აგვისტოს თაკარა სიცეების მიუხედავად რეპროდუქციული ჯამრთელობის თემაზე შეხვედრებს ქალთა რაოდენობა არ აკლდება...
აქტუალურია თითოეული საკითხი რომელიც იხილება შეხვედრებზე, თითოეულ ქალბატონს გულდასმით უსმენს ექიმი-რეპროდუქტოლოგი და შეკითხვებს ამომწურავ პასუხებს სცემს...
შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებშიქუთაისში (31.08.10), ფოთში (04.08.10), წყალტუბოში (25.08.10), ხონში (26.08.10), სენაკში (09.08.10) და ზუგდიდის რ-ნ სოფელ ხურჩაში (23.08.10) ჩატარდა.
"თქვენი შეხვედრები ჩვენთვის ძალიან საჭიროა, აქ ვღებულობთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას, გვაქვს საშუალება სპეციალისტს შევეკითხოთ, მოვუყვეთ ჩვენს ჯამრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ჩვენთვის ერთადერთი ადგილია სადაც ამის საშაულება გვეძლევა.... ”
ფსიქოლოგთან შეხვედრის დროს იგპ ქალები მუდმივად საუბრობენ თავიანთ ცუდ განწყობაზე, დანაკარგებზე, მწუხარებაზე, უკმაყოფილებაზე. ფსიქოლოგის აზრით ისინიორმაგად ვნებენ საკუთარ ჯანმრთელობას.
„მოდით, ვკითხოთ საკუთარ თავს, რატომ უნდა ვიდარდოთ ცუდის გამო. თქვენ გაქვთ ჭკუა და სული, გამოიყენთ ისინი დანიშნულებისამებრ. სულისთვის დატოვეთ სიხარული, პრობლემებზე კი ჭკუამ იზრუნოს. იდარდოთ მხოლოდ ცუდზე, ეს მარტო რაღაცის კონსტანტაცია არ არის, ნეგატიური დატვირთვაა, არ ღირს ამის გაკეთება. ცუდის დავიწყება ყოველთვის რთულია. გულთან ახლოს მიიტანეთ არა ცუდი, არამედ ნათელი. დაიმახსოვრეთ, - ვისაც შეუძლია კმაყოფილება, ის ყოველთვის კმაყოფილია".
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებშიჩატარდა 6 ჯგუფური და ოთხი ინდივიდუალური შეხვედრები. მონაწილეობა მიღო 76-მა იგპ ქალმა.
ფსიქოლოგის არც ერთ შეხვედრას არ ჩაუვლია, შიდაოჯახურ კონფლიქტებზე, კამათსა თუ დაძაბულ ურთიერთობებზე რომ არ იყოს საუბარი.
ივლისში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა 10 ჯგუფური და 11 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში, სადაც 59ქალმა მიიღო მონაწილეობა.
საოჯახო კრიზისი მაშინ ჩნდება, როცა:
- ფიქრობ, რომ არასწორი არჩევანი გააკეთე,
- თქვენი ურთიერთობები არ ჰგავს ადრინდელს,
- არ გინდა იბრძოლო ძველი თბილი ოჯახური ურთიერთობებისათვის,
- ჩხუბი და კონფლიქტები უმიზეზოდაც ხდება,
-არ არის ახლობელი ადამიანის გახარების სურვილი,
-არ გაკმაყოფილებს ურთიერთობები.
მთავარი მიზეზი ის არის, რომ არ გინდა პასუხისმგებლობის აღება შენი როლისათვის, როგორც „ქმარმა" ან „ცოლმა". აუცილებელია გაიგონო და უსმინო შენს მეორე ნახევარს, იპოვო ოქროს შუალედი და ორივეზე გაანაწილო პასუხისმგებლობა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ხონში, წყალტუბოში, ფოთში, ქუთაისში და სენაკში მორიგი შეხვედრებიშედგა რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე -
პირადი ჰიგიენა, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები, კლიმაქტერული პერიოდი, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, აბორტი და მასთან დაკავშირებულიშემდგომი პრობლემები, ჰორმონალური დარღვევები.მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია დასავლეთ საქართველოსსხვადასხვა რეგიონში მიმდინარე სარძევე ჯირკვლის უფასო გამოკვლევებისდა მიმდინარე პაპილომავირუსის ვაქცინაციის შესახებ.
შეხვედრებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, ადგილობრივი, დევნილიქალბატონები და გოგონები ესწრებოდნენ.
შეხვედრები გამოირჩეოდა მონაწილეთა დიდი ინტერესით, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ აღნიშნული თემატიკა აქტუალურია.
20 ივლისს, ქუთაისში, ფონდი "სოხუმის" ოფისში ჩატარდა იმერეთის რეგიონის მე-4 ქსელური შეხვედრა SIDA - ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მიერ დაფინანსებული პროექტის "გრძელვადიანი გადაწყვეტილებები - გამოსავალი საქართველოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის” ფარგლებში.პროექტს ახორციელებს ლტოლვილთა დანიის საბჭო - იმერეთში მოქმედ პარტნიორებთან ერთად (ფონდი "სოხუმი" და "მომავლის განვითარების სახლი").
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღესიძულებით გადაადგილებულმა პირებმა იმერეთის რეგიონის (ქუთაისი, ხონი და წყალტუბო) 21 კოლექტიური ცენტრიდან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის სამმართველოს უფროსმა დავით აფციაურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იმერეთში ზაზა ჩაჩავამ, სამსახურის უფროსმა ბესიკ ჭანტურიამ, ხონის მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსმა ფრიდონ ჩიხლაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის განვითარების სახლის" ხელმძღვანელმა ავთანდილ კოხრეიძემ.
პროექტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ორ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დამთავრების შემდეგდავით აფციაურმა უპასუხა დევნილების მიერ დასმულ შეკითხებს.
ფსიქოლოგთან შეხვედრის დროს ხშირად წამოიჭრება ხოლმე ბავშვთა არასწორი აღზრდის საკითხი.
„ბავშვი დივანზე ხტუნავს, ეცემა და რაიმეს იტკენს. დედა კარნახობს: „ოჰ, რა ცუდი დივანი ხარ! რატომ ატკინე ჩვენს ლევანიკოს! ამისათვის მიგტყეპავთ!"და ბავშვიც ხალისით აკეთებს ამას.
აწი ეცოდინება, რა უნდა უქნას იმას, ვინც აწყენინებს. სცემს.
ბავშვი მშობლებისაგან სწავლობს ბევრ რამეს, ღებულობს ინსტრუქციებს, აკრძალვებსა თუ ნებართვებს, შემდგომში კი იქმნება მისი ცხოვრების სცენარი.
ივნისში ქალაქ ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრში 6 ჯგუფური და 7 ინდივიდუალური შეხვედრა გამართა ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა 57 დევნილ ქალთან.
ივნისის თვეში რეპროდუციული ჯანმთელობის საკითხებზე ჩატარდა შეხვედრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები.
შეხვედრის თემა იყო: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, მედიკამენტოზური აბორტი, კლიმაქტერიული პერიოდი, ჰორმონალური დარღვევები, ვირუსული და ინფექციური დაავადებები და სხვა.
„ჩვენთვის, რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრები რეპროდუქციულ ჯანმთელობაზე. საშუალება გვაქვს ჩვენი პრობლემები გავუზიაროთ სპეციალისტს და მივიღოთ მისგან შესაბამისი რჩევები."- ითქვა შეხვედრაზე.
- რას ნიშნავს ოჯახური ძალადობა, რა იციან ამ საკითხებზე და რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა მათ რეგიონში - ამ საკითხებზე გამართა მსჯელობასენაკის მესამე საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებთან, რომელიც ფონდი „სოხუმის" ექსპერტთა ჯგუფმა მოაწყო.
მონაწილეებმა საინტერესო დისკუსია გამართეს აღნიშნულ საკითხებზე. მათი აზრით, პრობლემა საგანგაშოა და ზიანი მოაქვს არა მარტო კონკრეტული ადამიანებისათვის, არამედ ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს მთელს საზოგადოებაზე.
მოსწავლეები განსაკუთრებით გულახდილები იყვნენ, როცა საუბრობდნენ იმ ბავშვებზე, რომლებით იზრდებიან ოჯახური ძალადობის ფონზე. ცოცხალი მაგალითებით საუბრობდნენ ძალადობის ნეგატიურ გავლენაზე.
მოსწავლეებმა იურისტებისაგან ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები ბავშვთა უფლებებზე, მოვალეობებზე. მათი აზრით, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინფორმირებულობას ძალადობის პრობლემის ირგვლივ.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ჩვეული რიტმით აგრძელებს მუშაობას.
ქუთაისში, წყალტუბოში,ხონში, სენაკში, ფოთში, ხურჩაში ყოველთვის ხალხმრავლობაა გინეკოლოგთან შეხვედრისას. რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს დიდი ინტერესით ისმენენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები.
შეხვედრების თემა იყო - ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ორსულობა, საშვილოსნოს ყელის სიმსივნეების პრევენცია და ა. შ.
მონაწილეებს დაურიგდათ თემის ამსახველი საინფორმაციო მასალები.
- მიღებული ინფორმაციები დამეხმარება დავიცვა საკუთარი უფლებები, ვიბრძოლოპრობლემების მოსაგვარებლად, ესშეხვედრები მეხმარება ვისწავლო ადამიანებთან ურთიერთობა, ვიყო თავისუფალი ყოველგვარი კომპლექსებისაგან.
- ჩემი ახლობლები და ნაცნობები მეუბნებიან, რომ ძალიან შევიცვალე, უფრო თავისუფალი და საინტერესო გავხდი. მაინტერესებს ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივ ხდება, რაც მე მეხება.
- ეს მოსაზრებები იმ გოგონებს ეკუთვნის, რომლებიც ფონდი „სოხუმის" მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობდნენ.
შეხვედრები ჩატარდა ხონისა(21.05.10.) და სენაკის(25.05.10) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ", რა იცით ამ კანონზე, როდის იქნა მიღებული, რა გინდათ იცოდეთ - ამ შეკითხვებით დაიწყო „გაკვეთილი"ფონდი „სოხუმის" იურისტმა ინგა მაღლაფერიძემ ხონის მე-4 საჯარო სკოლაში, რომელსაცუფროსკლასელები ესწრებოდნენ.
მონაწილეთა უმრავლესობას მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა კანონის არსებობაზე, რის გამოც განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს კომპეტენტური ინფორმაციები როგორ იცავს კანონი ოჯახური ძალადობის მსხვერპლს.
მსგავსი გაკვეთილების მიზანია გაიზარდოს ინფორმირებულობის დონე მოზარდებში, რათა კარგად გააცნობიერონ რას ნიშნავს ოჯახური ძალადობა და როგორია მისი სამართლებრივი დარეგულირების მექანიზმები.
- ბავშვობაში ჩემი მშობლები ხშირად მადარებდნენ სხვა ბავშვებს. არასდროს მომისმენია მათგან შექება. როცა განვაცხადე, რომ მინდა გავხდე პარიკმახერი, ჩემზე გაეცინათ და მითხრეს, რომ ჩემით არ ამაყობენ. ყოველთვის დამჯერე, მორცხვი ბავშვი ვიყავი. ყველაფრის მეშინოდა, რადგან დედას შეეძლო ჩემი ცემა, - ასეთი რამ უამბო ფსიქოლოგს თავის ბავშვობაზეერთ-ერთმა მონაწილემ.
შეხვედრაზე შექმნილმა ნდობის ატმოსფერომ უბიძგა მას ბოლომდე გახსნილიყო და ესაუბრა ბავშვობაში გადატანილ განცდებზე.
ფსიქოლოგმა მაისის თვეში 11 ინდივიდუალური და ექვსი ჯგუფური შეხვედრა მოაწყო სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილ ქალებთან.
„სამგურალი", „მედეა", „გეოლოგი"-ეს ის კოლექტიური ცენტრებია, სადაც ფონდმა „სოხუმმა" საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა პროექტის „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში" ფარგლებში. მოსახლეობაში ნიჰილისტური განწყობა შეინიშნებოდა არჩევნებთან დაკავშირებით. წყალტუბოში მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი დღემდე გაურკვეველია. რის გამოც გაღიზიანებულები და აგრესიულები არიან.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საქართველოსა და უცხო ქვეყნების მაგალითზე გენდერული თვალსაზრისით არსებულ მონაცემებს, ქალთა მოძრაობის გამოცდილებას.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურისა და ფუნქციების გაცნობა. გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ადგილობრივი დონის არჩევნებში არც ერთი დევნილი ქალი არ მონაწილეობს, რასაც იმითი ხსნიან, რომ ჭკვიანი, განათლებული ქალების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ არის სამუშაოდ გასული. რის გამოც აუცილებელია მეტი ხელშეწყობა ქალებს, რათა მათ საკუთარ ქვეყანაში მოახერხონ შესაძლებლობების რეალიზება.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (CR) (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები პროექტის „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში" ფარგლებში, რომელიცმიზნად ისახავს დევნილი ქალებისათვის ინფორმაციის მიწოდებას და საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვევას.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში სამი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. მონაწილეობდნენ დევნილი ქალები, უფროსკლასელი გოგონები, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში. შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა, რომ მონაწილეებს არა აქვთ ინფორმაციები არჩევნებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, არც კი იცნობენ საარჩევნო სიებს, არ იცნობენ ქალ კანდიდატებს და მათ საარჩევნო პროგრამებს.
მონაწილეებმა ინტერესით მოისმინეს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულიცვლილებები. სურვილი გამოთქვეს, ანალოგიური საინფორმაციოშეხვედრები სხვა კოლექტიურ ცენტრებშიც ჩატარდეს, რათა დევნილი მოსახლება კარგად იცნობდეს საარჩევნო კანონმდებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურას, ფუნქციებსა და დანიშნულებებს.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი)(CR) მხარდაჭერით.
ფონდი „სოხუმი"საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების რესურსების " მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში". შეხვედრების მიზანია საქართველოში და მთელს მსოფლიოში გენდერული თვალსაზრისით არსებული სიტუაციის გაცნობა, საარჩევნო კანონდებლობაში და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე იგპ ქალთა ინფორმირულობის გაზრდა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 18 საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოში.
შეხვედრები შვიდ მაისს ქუთაისში დაიწყო. დევნილთა მე-5 სკოლაშიორი შეხვედრა მოეწყო პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან. მონაწილებმა მიიღეს ინფორმაციები საარჩევნო კანონმდებლობაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე და ფუნქციებზე. დისკუსიების დროს გამოიკვეთა რატომ არის აუცილებელი ქალთა რიცხვის გაზრდა პოლიტიკაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში.
ანალოგიური შეხვედრები ჩატარდა 11-13 მაისს ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში ჩასახლებულ დევნილებთან.
შეხვედრის მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ინფორმაციული თვალსაზრისით ეს შეხვედრები მათთვის სტიმულის მიმცემი იქნება, აქტიურად ჩაერთონ არჩევნებში და მხარი დაუჭირონ ქალ კანდიდატებს.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) (CR) მხარდაჭერით.
აპრილში იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან 12 ჯგუფური და 17 ინდივიდუალური შეხვედრა ჩატარდა. მასში სულ 107 -მა ქალმა მიიღო მონაწილეობა.
დევნილი ქალების უმრავლესობას აწუხებს უმუშევრობა, ფულის უკმარისობა.
„მე ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც არასოდეს გვყოფნიდა ფული, მამაჩემი და დედაჩემი თავიანთი ხედვებით პრინციპულად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ბავშვობიდანვე ვგრძნობდი ფულის მაგიურ ძალას. ის ახლაც არ მყოფნის, როცა უკვე საკუთარი ოჯახი მაქვს. მტკივნეულად განვიცდი ამგვარ მდგომარეობას."
ფსიქოლოგის კომენტარებიდან: ადამიანში ფულისადმი დამოკიდებულება სხვადასხვა ფაქტორების ხელშეწყობით ყალიბდება, ბევრი რამეა დამოკიდებული ბავშობისდროინდელშთაბეჭდილებებზე.
დემოკრატიულ ოჯახებში, სადაც ფინანსური საკითხები ერთობლივად წყდება, ოჯახის ამ სტილს ბავშვი თავადაც იღებს. ხოლო თუ ოჯახის პოლიტიკას ძალით გახვევენ, მაშინ შეიძლება გაგიჩნდეს პროტესტი ოჯახური ტრადიციების მიმართ.
აპირილის თვეში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ჩატარდა შეხვედრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
შეხვედრებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები - ქალები და გოგონები.
შეხვედრის თემა იყო - კლიმაქტერიული პერიოდი, ფეხმძიმობისას საკუთარი თავის მოვლა, ვირუსული და ინფექციური დაავადებები, პირადი ჰიგიენა და სხვა.
„არც თუ ისე ხშირია ასეთი შეხვედრები რეგიონებში. ყოველ შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით. გვიხარია ის, რომ საშუალება გვაქვს გავესაუბროთ სპეციალისტს, ვკითხოთ, მოვუყვთ ჩვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მივიღოთ გარკვეული რჩევა-დარიგება."- ასე შეაფასა ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნული შეხვედრა.
დევნილი მოსახლეობის შესაძლებლობის გაზრდა განსახლების პროგრამის დროს წარმოშობილი პრობლემის გადაწყვეტის საქმეში - ამ საკითხების განხილვას მიეძღვნა ხონში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულიმე-3 ქსელური შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგებით მომზადებული აქტიური ჯგუფებიშვიდი კოლექტიური ცენტრიდან (ქუთაისი- პანსიონატი „წყლწითელა"; ხონის სამხედრო დასახლება, ვანი - ტურბაზა „არგო", კოტეჯები, პროფტექსასწავლებლის საერთო საცხოვრებელი, კურორტი ამაღლება, შუამთის პროფ-სასწავლებლის საერთო საცხოვრებელი).
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ დონორი ორგანიზაციის, ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების, პარტნიორი ორგანიზაცია „მომავლის განვითარების სახლისა" და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები განსახლების საკითხებთან დაკავშირებით. მათ მიერ დასმული პრობლემების გარშემო მიიღეს შესაბამისი პასუხები და კონსულტაციები.
მარტის თვეში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგის მიერქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ფოთის, ოზურგეთის, კოპიტნარის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში 14 ჯგუფური და 11 ინდივიდუალური შეხვედრა ჩატარდა.
თითოეული შეხვედრა ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. მონაწილეები ცდილობდნენ ღიად ესაუბრათ ფსიქოლოგთან და მიეღოთ მისი რჩევები.
- როცა რაღაცა ძალიან გაწუხებთ, შეხედეთ სიტუაციას სხვა მხრიდან და თქვენ აუცილებლად დაინახავთ მასში კარგს, დადებითს - ეს ფსიქოლოგის რჩევაა.
შეხვედრის მონაწილე ქალები თვლიან , რომ შეხვედრის შემდეგ მათ სული უმსუბუქდებათ და პრობლემებს სხვა თვალით უყურებენ. მიღებული რჩევები ეხმარებათ გაიადვილონ ცხოვრება და მასში მხოლოდ კარგი იპოვონ.
- ეს შეხვედრები გვეხმარება გავიგოთ და შევისწავლოთ საკუთარი უფლებები. რადგან როგორც ქალს, ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობების გადალახვა მოგვიწევს საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ქალის უფლებები ირღვევა მაშინაც, როცა მას არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ, - ასეთი იყო იმ გოგონების საერთო განწყობა, რომლებიც ფონდი „სოხუმის" მიერ მოწყობილ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობდნენ. მთელი თვის განმავლობაში მსგავსი შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის მე-5 სკოლაში, წყალტუბოში, სენაკში, ხონში.
ახალგაზრდა გოგონები ამ შეხვედრებზე ეცნობიან ასევე საერთაშორისო დოკუმენტებს, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება. რეზოლუცია 1325, პეკინის პლატფორმა და სხვა.
ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა ოთხი ჯგუფური და ხუთი ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაატარა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მონაწილეებმა ისაუბრეს ყოველდღიურ ურთიერთობებზე, ინტეგრაციაზე, განსახლების საკითხებზე.
შეხვედრებზე გამოყენებულ იქნა სხვადასხვა მეთოდები, გეშტალდი, მედიტაცია, არტ-ტერაპია, თეატრალური წარმოდგენა.
მარტის თვეში საუბრები რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზექუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ჩატარდა. ქალებისათვის და ახალგაზრდა გოგონებისათვის საინტერესო იყო როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური შეხვედრები.
შეხვედრებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კლიმაქტერიული პერიოდი, კლიმაქსთან დაკავშირებული პრობლემები, ფეხმძიმობა, ორსულთა მოვლა, ჰიგიენა.
ჯგუფური შეხვედრების შემდეგ მონაწილეები გინეკოლოგისგან ინდივიდუალურ კონსულტაციებსაც იღებდნენ.
ახალგაზრდა ქალები კმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან საშუალება აქვთ მიიღონ კონსულტაციები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
17 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ფოკუს-ჯგუფის” ფორმატით გამართულმა შეხვედრამ ახალი საინტერესო მასალა მისცა ფონდი "სოხუმის” მიერ განხორციელებული კვლევის მონაწილეებს.
შეხვედრაზე საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა თავისი პოზიცია გამოხატეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საქართველოში ქალი პოლიტიკოსი უფრონაკლები, ვიდრე მამაკაცი პოლიტიკოსი, რატომ არ ჩანან ქალები საარჩევნო სიის თავში, რას შეცვლიდა პოლიტიკაში ქალთა მეტი ჩართულობა, საჭიროა თუ არა გარკვეული ღონისძიებების გატარება ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშესაწყობად.
"თვითონ ქალი უნდა გავააქტიუროთ, მისი მოტივაცია მოვახერხოთ, ლიდერული უნარ-ჩვევები განუვითაროთ”;
"გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, მამაკაცები ღებულობენ, ჩვენ მათ მითითებებს ვასრულებთ”, - ქალების ამ განმარტებაში აშკარად ჟღერს უკმაყოფილების ნოტები.
"ჩვენი აქტიურობა ხშირად კონტექსტიდან ამოვარდნილია. ხელშეწყობის, მხარდაჭერის დეფიციტს ნამდვილად ვგრძნობთ”;
"პოლიტიკოს ქალს დამაჯერებლობა აკლია”. "მაშინ როგორღა უგებს მაჟორიტარულ არჩევნებს მამაკაცებს?” - ეს უკვე დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციებია.
"მასმედია ქალი პოლიტიკოსების ჩვენებისასა შოუს ელემენტებს ეძებს”, - ეს შეხედულება ძალიან არ გაუპროტესტებიათ.
საერთო იყო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქალთა მეტი წარმომადგენლობა პოლიტიკაში აუცილებლად დაეტყობა სოციალურ პრიორიტეტებს, განათლებას, ჯანდაცვას, თუმცა სპეციალურ ღონისძიებებს მათი რაოდენობის გასაზრდელად უმეტესობა, მათ შორის ქალებიც, არასასურველად მიიჩნევს. მხოლოდ ერთეულები თვლიან, რომ "ეს დამატებითი სტიმული იქნება ქალებისათვის, კანონით გამყარებული მხარდაჭერა მეტ მოტივაციას მისცემთ”.
პროექტიხორციელდება „საერთაშორისოგანგაშის" (International Alert, დიდიბრიტანეთი) მხარდაჭერით.
თებერვლის თვეში პოლიტიკურ პარტიებთან ჩატარებული შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამომრჩეველ ქალთა კლუბებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების მზადებისშეფასება.
შეხვედრები ჩატარდა შემდეგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ფოთი, ბათუმი), რესპუბლიკური პარტია (ფოთი), ახალი მემარჯვენეები (ბათუმი).
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა პოლიტიკაში პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივ დაკვეთასთან. ვინაიდან ამომრჩეველთა 56% ქალები არიან, არსებობს უფრო მეტიშანსი პოლიტიკური პარტიების წინაშე ამ მოთხოვნის წარმოსაჩენად. ამისათვის საჭიროა ამომრჩეველი ქალების მობილიზება და მათთან მუშაობის გაძლიერება ერთი საერთო მიზნის მისაღწევად.
ახალი მემარჯვენეების ბათუმის საქალაქო ორგანიზაცია დიდ იმედებს ამყარებს მათი პარტიის წევრ ლიდერ ქალებზე, რომლებსაც გააჩნიათ წარმატებული პოლიტიკოსისთვის საჭირო ყველა თვისება: პროფესიონალიზმი, ავტორიტეტულობა, პასუხისმგებლობა და სხვა. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი, სოფო კახაძე ხელმძღვანელობს ქალთა საბჭოს ამ პარტიაში. ახალ მემარჯვენეებიდან საარჩევნო კომისიების წევრების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ.
რესპუბლიკურ პარტიის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრთა სიაში დაახლოებით 40%-ს ქალები წარმოადგენენ. აცხადებენ, საარჩევნო სიების შედგენა ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს კანდიდატების თავისუფალ შერჩევას, ქალებს და მამაკაცებს უფლება აქვთ თანაბრად იყვნენ წარმოდგენილები საარჩევნო სიებში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ქალები. შვიდმა მათგანმა წარმატებით გაიარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირება.პარტიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ დონეზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა ხელს შეუწყობს სოციალური სახის პრობლემებზე ყურადღების უფრო მეტ გამახვილებას. თუმცა ამისათვის საჭიროა მოტივირებული, კონკურენტუნარიანი და მიზანდასახული ქალი კანდიდატების წარმოდგენა საარჩევნო სიებში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
რეზოლუცია 1325, 1820,პეკინის პლატფორმა - რამდენად იცნობენ ამ საერთაშორისო დოკუმენტებს ახალგაზრდა ქალები, რამდენად აუცილებელია მათი ცოდნა და როგორ მუშაობს ეს დოკუმენტები პრაქტიკულად - სწორედ ეს საკითხები განიხილეს თებერვლის თვეში ქუთაისში (22.02.10), ხონსა (24.02.10) და სენაკში (26.02.10) შეკრებილმა გოგონებმა.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტების არსებობა არ არის ყველაზე მთავარი, -მნიშვნელოვანი მათი შესწავლა და ამუშავებაა.
21-ე საუკუნეში არ უნდა გვჭირდებოდეს ქალის უფლებებზე საუბარი, მაგრამ თუ დაგვჭირდა, ამ დოკუმენტების ცოდნა დაგვეხმარება საზოგადოებაში თანასწორობა დავამკვიდროთ, - დარიკო კვარაცხელია.
თებერვალის თვეში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა 16 კოლექტიური შეხვედრა მოაწყო იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია). ფსიქორეაბილიტაცია გაიარა 144 -მაქალმა. მათ შორის ინდივიდუალურ შეხვედრაზე ფსიქოლოგს დახმარებისათვის მიმართა 18 ქალმა.
ფსიქოლოგიაღნიშნავს, რომქალებიყველარეგიონშიძირითადადგანსახლებისსაკითხზეარიანორიენტირებული. გარდა ამისა, ხშირად საუბრობენ ოჯახურ პრობლემებზე, რომ მცირე შემოსავალი ოჯახში ხშირად ხდება კონფლიქტის საფუძველი. არის შემთხვევები, როცა დედები დახმარებას ითხოვენ ფსიქოლოგისგან იმის გამო, რომ საკუთა შვილებს ვეღარ ცნობენ, ვერაფრით ხვდებიან, რატომ გახდნენ ისინი აგრესიულები.
- ბევრ სასიკეთო რჩევებს ვიღებთ, ბევრად უფრო დაწყნარებულები გამოვდივართ ამ შეხვედრიდან.
- ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთის მხარდაჭერას ვგრძნობთ. ფსიქოლოგი სწორ მიმართულებას გვაძლევს, როგორ მივხედოთ საკუთარ პრობლემებს.
- ესიმ ქალების შეხედულებებია, რომელიც ფსიქოლოგის შეხვედრებს ესწრებიან. ფსიქორეაბილიტაცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
„სამოქალაქო დიალოგის პროცესი ადამიანური უსაფრთხოების და საომარი მოქმედებების განუხლებლობის გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში"- გრძელდება საინფორმაციო შეხსედრები ამთემაზე საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან.
ბოლო სამი შეხვედრა მოეწყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტში (ქუთაისში,19.02.10), ანასეულის სამეცნიერო კვლევით ცენტრში (ოზურგეთი,23.02.10), ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში (26.02.10).
მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ქართველი და აფხაზი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევებზე „ომის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში ".
შეხვედრების მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, ომის განუახლებლობაზე ხელისმოწერა უნდა არსებობდეს, მაგრამ ამავდროულად დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები.
პროექტიხორციელდება „საერთაშორისოგანგაშის" (International Alert, დიდიბრიტანეთი) მხარდაჭერით.
გრძელდება შეხვედრები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მთელი თვის განმავლობაში სამი შეხვედრა ჩატარდა როგორც ქალებისათვის, ასევე გოგონებისათვის.
შეხვედრის თემა იყო: ფეხმძიმობასთან დაკავშირებული გართულებები, ექიმთან ვიზიტის აუცილებლობა ქალებისათვის, ინფორმაციები უფასო მამოგრაფიულ გამოკვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მკერდის კიბოს საწინააღმდეგოდ მიმართული პრევენციული ღონისძიებები.
მონაწილეებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ინდივიდუალურად მოისმინეს გინეკოლოგის კონსულტაციები, სხვადასხვა თემებზე.
„რეგულარულად ვესწრები ფონდი „სოხუმის" მიერ გამართულ შეხვედრებს. უფრო თვითდაჯერებული გავხდი, ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ, ყველა ქალმა უნდა იცოდეს საკუთარი უფლებები, ეს ბევრ რამეს შეცვლის ჩვენს ცნობიერებაში და სრულფასოვანი საზოგადოების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. - ასეთი პოზიცია ჰქონდათ წყალტუბოში გამართულიშეხვედრის მონაწილეებს.
გოგონებმა აქტიური დისკუსია გამართეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ქალისა და მამაკაცის სოციალური როლები, ქართული მენტალიტეტი და სტერეოტიპები.
განხილულ იქნა ის საერთაშორისო დოკუმენტები, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება - რეზოლუცია 1325, 1820, პეკინის პლატფორმა.
გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო თამამად საუბრობს ქალისა და მამაკაცის ფუნქციათა გადანაწილებაზე. გოგონები მიიჩნევენ, რომ არ უნდა ხდებოდეს სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია და თანასწორობის დამკვიდრება თითოეული ქალიდან, თითოეული ოჯახიდან უნდა დაიწყოს.
17 თებერვალს ფონდი "სოხუმის” ოფისში შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეცაფხაზეთის მეხუთე და მეექვსე, ქუთაისის მეჩვიდმეტესაჯარო სკოლების პედაგოგები, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები შეიკრიბნენ. საუბრის თემა იყო ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევის "დიალოგის პროცესიუსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” განხილვა და მონაწილეთა პოზიციების დაფიქსირება უსაფრთხოების გარანტიებზე, ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების აქტუალობაზე და მისი დაცვის მექანიზმებზე.
"სამწუხაროა, რომ ამ საკითხების ირგვლივ დისკუსიები წლების წინათ არ შედგა. ბევრი ჩვენთაგანი დღემდე იმ განცდით მოვიდა, რომ ეს საკითხები ყოველთვის ჩვენგან შორს, ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე წყდება”. - ითქვა შეხვედრაზე.
"შეთანხმება ომის განუახლებლობაზე აუცილებელია, რათა მხარეებს შორის ნდობადამყარდეს”, -თვლიან მონაწილეები.თუმცა, ამასთან ერთად ყურადღებას ამახვილებენ იმ საშიშროებაზე,რომლებიცსაქართველოსთვის ფრიად რეალურია, თუ არ მოხდა გარანტიების სრულყოფილი მექანიზმების შემუშავება.
გამოიკვეთა საკითხები, რომელთაც მონაწილეებმა პრინციპული მნიშვნელობა მიანიჭეს:
"ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ქართული მხრიდან აფხაზეთის ნებაყოფლობით ჩაბარების ტოლფასი არ უნდა გახდეს”; "ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაში დევნილების საკითხი გვგონია. სანამ საქართველოში თუნდაც ერთი დევნილი იქნება, არ შეიძლება ლაპარაკი წარმატებაზე მოლაპარაკებების კუთხით, თუმცა ვთვლით, რომ გონიერ კომპრომისებზე ორივე მხარე უნდა წავიდეს”.
5 თებერვალს ფონდი "სოხუმის” ოფისში შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სტუდენტი საზოგადოების ინფორმირება კვლევის
"დიალოგის პროცესიუსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” გარშემო და მათი პოზიციების დაფიქსირება კოფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის გზებზე, კერძოდ, ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე.
შეხვედრას წერეთლისა და სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ესწრებოდნენ. დისკუსიების შედეგად მონაწილენი შეთახმდნენ, რომ შეთანხმება ომის განუახლებლობის ირგვლივ აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის დამყარების კუთხით. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ იმ საფრთხეებზე, რომელსაც ის შეიცავს საქართველოსთვის. "სანამ არ მოხდება ნეიტრალიზება იმ საფრთხეებისა, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის, არ შეიძლება საუბარი უსაფრთხოების სრულყოფილ გარანტიებზე’’;
"საჭიროა რეალური ინფორმაციის გავრცელება არსებული სიტუაციის ირგვლივ და აქ თავისი სიტყვა ახალგაზრდებმაც უნდა თქვან”;
"რუსეთი აწარმოებს პერმანენტულ საინფორმაციო ომს საქართველოს წინააღმდეგ და შეცდომაში შეყავს, პირველ რიგში, საკუთარი საზოგადოება. ამიტომ ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას”.
შეხვედრისბოლოს მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები.
პროექტიხორციელდება „საერთაშორისოგანგაშის" (International Alert, დიდიბრიტანეთი) მხარდაჭერით.
4 თებერვალს ფონდი "სოხუმის” წარმომადგენლები წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს, მამუკა ლაღაშვილს შეხვდნენ. საუბრის თემაგანსახლების საკითხს ეხებოდა. განსახლების პროგრამის ფარგლებში წყალტუბოში პირველ ეტაპზე ათი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რომელიც სავარაუდოდ, ორი წლის შემდეგ უნდა დასრულდეს და დაახლოებით 350 ოჯახს დააკმაყოფილებს.
ფონდის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რა ელოდებათ იმ კოლექტიურ ცენტრებს, სადაც განსაკუთრებით ავარიული მდგომარეობაა.
ადგილობრივ ხელისუფალთა განმარტებით, მართლაც, არის ისეთი ცენტრები, სადაც საგანგაშო მდგომარეობაა სახურავის, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის კუთხით. შეუძლებელია ადამიანები ამ პირობებში კიდევ ორი წელი ცხოვრობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად ცდილობსამ პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
„სამოქალაქო დიალოგის პროცესი ადამიანური უსაფრთხოების და საომარი მოქმედებების განუხლებლობის გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში"- ამ თემაზე ფონდი „სოხუმის" მიერ საინტერესო ვორკ-შოპი გაიმართა ბათუმში, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი და ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, იურისტები და იძულებით გადაადგილებული პირები.
ვორკშოპის მონაწილეები გაეცნენ ამ თემაზე ექსპერტების მიერ მოკვლეულ მასალებს, დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება თემისადმი და კვლევების შედეგებისადმი. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება საომარი მოქმედებების განუახლებლობის გარანტიებზე მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებს მოიტანს, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, მსგავსი ხელშეკრულება ვერ შეცვლის არსებულ რეალობას.
დისკუსიის შემდეგ მოეწყო მუშაობა ჯგუფებში. მონაწილეებმა მოახდინეს სამოქალაქო საზოგადოებისადა ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციების მოდელირება აღნიშნულ საკითხზე, გამოიმუშავეს წინადადებები და რეკომენდაციები.
პროექტიხორციელდება „საერთაშორისოგანგაშის" (International Alert, დიდიბრიტანეთი) მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმი" აწყობს ყოველთვიურ საინფორმაციო შეხვედრებს დასავლეთ საქართველოს ქალაქებში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან.
იანვარში პარტიებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდისმიზნებზე - ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა და მათი როლის გაძლიერება პოლიტიკურ პარტიებში. ასევე მნიშვნელოვანი იყო პარტიების მხრიდან ინფორმაციის მიღება, როგორ ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და რა შანსები არსებობს ქალებისათვის საარჩევნო სიებში მოსახვედრად.
შეხვედრები ჩატარდა შემდეგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია.
რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, საარჩევნო სიების შედგენა ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს კანდიდატების თავისუფალ შერჩევას, ქალებს და მამაკაცებს უფლება აქვთ თანაბრად იყვნენ წარმოდგენილები საარჩევნო სიებში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საქალაქო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარტიის წევრ ქალბატონებს აუცილებლად მიეცემათ საკუთარი გამოცდილებისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნებში.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლაშა ბერაიამ განაცხადა, რომ ათკაციან სიაში მეორე და მესამე ადგილზე ის ქალბატონები იქნებიან წარმოდგენილნი, რომლებიც ხელმძღვანელობენ ჯანდაცვისა და განათლების შიდაპარტიულ კომიტეტებს.
რაც შეეხება კვოტირების სისტემას, პარტიების ხელმძღვანელები სიების გენდერული ნიშნით შედგენას მხარს არ უჭერენ. მათი აზრით, უმჯობესია ყურადღება გაამახვილონ კანდიდატის პროფესიონალიზმზე, შრომისმოყვარეობაზე, ცნობადობასა და გამოცდილებაზე.
პროექტი ხორციელდება: გერმანიისორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათაგანვითარებისსამსახურისმხარდაჭერით.
ახალი სამუშაო წლის დაწყებისთანავე გაგრძელდა შეხვედრები რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე. ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 6 შეხვედრა ჩატარდა, როგორც ქალებისათვის, ასევე ახალგაზრდა გოგონებისათვის. მონაწილეები მოდიან საჭირო ინფორმაციების მისაღებად, მოდიან იმისათვის, რომ მიიღონ შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ქუთაისის შეხვედრაზე საუბარი იყო ექიმთან ვიზიტის აუცილებლობაზე. სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხეებზე. იყო ბევრი შეკითხვები, როგორ უნდა მოხდეს დაავადებების თავიდან აცილება.
წყალტუბოში გამართულ შეხვედრამ ძირითადად კონსულტაციების ხასიათი მიიღო. შეხვედრამდე ქალები იმყოფებოდნენ გინეკოლოგთან გამოკვლევებზე და შედეგები განიხილეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მომავალი დედები, რომლებსაც ბევრი შეკითხვები გაუჩნდათ, რა სახის პრეპარატები, ვიტამინები უნდა მიიღოს ქალმა ასეთ მდგომარეობაში.
ხონში ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გინეკოლოგთან შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით როგორიცაა კლიმაქსი და ამ დაავადაბასთან დაკავშირებული სიმპტომები.
პროექტი ხორციელდება: გერმანიისორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათაგანვითარებისსამსახურისმხარდაჭერით.
იანვრის თვეში DRC-ის პროექტის ფარგლებში 12 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ქუთაისისა და წყალტუბოსსხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში.
შეხვედრებზე გაირკვა, რომ კოლექტიური ცენტრების უმრავლესობას სხვადასხვა სახის პრობლემები აწუხებს, რაც ძირითადად განსახლების საკითხებს უკავშირდება.
კმაყოფილებას გამოთქვამენ ყოფილი სასტუმრო „სათაფლიაში" მცხოვრები დევნილები, რომლებსაც შენობა გაურემონტეს და კერძო მფლობელობაში გადასცეს. მაგრამ გარკვეული პრობლემები იქაც არსებობს, რაც მათი თქმით, ფართის არასწორად განაწილებას უკავშირდება.
გაურკვეველ მდგომარეობაში არიან წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილები.
საინფორმაციო შეხვედრები მომდევნო თვეშიც გაგრძელდება და დევნილები საჭიროინფორმაციებს მიიღებენ განახლებასთან დაკავშირებით.
„როცაადამიანიბრაზობს, ისსაკუთარსულშიარუშვებსსიკეთეს, სავსეა აგრესიით, უარყოფითი ენერგიით, ეს ყველაფერი შიგნიდან ანგრევს მის შინაგან სამყაროს." - ამბობენ ქალები ფსიქოლოგის შეხვედრებზე.
„ისწავლეთ საკუთარი სხეულისათვის სიკეთისა და სიყვარულის გაგზავნა, - ურჩევს მათ ფსიქოლოგი.
იანვრის თვეში ფსიქოლოგმა 12 ჯგუფური და 7 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა. ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებმა 86 დევნილმა ქალმა გაიარა ფსიქორებილიტაცია.