომ ხონში ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 61,09% (ცესკოს მონაცემებით).

მიუხედავად იმისა, რომ არჩეული საკრებულოს წევრებს შორის ვერცერთი ქალი ვერ მოხვდა, კლუბის წევრები გეგმავენ ადგილობრივ მთავრობაში მოსული მამაკაცების  წინაშე მეტი აქტიურობით დააყენონ  სოციალური და სხვა სახის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია ხონში მცხოვრები დევნილებისა და ასევე ადგილობრივებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 63 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.06.2010 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა წყალტუბოში სასიამოვნო ამბით დაიწყო - წყალტუბოს საკრებულოში ერთი ქალი იქნა არჩეული. ხათუნა წერეთელი, სოფ. მექვენას მაჟორიტარი კანდიდატი "თორთლაძე - დემოკრატიული პარტიიდან”.

კლუბის წევრები ადგილობრივ დონეზე ხელისუფლებაში გენდერული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდებოდნენ და ამის უმთავრეს მიზეზად დაასახელეს პარტიების მხრიდან სიებში ქალთა ნაკლები ჩართულობა. 

არჩევნების შეფასებისას აღინიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ქალთა აქტიურობა, როგორც ყოველთვის, მაღალი იყო. კლუბის თითქმის ყველა წევრი უშუალოდ მონაწილეობდა საარჩევნო პროცესებში  საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად, მდივნებად ან კომისიის წევრებად.  

კლუბის წევრებმა სურვილი გამოთქვეს,  ითანამშრომლონ წყალტუბოს საკრებულოს წევრ ერთადერთ ქალბატონთან. დაიგეგმა მისი მოწვევა კლუბის მომდევნო შეხვედრაზე.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 40 | დაამატა: moderatori | თარიღი: 22.06.2010 | კომენტარი (0)

 

- 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით ოზურგეთის საკრებულოში სამი ქალი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ძველი და აქტიური წევრი  ირინა საჯაიაა -  ამ სასიხარულო ინფორმაციით დაიწყო კლუბის შეხვედრა ოზურგეთში.

აღინიშნა, რომ ირინა საჯაია საკრებულოში მუშაობის პერიოდში გამოირჩეოდა ინიციატივებითა და აქტიურობით. სასიხარულოა, რომ მას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი გააგრძელოს წინა წლებში დაწყებული მუშაობა. კლუბის წევრები მისგან  სიახლეებს ელოდებიან სხვადასხვა სფეროებში.

კლუბის შეხვედრაზე მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაანალიზეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები.  მიიჩნევენ, რომ საზოგადოება გენდერული თვალსაზრისით უფრო აქტიური გახდა, რაც მათი აზრით, წინასაარჩევნოდ გაწეული აქტიური მუშაობის შედეგია.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 89 | დაამატა: admin | თარიღი: 16.06.2010 | კომენტარი (0)

 

ხალისიანი განწყობით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში. შეხვედრის მონაწილეებმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრს, პროფესიით ჟურნალისტ  ქალბატონ ნაზიბროლა ქობულაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. აღსანიშნავიას, რომ ქალბატონი ნაზიბროლა ერთი წელია ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გენდერული თვალსაზრისით პროგრესი შეინიშნება.  ბათუმში წინა მოწვევის საკრებულოში  არც ერთი ქალი არ იყო წარმოდგენილი, წელს კი სამი ქალი იქნება.

- ჩემი საზრუნავი ბათუმის საკრებულოში იქნება ის, რომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და განათლება იყოს უზრუნველყოფილი.  სახელმწიფოსთვის უმთავრესი განათლებული და ჯანსაღი მომავალი უნდა იყოს - აღნიშნა ნაზიბროლა ქობულაძემ.

ამომრჩეველ ქალთა კლუბს ესწრებოდა შვედი მოხალისე სტუდენტი - ტერეზ სვედბერგი (ის ფონდ „სოხუმში" სტაჟირებაზე იმყოფება), რომელმაც დამსწრე საზოგადოებას თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.  შვედეთში როგორ მიაღწიეს ქალებმა  პოლიტიკურ წარმატებებს, რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ქალთა რიცხვი გაიზარდა მმართველობით თუ თვითმმართველობით ორგანოებში.

მონაწილეთა აზრით, შვედი ქალების გამოცდილება ქართულ პოლიტიკას მართლაც წაადგება. გედერული თვალსაზრისით საქართველო 120-ე ადგილზეა, შვედეთი კი მეორე ადგილს იკავებს!

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 56 | დაამატა: admin | თარიღი: 12.06.2010 | კომენტარი (0)

 

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი დარეჯან ცხვიტარია, უკვე მეორედ გახდა ფოთის საკრებულოს წევრი. მას წარმატება მიულოცეს კლუბის წევრებმა - მისმა თანაქალაქელებმა, თანამოაზრეებმა, მეგობრებმა.

- ჩემთვის პრიორიტეტი ადამიანებთან ურთიერთობაა. ყველაფერს გავაკეთებ მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა სამომავალოდ უფრო დიდი განაცხადის გაკეთებას პოლიტიკაში, მისი  პასუხი ასეთია:

 -  ჯერჯერობით ამაზე ფიქრი ნაადრევია. თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ.  როგორ შეიძლება ჯარისკაცი იყო და გენერლობაზე არ ფიქრობდე.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ მისი აქტიურობა ადგილობრივ თვითმმართველობაში გადამდები და სტიმულის მიმცემი იქნება კლუბის დანარჩენი წევრებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 59 | დაამატა: admin | თარიღი: 10.06.2010 | კომენტარი (0)

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა სოფელ ბიაში გაიმართა.

კლუბის ლიდერმა, მაჟორიტარობის კანდიდატმა  ქალბატონმა მანანა შულაიამ. რომელიც ამავე სოფელში იყრის კენჭს, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს, სოფლის მკვიდრ ქალბატონებს, საკუთარ სახლში უმასპინძლა.

-საკუთარ სახლში მოგიწვიეთ, რათა გაჩვენოთ, რომ მეც თქვენნაირი ქალი ვარ, იგივე პროლემები მაწუხებს, რაც თქვენს ოჯახებს. ჩვენ დღეს არ ვისაუბრებთ ზოგად საკითხებზე,  იმ კონკრეტულ პრობლემებზე შევჩერდებით, რომელიც ჩვენი სოფლის მოსახლეობას აწუხებს და დროულ გადაწყვეტას საჭიროებს.

შეხვედრაზე მანანა შულაიამ დამსწრეთ თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო. აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში  პრიორიტეტი დასაქმება იქნება. რადგან როგორც დანარჩენ საქართველოში, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას სოფელ ბიაში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 91 | დაამატა: admin | თარიღი: 20.05.2010 | კომენტარი (0)

წინასაარჩევნო ეიფორია ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბზეც აისახა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა,  ქალთა კლუბის ლიდერმა ქალბატონმა, დარეჯან ცხვიტარიამ კლუბის წევრებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

 ადამიანების დასაქმება, სოციალური საკითხების უზრუნველყოფა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა , - დარეჯან ცხვიტარიას პროგრამაში  პრიორიტეტეული საკითხებია. კანდიდატი მიიჩნევს, რომ საკრებულოში მუშაობისას უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და მომავლში, გამარჯვების შემთხვევაში, უფრო ეფექტურად გააგრძელებს მუშაობას აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად.

- ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედით ეგებებიან მოახლოებულ არჩევნებს. მიიჩნევენ, რომ ქალების რიცხვი საკრებულოში გაიზრდება და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 61 | დაამატა: admin | თარიღი: 19.05.2010 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმის" ოფისში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წინასაარჩევნო შეხვედრა შედგა.  კანდიდატებმა - ნატო ქათამაძე („ალიანსი საქართველოსთვის") და ლია გვენეტაძე („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"), რომლებიც ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბსაც წარმოადგენენ, თავიანთი საარჩევნო პროგრამებით წარსდგნენ კლუბის წევრების წინაშე.

პროგრამების წარდგენის შემდეგ კანდიდატებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატი ქალბატონებისათვის პრიორიტეტულია სოციალური სფერო, ჯანდაცვა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ბიუჯეტის სწორად განაწილებას.

გარკვეული საკითხების მიმართ შეხვედრის მონაწილეებს სხვადასხვა პოზიციები აღმოაჩნდათ, რაც ცხარე დისკუსიების საბაბი გახდა.

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ ამომრჩეველთა ინფორმირებულობის დონე გაიზარდა, როგორც საარჩევნო კანონმდებლობასთან, ასევე გენდერულ საკითხებთან მიმართებაში, რაც, მათი აზრით, არჩევნების შემდეგ გამოჩნდება და წინა წლებთან შედარებით საკრებულოში ქალების რაოდენობა გაიზრდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 223 | დაამატა: admin | თარიღი: 18.05.2010 | კომენტარი (0)

- რომელი ისტორიული ძეგლები იცით აფხაზეთში, რა გსმენიათ ამ ძეგლების შესახებ  - ამ შეკითხვით დაიწყო გოგონათა კლუბმა „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" მუშაობა, რომელიც ფონდ „სოხუმში" ჩატარდა.

მონაწილე გოგონები ყვებოდნენ მშობლებისგან გაგონილსა თუ სხვადასხვა ჟანრის  ლიტერატურაში წანაკითხ ისტორიებს ილორის, ბედიის ტაძარზე, ახალ ათონზე.

 აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრებს ადგილობრივი გოგონებიც შეუერთდნენ.

- მე არა ვარ აფხაზეთიდან, მაგრამ ბევრი დევნილი მეგობარი მყავს. აფხაზეთი ჩემი სამშობლოს ნაწილია და მინდა, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე მასზე. კლუბის შეხვედრას სიამოვნებით ვესწრები, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თაობას ამის საშუალება აქვს.

 მომდევნო შეხვედრაზე, 17 მაისს,  კლუბის წევრებმა ფოტოგამოფენა მოაწყვეს: „ფოტოგრაფიები საოჯახო ალბომიდან".

აფხაზეთში სხვადასხვა დროს გადაღებულმა შავთეთრმა სურათებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს წარსული, ის ბედნიერი წლები, რომელიც აფხაზებისა და ქართველების თანაცხოვრებას უკავშირდებოდა.

 კლუბი მომდევნო თვეში კვლავ შეიკრიბება, შეხვედრის თემა ისევ აფხაზეთი იქნება.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 84 | დაამატა: admin | თარიღი: 17.05.2010 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში სასიამოვნო სიახლით დაიწყო - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების  კანდიდატი, სიით მეორე ნომერი, ნაზიბროლა ქობულაძე სერიოზულ პოლიტიკურ კარიერას იწყებს. უნდა აღნიშინოს, რომ ნაზიბროლა ქობულაძე 2010 წლიდან ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრიცაა.

კლუბის ლიდერებმა ინგა მებონიამ და ნონა ჩხეიძემ მონაწილეებს გააცნეს ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით,  რა მდგომარეობაა წინასაარჩევნოდ აჭარაში, რა რაოდენობით არიან  წარმოდგენილები საარჩევნო სიებში ქალები.

კლუბის წევრები თვლიან, რომ წინა წლებთან შედარებით ქალთა ჩართულობა გაიზარდა და სამომავლოდ უკეთეს შედეგებს უნდა ველოდოთ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 75 | დაამატა: admin | თარიღი: 14.05.2010 | კომენტარი (0)

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბზე წინასაარჩევენო განწყობაა.

შეკრებილებმა  მაჟორიტორობის კანდიდატებისაგან საარჩევნო პროგრამები მოისმინეს. აღნიშნული კანდიდატები ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები არიან.  

პროგრამების გაცნობის შემდეგ მონაწილეებმა შეკითხვებით მიმართეს კანდიდატები: რამდენად პრიორიტეტულია დევნილთა საკითხები, რას გააკეთებენ კანდიდატები საკრებულოში მოსვლის შემთხვევაში.   

შეხვედრის მონაწილეებმა განათლების სისტემაში არსებული პრობლემებიც წამოჭრეს და კანდიდატებისაგან მოისმინეს ინფორმაციები გამარჯვების შემთხვევაში რა სახის ცვლილებებს შეიტანენ ამ სფეროში.

მაჟორიტარმა კანდიდატებმა წამოჭრილ საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს, ისინი ვარაუდობენ, რომ წინა წლებთან შედარებით ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების რიცხვი გაიზრდება, რაც იმის დასტურია, რომ ქალთა საკითხები უფრო პრიორიტეტული გახდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 67 | დაამატა: admin | თარიღი: 12.05.2010 | კომენტარი (0)

წინასაარჩევნო პერიოდში ქალთა კლუბებს განსაკუთრებული გამოცოცხლება ეტყობათ. კლუბის წევრები ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ იმ პროცესებში, რომელიც ქალთა გააქტიურებას უკავშირდება. 

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ზუგდიდში წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლისაგან მიიღეს ინფორმაცია 28 აპრილს, თბილისში ჩატარებული კონფერენციის შესახებ, რომელიც გულისხმობდა  - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას.  განხილულ იქნა  - ამავე კონფერენციაზე მიღებული სამოქმედო გეგმა.

 მონაწილეებმა მოისმინეს აგრეთვე ინფორმაციები ახალციხეში ჩატარებული ტრენინგის შესახებ,  რომელიც  კვინას მხარდაჭერით ჩატარდა და გენდერულ საკითხებს მოიცავდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა არაერთი მაგალითი  უცხო ქვეყნების გამოცდილებაზე, მათ შორის გამოიყო - შვედეთი, - რომელმაც ეტოპობრივად, დაახლოებით 100 წლის შემდეგ მიაღწია გენდერულ  თანასწორობას და რუანდა, - მან დაახლოებით 3 არჩევნების შემდეგ  56 პროცენტამდე გაზარდა ქალთა წარმომადგენლობა.

- თუკი უცხო ქვეყნების გამოცდილებას დავეყრდნობით, საქართველომ რაღაც ახალი, თავისი გზა უნდა აირჩიოს- აღნიშნეს კლუბის წევრებმა.

შეხვედრას კლუბის წევრი და მაჟორიტარი კანდიდატი - „ალიანსი საქართველოსათვის" ნონა თოლორაია ესწრებოდა. მან კლუბის წევრებს თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 116 | დაამატა: admin | თარიღი: 05.05.2010 | კომენტარი (0)

საინტერესო ინფორმაციებით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბი ოზურგეთში.  

„2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა საქართველოში" - ინფორმაცია 28 აპრილს, თბილისში გამართული კონფერენციის შესახებ  კლუბის წევრებმა ფონდი „სოხუმის" წარმოდგენლისაგან მიიღეს. მონაწილეები გაეცნენ ასევე, ამავე კონფერენციაზე მიღებულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწერენ  ხელს. მასში გაწერილია თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართულ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ სამოქმედო გეგმა პოლიტიკურ პარტიებს ერთგვარ პასუხისგებლობას აკისრებს, რაც იმის გარანტი იქნება, რომ ამ გზით ქალები პოლიტიკაში ღირსეულ ადგილებს დაიკავებენ.

ქალთა კლუბის წევრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ახალციხეში ჩატარებული ტრენინგის შესახებ, რომელიც  ქალთა პოლიტიკური აქტიურობის გაზრდას ეხებოდა.

გაეცნენ იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც გენდერული პრობლემები ქვეყანაში წარმატებით გადაჭრეს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 77 | დაამატა: admin | თარიღი: 04.05.2010 | კომენტარი (0)

29 აპრილს ქუთაისში, ფონდ „სოხუმში" ახალგაზრდა გოგონები შეიკრიბნენ  სალაპარაკო ინგლისური ენის კლუბზე. კლუბის წამყვანია ანია ვესტბერგი შვედეთიდან, რომელიც ფონდ „სოხუმში" მარტიდან ივნისამდე სტაჟირებაზე იმყოფება.

სალაპარაკო ინგლისური ენის კლუბი - ეს ის ადგილია, სადაც გოგონები სწავლობენ ენას, მშვიდ, მეგობრულ ატმოსფეროში იღებენ პრაქტიკას. ეს არ არის სასწავლო კლასი, არამედ ადგილია არაფორმალური დისკუსიისათვის.

კლუბის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ  ინგლისურად ილაპაროკონ მათთან, ვისაც ენდობიან და ვისთანაც თავს მხიარულად გრძნობენ. კლუბზე განსახილველ მასალებს თავად მონაწილეები ირჩევენ. მათი ინტერესებიდან გამომდინარე სვამენ შეკითხვებს გენდერულ თანასწორობაზე, კულტურაზე, ყვებიან აგრეთვე პირად გამოცდილებაზე და ინტერესებზე.

კლუბის შეხვედრები გაიმართება 17 ივნისამდე.  ყოველ ხუთშაბათს, 15: 00 სთ-ზე ფონდი „სოხუმის"  ოფისში.  ნებისმიერი ასაკის ქალებს, ნებისმიერ დროს  შეუძლიათ შემოგვიერთდნენ.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 128 | დაამატა: admin | თარიღი: 29.04.2010 | კომენტარი (0)

 

როგორც ყოველთვის,  ნაყოფიერი იყო წყალტუბოში ჩატარებული ამომრჩეველ ქალთა კლუბი.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები საარჩევნო კანონთან და მასში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

საუბარი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე.

 შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის ორი წევრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, მაია შალანბერიძე და ნანა იოსელიანი(ახალი მემარჯვენეები).

დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კლუბის მუშაობამ.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 83 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2010 | კომენტარი (0)

ხონში, როგორც სხვა ქალაქებში,  წინასაარჩევნო განწყობა შეინიშნება, რაც ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობასაც ეტყობა. დევნილთა სოციალური პრობლემები, განსახლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გაჭიანურებული სარემონტო სამუშაოები კვლავაც დღის წესრიგშია და გადაწყვეტას საჭიროებს.

კლუბის წევრთა თქმით, წინასაარჩევნო შეხვედრები დევნილ ამომრჩევლებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის ჯერ არ დაწყებულა. შესაბამისად, არ იცნობენ მათ საარჩევნო პროგრამებს.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია მოეწყოს შეხვედრები  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, რადგან არაერთი შეკითხვა დაუგროვდათ  კანდიდატებთან.  აინტერესებთ, რომელი სფეროებია პრიორიტეტული ამა თუ იმ პარტიისათვის, რამდენად არის გათვალისწინებული დევნილთა პრობლემები, როგორ არის დაკომპლექტებული კანდიდატთა სიები და რა ადგილები უჭირავთ ამ სიებში ქალბატონებს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 71 | დაამატა: admin | თარიღი: 22.04.2010 | კომენტარი (0)

ზუგდიდში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარობის  კანდიდატები (რესპუბლიკური პარტია) ნონა თოლორაია და ნანა ხუფენია ესწრებოდნენ.

კანდიდატებმა თავიანთი საარჩევნო პროგრამები გააცნეს დამსწრეთ. აღნიშნეს, რომ სოფლებში არაერთი პრობლემაა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს.

-   ვეცდები, მოსახლეობის ყველა პრობლემა წამოვჭრა საკრებულოში: აღსადგენია სოფლის კლუბი, მოსაწესრიგებელია გზები,  არ არის ბაგა-ბაღი, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური რობლემაა, ბაგა-ბაღის შენობაში დევნილები არიან შესახლებული, - აღნიშნა ნონა თოლორაიამ.

მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარება სწორედ ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი. - ვეცდები ჩემი მხარდამჭერების იმედები გავამართლო! - განაცხადა კანდიდატმა.

ნონა თოლორაიასა და ნანა ხუფენიას წინასაარჩევნო განწყობა ოპტიმისტურია. ზუგდიდის კლუბის წევრები წინასაარჩევნოდ კანდიდატთა მხარდამჭერ აქციას გეგმავენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 195 | დაამატა: admin | თარიღი: 20.04.2010 | კომენტარი (2)

"ჩვენ უნდა წავიდეთ წინ - მოდერნიზაციისაკენ, ევროკავშირისაკენ! ჩვენი მთავარი მესიჯი საზოგადოების მიმართ სწორედ ეს არის", - არმაზ კახიძე, ახალი მემარჯვენეები.

ბათუმში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბს  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი მამაკაცებიც ესწრებოდნენ: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - ავთანდილ ჩიხვაძე, „ახალი მემარჯვენეები" - არმაზ კახიძე და შალვა გოგოტიძე.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და პრიორიტეტულ სფეროებზე გაამახვილეს ყურადღება: ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, გზები, ტრანსპორტი.

აქცენტი მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაკეთდა. აღინიშნა ისიც, რომ ბათუმის სარკრებულოში არც ერთი ქალი არ არის წარმოდგენილი. მიზეზად ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი არმაზ კახიძე ქალთა მხრიდან პასიურობას ასახელებს.

შეხვედრის დასასრულს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალბატონთა მისამართით ერთგვარი მოწოდებაც კი გააკეთეს - "დიდი სიამოვნებით მივიღებდით ქალბატონებს ჩვენს რიგებში".

ბათუმის კლუბის წევრი ქალბატონები იმედოვნებენ, რომ აჭარაში მოქმედ პოლიტიკურ პატიებს სულ მალე ქალბატონებიც შეუერთდებიან.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 110 | დაამატა: admin | თარიღი: 16.04.2010 | კომენტარი (0)

რას გვპირდებიან პოლიტიკური პარტიები, როგორია მათი წინასაარჩევნო პროგრამები, რამდენად არის დაცული გენდერული ბალანსი საარჩევნო სიებში - ამ თემებზე სასაუბროდ ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბს ესტუმრნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები(ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, ქრისტიან-დემოკრატები).

საარჩევნო პროგრამების განხილვის პარალელურად შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საარჩევნო სიებში არსებულ გენდერულ დისბალანსზე. პარტიის წარმომადგენლები უმთავრეს მიზეზად ქალთა ნაკლებ აქტიურობას მიიჩნევენ და თვლიან, რომ მეტი ინიციატივა უნდა წამოვიდეს ქალებისგან.

შეხვედრაზე საუბარი იყო ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა მოსვლის აუცილებლობაზე. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალებისათვის ყოველთვის პრიორიტეტულია სოციალური საკითხები, საკრებულოში მათი მოსვლის შემთხვევაში გაიზრდება ხელმისაწვდომობა პრობლემის მოგვარებისადმი.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 86 | დაამატა: admin | თარიღი: 15.04.2010 | კომენტარი (0)

ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაერთი ქალი კანდიდატია წარმოდგენილი. როგორც გაირკვა, ნაციონალურ პარტიას ოთხი ქალბატონი ყავს წარმოდგენლი თავის სიაში. მეოთხე ნომერი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი დარეჯან ცხვიტარიაა.

ის უკვე მეორედ იყრის კენჭს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მიიჩნევს, რომ   მეტი ქალი პოლიტიკაში უფრო მეტად დაარეგულირებს სოციალურ პრობლემებს.

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ამჯერად ნაბადას მუნიციპალიტეტში გაიმართა - კანდიდატი დარეჯან ცხვიტარია თავის ამომრჩევლებს შეხვდა. საკრებულოში ყოფნის პერიოდში შესრულებულ საქმიანობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მონაწილეები აქტიურობით გამოირჩეოდნენ. მათი შეკითხვებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის სფეროებია პრიორიტეტული.

კანდიდატი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სწორედ ამ საკითხებით იყო დაკავებული და საკრებულოში მოსვლის შემთხვევაში უფრო აქტიურად გააგრძელებს  ამ მიმართულებით მუშაობას.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 129 | დაამატა: admin | თარიღი: 14.04.2010 | კომენტარი (0)

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება  ინფორმაციის საჯაროობაზე გამახვილდა. ხაზგასმით ითქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა საარჩევნო პროცესების დროს, რადგან მეტი კავშირები უნდა არსებობდეს ამომრჩეველსა თუ კანდიდატებს შორის.

ფონდი სოხუმის პროექტის ასისტენტმა მონაწილეებს გააცნო საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული ინფორმაციები.

ოზურგეთში ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა  კანდიდატ ქალებთანაა დაგეგმილი. კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ  ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საარჩევნო პროგრამების შესახებ და ამასთანავე მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე, რომელიც ძირითადად სოციალურ, ჯანდაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებს უკავშირდება.

კლუბის წევრები თვლიან, რომ საარჩევნო პროცესებში ბევრი ქალია ჩართული, რაც მათი  აზრით ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების სამართლიან და ობიექტურ წარმართვას.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 157 | დაამატა: admin | თარიღი: 06.04.2010 | კომენტარი (16)

ფონდი „სოხუმის" იურისტმა ოზურგეთის ამომჩეველ ქალთა კლუბის წევრებს  საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები და დამატებები გააცნო -

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხს, ამომრჩევლის უფლებებსა და მოვალეობებს.

შეკრებილებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებულ საკონონმდებლო სიახლეებზე. გაჩნდა შეკითხვები, რა შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები. როგორ ხდება ვადების დანიშვნა.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს შორის არიან ისეთები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში -  კომისიის წევრებად, დამკვირვებლებად. კლუბის წევრები ინტერესით ელოდებიან მოახლოებულ არჩევნებს, ისინი  მიიჩნევენ, რომ მოსახლეობა არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება და ახალ საკრებულოში ქალთა  წარმომადგენლობა გაიზრდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 105 | დაამატა: admin | თარიღი: 30.03.2010 | კომენტარი (0)

1 2 »
2009 წლის არქივი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 36
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0