ტრენინგ-სემინარები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ოთხშაბათი, 08.09.2010, 10:51
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები

ფონდ „სოხუმში" ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ. სამდღიანი ტრენინგის თემა იყო - ლიდერობა და კონფლიქტი. ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის ეს უკვე მეორე ტრენინგია. პირველი დღე საშინაო დავალების განხილვას მიეძღვნა. დავალება ასეთი იყო: მონაწილეებს ერთი თვის განმავლობაში უნდა ჩაეტარებინათ ორი სახის კვლევა თავიანთ ქალაქებში: რაოდენობრივი (ანკეტირება ახალგაზრდებთან) და თვისობრი (ხუთი ჩაღრმავებული ინტერვიუ ლიდერ ქალებთან).

მონაწილეები ჯგუფური მუშაობით შეეცადნენ გაეკეთებინათ სიტუაციური ანალიზი რა მდგომარეობაა საკუთარ ქალაქებში ქალთა ლიდერობის თვალსაზრისით, რა აზრის არიან ახალგაზრდები ამ საკითხების მიმართ.

სოციალური კონფლიქტები, კონფლიქტის პიროვნული ელემენტები, დინამიკა, მართვა, კონფლიქტის ანალიზი - გოგონები დანარჩენი ორი დღე ამ მიმართულებით მუშაობდნენ. ტრენინგზე გამოყენებული იყო ჯგუფური სავარჯიშოები, როლური თამაშები.

 მონაწილეები თვლიან, რომ ტრენინგებმა მათში ბევრი რამ შეცვალა:

- ჩემი ახლობლები ამჩნევენ, რომ შევიცვალე, უფრო თამამი და დამოუკიდებელი გავხდი.

- როცა ბევრი პრობლემები მაქვს, ჩემს თავს ვეუბნები: შენ უნდა შეძლო პრობლემების მოგვარება - შენ ეს შეგიძლია.

ტრენინგის დასასრულს ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა მომდევნო დავალება მიიღეს, თითოეულმა მათგანმა თითო ვორკშოპი უნდა ჩაატაროს თავის ქალაქში, თემაზე: ლიდერობა და კონფლიქტი.
 
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 7 | დაამატა: moderatori | თარიღი: 01.09.2010 | კომენტარი (0)

23 - 25 ივლისს, ქობულეთში, სასტუმრო Green house-ში ფონდმა "სოხუმმა" ჩაატარა სამდღიანი ტრენინგი თემაზე - ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება პოლიტიკაში რეგიონულ დონეზე.

ტრენინგს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის (ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ხობი, წყალტუბო, ზუგდიდი, ბათუმი, ხონი) საკრებულოს დეპუტატი ქალები და ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები ესწრებოდნენ.

პირველ დღეს ფონდი "სოხუმის" მწვრთნელებმა მონაწილეებს გააცნეს მდგომარეობა საქართველოში გენდერული თანასწორობის მიხედვით. გაიმართა მსჯელობა ლიდერობაზე, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

მეორე დღეს ტრენინგს საქართველოს ახალგაზრდრა იურისტთა ასოციაციის  ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა.

მისი ბლოკის თემა იყო - ადგილობრივი თვითმმართველობა - ევროპული ქარტია, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტი.

მესამე დღეს ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ მასმედიასთან მუშაობის პრინციპები გააცნო ქალბატონებს - თუ როგორ მივიპყროთ მასმედიის ყურადღება, რა უნდა ვიცოდეთ  ინტერვიუს მიცემის დროს...

ტრენინგის ოცივეე მონაწილემ აღნიშნა, რომ სამდღიანი მუშაობა იყო ნაყოფიერი და  მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 124 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.07.2010 | კომენტარი (0)

ბორჯომში სასტუმრო „ბორჯომის ხეობაში"  ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებისათვის  ჩატარდა ტრენინგი თემაზე - სტრატეგიული დაგეგმარება.

 მონაწილეები სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ დაგეგმარების ფორმატზე, სტრატეგიის საერთო მიმართულებებზე, გარემოს სიტუაციურ ანალიზზე. დასასრულს,  საკმაოდ საინტერესო ნაშრომი გამოვიდა.

განისაზღვრა ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები,  გაკეთდა სვოტ ანალიზი, განისაზღვრა მთავარი სტრატეგიული მიზნები.

მონაწილეები ტრენინგს პროდუქტიულს უწოდებენ:

- ძალიან საინტერესო გამოდგა სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებზე მუშაობა. დავფიქრდით ორგანიზაციის სუსტ და ძლიერ მხარეებზე. გაჩნდა მოთხოვნილება, ვიმუშაოთ სუსტი მხარეების ძლიერად გარდასაქმნელად.

- სტრატეგიული დაგეგმარება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის. წინასწარ გაქვს გათვლილი მოსალოდნელი საფრთხეები, რისკები, რაც ხელს უწყობს მუშაობის ეფექტურობას.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 79 | დაამატა: admin | თარიღი: 20.06.2010 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლამ, საკუთარი ისტორიის პირველი ფურცელი შეავსო.

პირველ დღეს ჩატარებულ მრგვალი მაგიდის შეხვედრას ორდღიანი ტრენინგი მოჰყვა, რომლის თემა იყო ქალთა ლიდერობა. 24 აქტიური  გოგონა მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. ჯგუფური მუშაობებით, სხვადასხვა სახის როლური თამაშებით, დისკუსიებით, პრეზენტაციებით ტრენინგის ყველა მონაწილეს საკუთარი პოზიციების და შეხედულებების დაფიქსირების საშუალება მიეცა.

ტრენერის შეფასებით,  საინტერესო ჯგუფი შეიკრიბა.

„კარგად გამოჩნდა, რომ მათ აქვთ საღი ამბიცია გახდნენ ლიდერები, მაგრამ ამავე დროს უნდა გააცნობიერონ, რომ ყველაფერი არ არის მატივი და ადვილი. ლიდერთა სკოლა მისცემს მათ შესაძლებლობას საკუთარი პოტენციალი სწორი მიმართულებით აამოქმედონ."

კმაყოფილებას ვერ მალავდნენ მონაწილეებიც. ტრენინგიდან მათ ბევრი რამ წაიღეს:

შეიძინეს მეგობრები სხვადასხვა ქალაქებიდან და გაეცნენ მათ შეხედულებებს, ისწავლეს ერთმანეთის მოსმენა და სხვისი აზრის შეფასება, გაეცნენ გუნდური მუშაობის წესებს.

 

ტრენინგის დასასრულს ლიდერთა სკოლის წევრებმა პირველი დავალებაც მიიღეს, უნდა ჩაატარონ რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევები თავიანთ ქალაქებში. დავალება ივლისის ბოლოს უნდა წარმოადგინონ.

 

 პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 67 | დაამატა: admin | თარიღი: 13.06.2010 | კომენტარი (0)

 

ფონდ „სოხუმში" სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე, „ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა და მედია", რომელსაც ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. ტრენინგზე განიხილებოდა შემდეგი საკითხები: ჟურნალისტური ეთიკა, ქართული მედია, გენდერი და ძალადობა, მსხვერპლთან მუშაობის პრაქტიკული ჩვევები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ჩატარდა კონკურსი თემაზე „გზის გაგრძელება...".

ნამუშევრებში კარგად ჩანს ავტორთა დამოკიდებულება პრობლემისადმი, ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას დაამსხვრიონ სტერეოტიპები და უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ მის აღსაკვეთად.

პირველი-მესამე ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით. მონაწილეებს შორის გამოვლინდნენ ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 60 | დაამატა: admin | თარიღი: 01.06.2010 | კომენტარი (0)

ტრენინგის (ვორკშოპის) ჩატარების მეთოდიკა, კავშირი  ჯგუფთან და თემასთან, კომუნიკაცია აუდიტორიასთან - ამ და სხვა საკითხებზე საინტერესო მუშაობა წარიმართა  ფონდი „სოხუმის" ტრენერებთან. ტრენინგს უძღვებოდა გერმანიის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, პროფესორი, ეთნოკონფლიქტოლოგი მარინა გრასე.

- სამდღიანმა მუშაობამ ბევრი რამ დამანახა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტრენინგის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად გამოიყენებს ტრენერი იმ კონსტრუქციას, რომელიც გულისხმობს ტრენერის კავშირს აუდიტორიასთან დ განსახილველ თემასთან.  

- ძალიან ბევრი რამ იმ მიდგომებიდან, რომელიც ჰქონდა ტრენერს, ჩვენთვისაც პირველადი და ძირითადია: ნდობის ატმოსფეროს შექმნა ჯგუფში, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საკუთარი პიროვნების ფასეულობის აღქმა - მონაწილეთა მხრიდან. 

-ასეთი იყო მონაწილეთა შეფასება, 

- ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის არა მხოლოდ საკითხზე, ადამიანებზე(ქალებზე) მუშაობა. მათ აქვთ გამოცდილება, ჩვენ ვახდენთ მათზე გავლენას, ეს გავლენა უკავშირდება ცვლილებას, ცვლილებას უკეთესობისკენ,- ეს უკვე შედეგია -  მარინა გრასესგან მიღებულ რეკომენდაციას თითოეული ტრენერი საკუთარ საქმიანობაში დანერგავს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 72 | დაამატა: admin | თარიღი: 28.05.2010 | კომენტარი (0)

„ყველა მდინარეს აქვს მშვიდი და ბობოქარი ნაპირი, ამიტომ გაღმა ნაპირზე გასვლას თუ დააპირებ, სწორედ ეს მშვიდი ადგილი უნდა მოძებნო", - ეს სიტყვები ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ ტრენინგზე ითქვა, როდესაც ერთ-ერთი სავარჯიშოს დროს კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსავალს ეძებდნენ.

ფონდი „სოხუმის" ტრენერთა ჯგუფი სამი დღის განმავლობაში მუშაობდა ისეთ თემებზე,  როგორიცაა ქალისა და მამაკაცის ფუნქციათა გადანაწილება ოჯახში, დიდი ოჯახის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები, გენდერული თანასწორობა საზოგადოებაში, ოჯახური კონფლიქტები როგორც ძალადობის საფუძველი...

მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა ჯგუფი 13-14 წლის მოზარდებისაგან შედგებოდა, ისინი კარგად ჩაწვდნენ მსხვერპლისა და მოძალადის ფსიქოლოგიას, დიდი ინტერესით მოისმინეს ძალადობის პრობლემის იურიდიული ასპექტები. ერთად იფიქრეს გამოსავალზე და ძალადობის პრობლემის მოგვარების მექანიზმებზე.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 93 | დაამატა: admin | თარიღი: 15.05.2010 | კომენტარი (0)

თბილისში, პირველები ბოლნისელები ახალგაზრდები ჩამოვიდნენ... მოგვიანებით მათ  ბაქოდან ( აზერბაიჯანი) და  გიუმრიდან  (სომხეთი) ჩამოსული ახალგაზრდების ჯგუფი შეუერთდა.

დელეგაცია საღამოს რეისზე, ქუთაისისკენ მიმავალი ავტობუსით გამოემგზავრა  საერთაშორისო ახალგაზრდულ ტრენინგზე დასასწრებად, რომელიც ფონდი „სოხუმის" ორგანიზებით 30 აპრილიდან ორ მაისამდე ჩატარდა.

ტრენინგის თემა იყო: „ახალგაზრდების როლი კონფლიქტის არაძალადობრივ გადაჭრაში - გზების ძიება და ახალი მიდგომების შემუშავება".

ტრენერები: ალლა გამახარია(ქუთისი), ვაფა სალეხოვა (ბაქო) და სუსანა კაზარიანი (გიუმრი). უნდა აღინიშნოს, რომ ტრენინგზე ძალიან მეგობრული ატმოსფერო სუფევდა. ახალგაზრდები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან (ბოლნისი, ქუთაისი), შეიკრიბნენ იმისათვის, რათა  კიდევ ერთხელ, საერთო ძალისხმევით მოეძებნათ გზა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებმა შეიმუშავეს საერთო მიდგომები სამშვიდობო პროცესების განვითარებისათვის  სხვადასხვა მიმართულებით:

- განათლება

- დიალოგი

- კულტურა

- ინფორმირებულობის გაზრდა

- კონტაქტების აღდგენა ინტერნეტით

- საერთაშორისო ურთიერთობები

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 149 | დაამატა: admin | თარიღი: 02.05.2010 | კომენტარი (0)

- ალბათ არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, თუ ვიტყვი: ახალგაზრდები თავისუფალი აზროვნებით, ახალი იდეებით მოდიან, მათი გააქტიურება და ჩართვა სამშვიდობო საქმიანობაში დადებით შედეგებს გამოიღებს. სამდღიანმა ტრენინგმა ბევრ საკითხზე დამაფიქრა, საკუთარი მოვალეობები შემახსენა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი გზები და საშუალებები აფხაზებთან დასაკავშირებლად, ნდობის აღსადგენად - ამ მოსაზრებით ტრენინგის მონაწილეთა საერთო განწყობა დააფიქსირა ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ სუბელიანმა. 

პროექტის ფარგლებში ეს უკვე ბოლო შესარჩევი ტრენინგია. იგი ქუთაისში, დევნილი სტუდენტებისათვის ჩატარდა. ახალგაზრდებმა კარგად იციან რისთვის მოვიდნენ ამ ტრენინგზე. უმრავლესობას  დიდი სურვილი აქვს მოხვდეს ლიდერთა სკოლაში, რადგან ამით შესაძლებლობა ექნებათ ჩამოყალიბდნენ ლიდერებად, რათა შემდეგ აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 73 | დაამატა: admin | თარიღი: 25.04.2010 | კომენტარი (0)

„ეს დღეები ყოველთვის მემახსოვრება, პირველად ვიგრძენი თავი ასე თავისუფლად და მომინდა, მესაუბრა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ოჯახური კონფლიქტები, მსხვერპლისა და მოძალადის ფსიქოლოგია."

„კარგი იქნება თუ მსგავსი ტრენინგები უფრო მასიურად ჩატარდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა განიხილავდეს იმ საკითხებს, რომელიც ტრენინგზე დაისვა."

დაახლოებით ასეთი იყო იმ ადამიანების შეფასება, რომლებიც სენაკში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ სამდღიან ტრენინგში იღებდნენ მონაწილეობას.

მუშაობისას გამოყენებული იყო  სხვადასხვა სახის მეთოდები: სიტუაციური ამოცანები, ჯგუფური თუ როლური სავარჯიშოები.

საგანგებოდ შერჩეულმა აუდიტორიამ, რომელიც შედგებოდა პედაგოგების, იურისტების, მშობლებისა და სკოლის მოსწავლეებისაგან, მუშაობა საინტერესო  გახადა და ხელი შეუწყო ოჯახური ძალადობის პრობლემის სხვადასხვა პოზიციიდან განხილვას.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 78 | დაამატა: admin | თარიღი: 24.04.2010 | კომენტარი (1)

„ჩართულობა თანამშრომლობის გზით" - რას მოიაზრებს არსებული სახელმწიფო სტრატეგია. რამდენად იქნება იგი მოქმედი და მისაღები აფხაზი და ოსური მხარისათვის, როგორია ქალთა ხედვა ცალკეული პუნქტებისადმი,  რომელი იქნება პრიორიტეტული სფერო სამოქმედო გეგმაში , რომელიც  შემდგომში თანამშრომლობის დასაწყისად შეიძლება იქცეს  - ამ და სხვა საკითხებზე მიმდინარეობდა მსჯელობა ბათუმში გამართულ სამდღიან ტრენინგ-სემინარზე. მასში მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის" ტრენერები, პროექტის ასისტენტები, ლიდერი გოგონები.

მონაწილეთა უმრავლესობა ზედაპირულად იცნობდა აღნიშნულ დოკუმენტს, მისმა განხილვამ ცალკეულ პუნქტებად  ინფორმირებულობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც შემდგომ ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციების დროს კარგად გამოჩნდა.

მონაწილე ახალგაზრდების შეფასებით, ტრენინგი პროდუქტიული იყო. ისინი თვლიან, რომ მათ კარგი სამუშაო პირობები ჰქონდათ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.

აღნიშნული ტრენინგი არანაკლებ საინტერესო გამოდგა მონაწილეთა იმ ნაწილისათვის, რომლებიც სტრატეგიას კარგად იცნობდა. მათი აზრით, გასაკუთრებით საინტერესო იყო დოკუმენტის განხილვა ქალთა თვალთახედვით, რადგან სტრატეგიაშიაში გენდერული საკითხები ნაკლებად არის გათვალისწინებული.

ტრენერთა შეფასებით, ტრენინგმა მიაღწია მთავარ მიზანს. სირთულის მიუხედავად, ბევრი საინტერესო, ახალი ხედვა დაფიქსირდა.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 198 | დაამატა: admin | თარიღი: 18.04.2010 | კომენტარი (2)

ფონდი "სოხუმის” ტრენერთა ჯგუფმა ფოთში, ორგანიზაციის მიერ გახსნილ ქალთა მხარდაჭერის ცენტრში,  მორიგი საგანმანათლებლო ტრენინგ- სემინარი ჩაატარა.  თემა - ოჯახში ძალადობის პრევენცია.

სამიზნე ჯგუფს ძირითადად  ფოთში მცხოვრები დევნილები წარმოადგენდნენ. 

სამი დღის განმავლობაში საინტერესო და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა საგანმანათლებლო ბლოკებში მიეღოთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის საკითხზე, კომუნიკაციასა და კონფლიქტის თეორიაზე, მიეღოთ ფსიქოლოგისა და იურისტის კვალიფიციური რჩევები. ამასთან,  გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება, ჯანსაღი  კომუნიკაციისა და ჰარმონიული ურთიერთობების შესახებ წარმოდგენები.

 "სასიამოვნოა, რომ გვაქვს საშუალება, გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრები. გავაანალიზოთ, გადავაფასოთ ბევრი რამ, რაც აქამდე ძალიან მნიშვნელოვანი, ან პირიქით,  სულ უმნიშვნელო გვეგონა”...

"ბევრი ქალი ვიცი, რომელიც მსგავსი შეხვედრების შემდეგ სხვა თვალით შეხედავდა თავის ცხოვრებას, აუცილებლად შეეცდებოდა რაიმეს შეცვლას”...

ბენეფიციარებმა სურვილი გამოხატეს, გაგრძელდეს თანამშრომლობა ფონდთან, მეტი ადამიანი იქნეს ჩართული მსგავს ღონისძიებებში.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 136 | დაამატა: admin | თარიღი: 27.03.2010 | კომენტარი (0)

ფონდი "სოხუმის" ინიციატივით ბათუმში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ბათუმიდან, ოზურგეთიდან, წყალტუბოდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, ხონიდან, ხობიდან, ფოთიდან (თითო კლუბიდან ორ-ორი წარმომადგენელი).

ტრენინგის თემა იყო „ქალების მომზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად".

რა არის ის განსაკუთრებული თვისებები, რითაც გამოირჩევიან ქალი-ლიდერები მამაკაცი ლიდერებისგან, რა ქმნის ქალთა სოლიდარობის დეფიციტს, რატომ არ ირჩევენ ქალ- კანდიდატებს?   -  სამუშაო დღე ამ საკითხების განხილვით დაიწყო და მის განხილვაში მთელი ჯგუფი აქტიურად ჩაერთო.

მომდევნო დღე მთლიანად დაეთმო საარჩევნო კანონმდებლობის განხილვას და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის გარჩევას.  

ბოლო დღეს კი მონაწილეებმა ვორკშოპის მოდულზე იმუშავეს.

მონაწილეებმა სამდღიან მუშაობას პროდუქტიული უწოდეს:

-  საინტერესო მუშაობა გამოგვივიდა,ქალთა ლიდერობის თემას სხვადასხვა კუთხით შევხედეთ და ბევრი რამ ხელახლა გავაცნობიერეთ.

 - საარჩევნო კანონში ბევრი საინტერესო ცვლილებაა შესული,  კანონების ცოდნა დაგვეხმარება  ნებისმიერ საკითხში კვალიფიციურები ვიყოთ, აქტიურად ჩავერთოთ საარჩევნო პროცესებში.

პროექტის მიხედვით მონაწილეები ვორკ-შოპებს  საკუთარ ქალაქებში ჩაატარებენ. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან იმუშავებენ და გააცნობენ კანონს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED).
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 171 | დაამატა: admin | თარიღი: 21.03.2010 | კომენტარი (1)

19-20 მარტს ფოთში, ქალთა მხარდჭერის ცენტრში ფონდი „სოხუმმა" შესარჩევი ტრენინგი  ჩატარდა თემაზე: ეფექტური ურთიერთობა და კონფლიქტის მართვა.

ტრენინგს ესწრებოდა 15 დევნილი გოგონა.

მონაწილეებმა დასაწყისშივე აღნიშნეს, რომ ინტერესით ელოდებიან აღნიშნული თემის განხილვას. მუშაობის პროცესში გამოავლინეს ლიდერული უნარ-ჩვევები და სურვილი, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო საქმიანობაში.

-   ტრენინგმა მოგვცა საშუალება რეალიზება გაგვეკეთვებინა ჩვენი შესაძლებლობებისთვის, ხმამაღლა გამოგვეთქვა მოსაზრებები თითოეული საკითხის ირგვლივ.- ასე შეაფასეს სამდღიანი მუშაობა ტრენინგის მონაწილეებმა.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 114 | დაამატა: moderatori | თარიღი: 20.03.2010 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმი" აგრძელებს  ლიდერ გოგონათა სკოლისათვის შესარჩევ ტრენინგებს. მორიგი სამდღიანი ტრენინგი სენაკში, ქალთა მხარდაჭერის  ცენტრში ჩატარდა.

ახალგაზრდა ქალები აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროგრამაში, რომელიც სხვადასხვა თემებს მოიცავდა: ქალთა ლიდერობა, კონფლიქტის არსი და მისი ანალიზი, კომუნიკაცია.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სამი დღის განმავლობაში მათ საშუალება ჰქონდათ თავისი მოსაზრება გამოეთქვათ და აქტიურად ჩართულიყვნენ თითოეული საკითხის გარჩევაში.

- განსაკუთრებით მომეწონა კონფლიქტის ანალიზი, პრველად დავფიქრდი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი, ეფექტური კომუნიკაცია კონფლიქტის დარეგულირებისას,

- მილანა ფუტკარაძე.

-  ტრენინგზე ყველანაირი კომპლექსები მომეხსნა, საკუთარი აზრის თამამად გამოთქმის საშუალება მომეცა. ლიდერობის ამბიცია გამიჩნდა, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია - ფიქრია ჭილაია.

როგორც ტრენერები აღნიშნავენ, იმდენად საინტერესო ჯგუფი შეიკრიბა, რომ მათ შორის ლიდერთა სკოლისთვის ოთხი საუკეთესოს შერჩევა ცოტა რთული იქნება. მაგრამ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და გოგონებს საშუალება ექნებათ ფონდი „სოხუმის"  მიერ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 178 | დაამატა: admin | თარიღი: 14.03.2010 | კომენტარი (12)

 

ხონში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ლიდერთა სკოლისათვის შესარჩევი მორიგი ტრენინგი ჩატარდა. სამდღიან ტრენინგზე გოგონებს საშუალება ჰქონდათ გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები. პრაქტიკული სავარჯიშოების, როლური თამაშებისას კარგად გამოიკვეთა მათი ლიდერული უნარ-ჩვევები.

-  ბუნებრივია, ლიდერთა სკოლაში ყველა ვერ მოხვდება, მაგრამ თვითონ ტრენინგი კარგი სკოლაა იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები მოვსინჯოთ, გავაანალიზოთ რისი გაკეთება შეგვიძლია -აღნიშნავდნენ მონაწილეები.

ტრენინგი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიდერთა სკოლისათვის ახალი სახეები შეირჩევა, რომლებიც მომავალში აქტიურ სამშვიდობო საქმიანობას გაშლიან ახალგაზრდებთან.    
 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 152 | დაამატა: admin | თარიღი: 01.03.2010 | კომენტარი (0)

23-25 თებერვალს ფონდ „სოხუმში" სამდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე : ოჯახური ძალადობის პრევენცია", რომელშიც მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, უფროსკლასელები.

ოჯახი- როგორც სოციალური ინსტიტუტი; ოჯახის წევრთა ურთიერთობები; მოვალეობათა გადანაწილება; გენდერული სტერეოტიპები; კონფლიქტები ოჯახში, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ელემენტი.

ეს და სხვა თემები იყო ტრენინგზე განხილვის საგანი.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები ოჯახური ძალადობის საკითხებზე. დასახელდა არაერთი რეალური მაგალითი, როცა ქალი მსხვერპლად გვევლინება. მონაწილეთა აზრით, ამის მიზეზი ხშირად საკუთარი უფლებების არცოდნაა.

სტრესი, მისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები; რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა, მისი გამოვლინებები; იმ ადამიანების ემოციები და გრძნობები, რომელთაც სტრესი გადაიტანეს;- ეს საკითხები ტრენინგის ბოლო ბლოკში იქნა განხილული.

მონაწილეთა სიტყვით, ბევრი ახალი, სასარგებლო ინფორმაციები მიიღეს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 147 | დაამატა: admin | თარიღი: 25.02.2010 | კომენტარი (0)

ლიდერთა სკოლისათვის შესარჩევი ტრენინგები ამჯერად წყალტუბოში ჩატარდა. სამდღიან ტრენინგ-სემინაზე მონაწილე გოგონებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. ქალთა ლიდერობა, კონფლიქტის არსი, ტიპები, სახეები, კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა.

 მუშაობის პროცესში გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდები, ჯგუფური სავარჯიშოები, სიტუაციური ამოცანები, როლური თამაშები. გოგონებს საშუალება ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში და საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ აღნიშნული საკითხების გარშემო.

- უკვე ვოცნებობ იმაზე, რომ მოვხვდე ლიდერთა სკოლაში, ტრენინგზე კარგი გარემო შეიქმნა იმისათვის, რომ ყველას წარმოეჩინა საკუთარი თავი" - მარი კოპალიანი.

 ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს საშინაო დავალება მიეცათ. ერთ კვირაში უნდა წარმოადგინონ „ესსე" შემდეგ თემებზე: „მინდა გავხდე მშვიდობისმყოფელი", „მე ლიდერი ვარ".
 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 257 | დაამატა: admin | თარიღი: 22.02.2010 | კომენტარი (2)

 

2010 წლიდან ფონდმა „სოხუმმა" დაიწყო მუშაობა პროექტზე   „ახალგაზრდა ლიდერ გოგონათა სკოლის ფორმირება და განვითარება საქართველოში დემოკრატიისა და სამშვიდობო პროცესებში მათი როლის გაზრდის მიზნით". პირველ ეტაპზე იმერეთის 6 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ვანი, ხონი, სამტრედია, ზესტაფონი)  დაგეგმილია შესარჩევი ტრენინგები. თითო ტრენინგიდან ოთხი საუკეთესო მონაწილე აირჩევა და სწორედ ისინი მოხვდებიან ლიდერთა სკოლაში (სულ 24 გოგონა).  

პირველი შესარჩევი ტრენინგი ქუთაისში გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ ქალთა ლიდერობის თემას, განიხილეს კონფლიქტის არსი, ტიპოლოგია,  კომუნიკაციის მნიშვნელობა.  

როგორც მწვრთნელები აღნიშნავენ, საუკეთესო ჯგუფი შეიკრიბა. მონაწილეთა უმრავლესობა გამოირჩევა ლიდერული თვისებებით, კომუნიკაციის უნარით. ტრენინგის ბოლოს გოგონებმა საშინაო დავალებაც მიიღეს: ერთი კვირის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ ესე თემაზე - "ქალი და მშვიდობა”. ნაშრომი ყოველ მონაწილეს თავისი პოზიციის გამოხატვის საშუალებას.

მომდევნო შესარჩევი ტრენინგი წყალტუბოში გაიმართება. 
 
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 224 | დაამატა: admin | თარიღი: 14.02.2010 | კომენტარი (0)

9-11 თებერვლის ჩათვლით ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებისათვის სამდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.

რა უდევს საფუძვლად მოძალადის აგრესიას; რას ემყარება ჯანსაღი პიროვნებათშორისი ურთიერთობები; რა არის სწორი კომუნიკაცია,  რომელი სტერეოტიპები არღვევს ოჯახურ ჰარმონიას; - ამ და სხვა საკითხების განხილვისას მონაწილეთა აქტიურობამ პიკს მიაღწია.

  განსაკუთრებული ინტერესი ფორუმ-თეატრის ელემენტების მიმართ დაფიქსირდა, როცა როლური თამაშებით ხდებოდა კონფლიქტის არსის, მისი ფაზების, სხვადასხვა ეტაპზე კონფლიქტის შეჩერებისა და მართვის უნარის გაცნობა.

ფსიქოლოგის ბლოკი მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოლოგიის განსაზღვრას მიეძღვნა.  იურისტმა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონზე, მსხვერპლის დაცვის ღონისძიებებზე ისაუბრა და დამსწრეთა  შეკითხვებს უპასუხა.

ფონდელები სამდღიან მუშაობას პროდუქტიულს უწოდებენ:

- საშუალება მოგვეცა საკუთარი მოსაზრება ხმამაღლა გამოგვეხატა.

-  აქ იყვნენ ტრენერები, ასისტენტები, ერთმანეთის საქმიანობაც შევაფასეთ.

- სხვა კუთხით შევხედეთ განხილულ საკითხებს. გამოცდილება მომავალ საქმიანობაში დაგვეხმარება.

- ეს იყო ადრენალინი მომავალი მუშაობისათვის, ბოლომდე დავიხარჯეთ.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 215 | დაამატა: admin | თარიღი: 11.02.2010 | კომენტარი (0)

2009 წლის არქივი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 36
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0